სპორტი

სპორტი აჭარაში

”ზენიტმა” ანანიძე 15 მილონ ევროდ შეაფასა

Posted by amikoshka on October 27, 2010

”სანკტ-პეტერბურგის ”ზენიტი” ჯანო ანანიძის სანაცვლოდ მოსკოვის ”სპარტაკს” 15 მილიონ ევროს სთავაზობს. ”ზენიტის” სკაუტები ანანიძესთან პირად კონტრაქტს ათანხმებენ, რომელიც ”სპარტაკის” პირობებზე გაცილებით მიმზიდველია, ” – წერს რუსული ”ტვოი დენ” – ი.

Advertisements

Posted in ფეხბურთი | Tagged: | 1 Comment »

ხელბურთელებმა სეზონი გახსნეს

Posted by amikoshka on October 26, 2010

გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში სტარტი აიღო საქართველოს კაც ხელბურთელთა 21-ე ჩემპიონატმა, რომელშიც 6 გუნდი – “სსაუ-თბილისი”, “ქარიშხალა”, “ქუთაისი”, “გორი”, “ბათუმი” და თსუ ჩაება.
საწყის ტურში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “სსაუ-თბილისმა” “ქარიშხალას” 37:32 მოუგო, “ქუთაისმა” “გორს” 48:41 სძლია, ხოლო თსუმ “ბათუმი” 38:31 დაამარცხა.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები 14-19 ნოემბერს გაიმართება.

worldsport.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

გიორგი ცივაძემ ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

Posted by amikoshka on October 26, 2010

ლეილა მესხის აკადემიის კორტებზე დასრულდა საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ვაჟ ჩოგბურთელთა შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ბათუმელი გიორგი ცივაძე და მე-2 ნომერი ნოდარ ითონიშვილი დაუპირისპირდნენ.

დაძაბულად წარმართული პირველი სეტი ითონიშვილის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მომდევნო ორ სეტში ცივაძემ გართულებამდე აღარ მიიყვანა საქმე – 6:7, 6:3, 6:1 მოიგო და ტურნირზე თავისი განთესვაც სრულად გაამართლა.

worldsport.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ჭრიკიშვილი ფინალშია, შინჯიკაშვილი – რეპეშაჟის ფინალში

Posted by amikoshka on October 23, 2010

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მაროკოს ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 მედალი გაინაღდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალშია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრაში იაპონელ იუიჩი კიტანოს დაეჭიდება.
მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს არჩილ შინჯიკაშვილს (90 კგ). იგი რეპეშაჟის ფინალშია და ბრინჯაოსთვის უნგრელ გაბორ ვერს შეხვდება.
დღესვე ტატამზე გიორგი მერმანიშვილი (81 კგ), გიორგი ნოზაძე (90 კგ) და შორენა შარაძეც (63 კგ) გავიდნენ. მერმანიშვილმა მე-7 ადგილი დაიკავა, ნოზაძემ პირველსავე წრეში წააგო, შარაძე კი მე-2 წრიდან დაემშვიდობა ჩემპიონატს

http://www.worldsport.ge

Posted in ძიუდო | Tagged: | Leave a Comment »

უდანაკარგო “აკადემია” და “ვისოლი-ყოჩებია”

Posted by amikoshka on October 23, 2010

7-კაცა რაგბიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის პირველი დღე თბილისის “აკადემიამ” და “ვისოლი-ყოჩებმა” უდანაკარგოდ განვლეს. “აკადემიამ” ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო, ა ჯგუფში პირველი ადგილი ნაადრევად დაიბევა და თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, “ყოჩებს” იგივე უფლების მიღების შანსი ხვალ დილით, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ექნება.

ა ჯგუფში “აკადემიას” მთავარი კონკურენტი “ბათუმი XV” იყო, მაგრამ თბილისელებმა ზღვისპირელები 26:0 გაანადგურეს და დასკვნითი დღისთვის გარკვეული უპირატესობაც შეიქმნეს. ახლა მათ ნახევარფინალამდე დასვენების საშუალება აქვთ, ბათუმელებს კი მეორე ადგილის დასაკავებლად ქუთაისის “ბაგრატის” ძლევა მართებთ. თასის ნახევარფინალში მოხვედრის შანსი აქვთ რუსთავის “ხარებს” და “ივერიას”, რომლებიც დასკვნით დღეს ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ბათუმელები აუტსაიდერთან დამარცხდნენ, ზემოთნახსენებ წყვილში კი, ერთ-ერთმა დიდი უპირატესობით იმარჯვოს. Read the rest of this entry »

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

ქართველი 17-წლამდელები ელიტ-რაუნდში

Posted by amikoshka on October 23, 2010

თბილისში დასრულდა 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი მე-3 ჯგუფში. დასკვნით ტურში, კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა ქართველმა ჭაბუკებმა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, შვედებთან მინიმალური ანგარიშით მოიგეს და ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვეს. გოლი, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე,  თეიმურაზ მარკოზაშვილთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, გურამ სამუშიამ თავური დარტყმით გაიტანა – 1:0.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ინგლისმა პოლონეთს ბლერ ტერგოტის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე, როგორც ჯგუფის პირველადგილოსანი გავიდა.
გათამაშების დებულებით, ელიტ-რაუნდში ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებსაც 13 ჯგუფიდან კიდევ ორი საუკეთესო მესამე ადგილოსანი (ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულების მიხედვით) დაემატება. ელიტ-რაუნდის ჯგუფები კენჭისყრით შედგება და მატჩები მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს კი 2011 წლის მაისის დასაწყისში სერბეთი უმასპინძლებს. Read the rest of this entry »

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

გურია-ბათუმი 1:0

Posted by amikoshka on April 23, 2010

გურია-ბათუმი 1:0

1:0 ხ. მგელაძე (44-პენ)

გურია: გ. ძაძამია, გოგიბერიძე, რ. კუკულაძე, კ. ძაგანია, ქურიძე, ხ. მგელაძე (84. შეწირული), მ. კოტრიკაძე (64. კვერენჩხილაძე), კილაძე, მელიქიშვილი, ს. ურუშაძე, ტ. კუკულაძე (68. წილოსანი).

სათადარიგოები: მ. გოგუაძე, ზ. რაზმაძე, ბრეგაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია ჩხაიძე.

ბათუმი: კეკელიძე, ფარტენაძე, ხუხია, გ. ხაჩიძე (26. ლ. რამიშვილი), დემურაძე, ზვ. ლობჟანიძე, თ. ბერიძე (51. ჭკუასელი), ბეჟანიძე (51. ბოხუა), მ. ჯორბენაძე, ხარაბაძე, ი. ტუღუში.

სათადარიგოები: გ. გოგიტიძე, ზოიძე, ლ. კალანდაძე, კაკალაძე.
მთავარი მწვრთნელი: ნუკრი გოგიტიძე

გაფრთხილება: ბერიძე, დემურაძე, ჯორბენაძე, ი. ტუღუში, ქურიძე
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ბათუმი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა

Posted by amikoshka on April 21, 2010

ბათუმი 87:88 შსს

23:24 30:21 20:25 14:18

ბათუმი: მაისურაძე (4), (ლეჟავა 26),თავართქილაძე (13), იმნაძე (22 ქულა, 12 მოხსნა), როდუმტა (12); კეშელავა (8 ქულა, 10 მოხსნა), ნინუა 2

შსს: ი. ბერიშვილი (15), ნიკოლაძე (16), ლაფანაშვილი (12), მარკოიშვილი (8), ათუაშვილი (14), დ. ბერიშვილი (9), კორკოტაძე (2) , შერმადინი (10), სუხიშვილი (2)

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი

როგორც მოსალოდნელი იყო, „ბათუმისა“ და შსს–ს მეოთხედფინალის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გაირკვეოდა და ასეც მოხდა.

იყო პერიოდი, როცა ბათუმელებმა მესამე მეოთხედში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ შსს–მ გაბათილება მოახერხა, რისი ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ბათუმელთა მოკლე სათადარიგოთა სკამი იყო.

მასპინძლებს არ ჰყავდათ ისეთი ძლიერი სამარქაფო მოთამაშეები, როგორიც თბილისელებს, ამიტომაც ძირითადი ხუთეულის მოთამაშეებს ხანგრძლივად უწევდათ მოედანზე ყოფნა. შესაბამისად, მათ პერსონალური შენიშვნები დაუგროვდათ და მწვრთნელს ხშირად უწევდა დავით იმნაძის და პლასიდე როდუმტას მოედნიდან გაყვანა.

მართალია, შსს–ს მესამე მეოთხედში 5 პერსონალურის გამო გაუვარდათ გიორგი მარკოიშვილი, მაგრამ თბილისელებმა მას სათანადო შემცვლელი მოუნახეს. რაც შეეხება ბათუმელი დავით იმნაძის მოედნიდან გავარდნას, ამ ფაქტს ბათუმელებისთვისლიდერობის დაკარგვა მოჰყვა. თამაშის ბოლო წუთებმა უაღრესად დაძაბულად ჩაიარა. შსს–მ ბოლო წუთზე მოახერხა 4 ქულით დაწინაურება, თუმცა მასპინძლებმა ლამის შეუძლებელი შესძლეს. ბესო ლეჟავამ სამიანი ჩააგდო, შემდეგ კი ტარიელ თავართქილაძემ ჩაჭრა და ლეჟავამ სწრაფ შეტევაში მორიგი 2 ქულა მიითვალა, რითაც ბათუმელები საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე ქულით დააწუნაურა – 87:86.

აქ კი საკუთარი სიტყვა თქვა გამოცდილმა დავით ბერიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალური გარღვევა შედეგიანი ორქულიანით დააგვირგვინა და 88:87 თბილისელების სასარგებლოდ. მასპინძლებს ბოლო შეტევისთვის 12 წამი ჰქონდათ, მაგრამ ლეჟავას შორეული ორქულიანი შსს–ს კალათში არ ჩაეშვა.

მაშ ასე, შსს ნახევარფინალში გავიდა და იქ რუსთავის „ენერჯი–ინვესტს“ შეხვდება.

მესამე შეხვედრა დასჭირდა სსაუ–სა და „დინამოს“ მეოთხედფინალურ სერიას. დინამოელებმა სერიის მეორე მატჩში მოულოდნელი მარცხი აგემეს რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ სსაუ–ს, თუმცა ნამდვილი სენსაციის მოხდენა ვეღარ მოახერხეს.

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სსაუ–მ 98:91 დაამარცხა „დინამო“ და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.

ნახევარფინალური სერიები 25 აპრილს დაიწყება.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში

Posted by amikoshka on April 16, 2010

ორი დღის მანძილზე ბათუმის ტანვარჯიშის დარბაზში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ტანმოვარჯიშეებთან ერთად  უკონკურსოდ აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა.
ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ეროვნული ნაკრების წევრმა ქეთევან ბოლქვაძემ, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში მსოფლიო თასის I ეტაპზე.
კაცთა შორის პირველი ადგილი თბილისელმა პაატა ნოზაძემ დაიკავა, მეორეზე ბათუმელი გია საყვარელიძე გავიდა.
კაცებში მრავალჭიდში გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანელი ხალილ ბელი ახმედი.
გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა მათე ტაკიძემ.

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში

Posted by amikoshka on April 16, 2010

ანგისის სპორტკომპლექსის ბაზაზე გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის 21 და თბილისის 18 მშვილდოსანი მონაწილეობდა.

კაცები

I თორნიკე რიჟამაძე თბილისი
II სანდრო აზნაურიძე აჭარა
III დავით ჭელიძე   თბილისი

ქალები

I ოლგა ლადიგინა  აჭარა
II ასმათ დიასამიძე  აჭარა
III ქრისტინე ესებუა  თბილისი

15-29 აპრილს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ანგისის კომპლექსურ ბაზაზე ჩაუტარდება ორკვირიანი საწვრთნო შეკრება და 1-8 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის ქალაქ პორეკში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე.

გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა მათე ტაკიძემ და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ბატონმა ასლან თავდგირიძემ.

http://www.moecs.ge

Posted in მშვილდოსნობა | Tagged: | Leave a Comment »