სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for August, 2009

ძიუდოისტებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი კრახით დასრულდა

Posted by amikoshka on August 31, 2009

imgჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დასრულებული ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები ძალზე წარუმატებელად დაბრუნდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცერთი სინჯის მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. ყველაზე უკეთესი შედეგი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნესტორ ხერგიანს ჰქონდა, რომელმაც მე-3 ადგილისათვის იჭიდავა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. პირველი გუნდური ადგილი მამაკაცებს შორის 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით სამხრეთ კორეის ნაკრებმა მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელს – ნესტორ ხერგიანი (60 კგ), ზაზა კედელაშვილი (66 კგ), დავით ქევხიშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი (+ 100) და გოგონათა შორის ნინო ოძელაშვილი (-78) იცავდნენ.

სამეულში მოხვედრის ყველაზე რეალური შანსი მსოფლიოს მოქმედ ვერცხლის პრიზიორს, ნესტორ ხერგიანს (60 კგ) მიეცა, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ – ზაზა კედელაშვილი (66 კგ), დავით ქევხიშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ).

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან, მონტენეგროსთან, ირანთან და სლოვაკეთთან ერთად 32-ე_36-ე ადგილები გაინაწილა. საქართველოს ნაკრები სამშობლოში 1 სექტემბერს ჩამოფრინდება

http://www.SPORTANDYOUTH.ge

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიოს ჩემპიონატს იწყებენ

Posted by amikoshka on August 31, 2009

imgსექტემბერს ჩინეთის ქალაქ ნინგბოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჭადრაკში . ჩემპიონატში მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებები და მათ შორის 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი – საქართველოს ნაკრები მიიღებენ მონაწილეობას. პირველობა წრიული სისტემით ჩატარდება და ერთმანეთს მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალთა გუნდი დაუპირისპირდება.

1.ჩინეთი -1 2490

2.საქართველო 2474

3.რუსეთი 2471

4.უკრაინა 2444

5.ინდოეთი 2390

6.პოლონეთი 2378

7.სომხეთი 2372

8.ამერიკა 2372

9.ჩინეთი – 2 2356

10.ვიეტნამი 2177

ქვეყნის ღირსებას დაიცავს 2008 წლის დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი:

მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი.გუნდის კაპიტანი : ნინო გურიელი

მწვრთნელები: ზურაბ სტურუა და დავიდ არუთინიანი.

ჩემპიონატზე თამაშები გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით – 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ კი 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. მოჭადრაკეები ფედერაციის პრეზიდენტ – გია გიორგაძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ჭადრაკის სასახლეში ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ნაკრების წევრებს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომაროს მოადგილე – გია გალდავამ წარმატებები უსურვეს.

WWW.SPORTSANDYOUTH.ge

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს A დივიზიონის გზაზე ბელარუსის ძლევაღა დარჩა

Posted by amikoshka on August 31, 2009

სასწაული არ მოხდა – შვედეთმა ვერ მოუგო ლუქსემბურგს 110 ქულაზე მეტით და ბურთების შეფარდებაში ვერ გადაასწრო საქართველოს. შესაბამისად, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ყველა ვარაუდობდა: საქართველოს მეტოქე A დივიზიონში გადასასვლელ საპლეიოფო შერკინებაში ბელარუსი იქნება, ხოლო მეორე წყვილი შვედეთმა და მონტენეგრომ შეადგინეს.

B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, რომელშიც საქართველო არ თამაშობდა, შვედეთმა ლუქსემბურგი 97:40 დაამარცხა და ყველაფერი ოფიციალურად გადაწყდა. საქართველომ C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო შვედეთი საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდა პლეი ოფში. სკანდინავიელებმა მხოლოდ ერთი მარცხი განიცადეს, ხოლო A და B ჯგუფებში მეორე ადგილების დამკავებელ ჰოლანდიასა და შვეიცარიას 3–3 წაგება აღმოაჩნდათ და ისინი პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.

პლეი ოფში გუნდები ჯგუფებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდნენ. ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები ბოლო, ანუ მეოთხე ადგილზე მყოფს უნდა შეხვედროდა, ხოლო მეორე – მესამეს. საპლეიოფო ცხრილის გამარჯვებული მონტენეგრო გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა. პლეი ოფში გასულ დანარჩენ 3 გუნდს კი ერთნაირი ქულები აღმოაჩნდათ – საქართველომაც, შვედეთმაც და ბელარუსმაც თითო მატჩი წააგეს. აქ საუკეთესო ჩაგდებულ–მიღებული ბურთების მიხედვით გაირკვა და ამ მაჩვენებელში საქართველომ დანარჩენ ორს აჯობა. მესამე ადგილზე შვედეთი დაჯდა, ხოლო მეოთხეზე ბელარუსი.

მონტენეგრო 8 8 0 +189 16

საქართველო 8 7 1 +189 15

შვედეთი 8 7 1 +136 15

ბელარუსი 8 7 1 +74 15

http://www.GBF.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

“უშბას” ტურნირი ბილიარდში დასრულებულია

Posted by amikoshka on August 31, 2009

20806ბათუმის საბილიარდო კლუბში “უშბას” მიერ ორგანიზებული ტურნირი დასრულდა. ტურნირი ორ სახეობაში – ე. წ. რუსულ ბირლიარდსა და პულში მიმდინარეობდა.

ფინალური თამაშები ორივე სახეობაში დღეს ჩატარდა. თითოეულ სახეობაში 16-16 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, როგორც მოყვარულები, ასევე ტიტულოვანი მობილიარდეებიც იყვნენ. ტურნირი სამ დღეს გაგრძელდა.

რუსული ბილიარდის ფინალში ერთმანეთს საქართველოს სამგზის ჩემპიონი დავით ფიფია და მანუჩარ მოწყობილი შეხვდნენ, ხოლო პულში ისევ დავით ფიფია და ლევან თამასიძე. გამარჯვებულები თასებით, ფულადი პრემიითა და “უშბას” პროდუქციით დააჯილდოეს.

ტურნირი კომპანია “უშბამ” საქართველოს მასშტაბით წელს პირველად ჩაატარა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხადრაჭერით.

კომპანია მომავლისთვის ბილიარდის ტურნირის ფართო მასშტაბით ჩატარებას გეგმავს.

http://www.ADJARATV.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ფოთის ”კოლხეთი” 0 – 0 ბათუმის ”დინამო”

Posted by amikoshka on August 31, 2009

Capture

30 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩები. ბათუმის ”დინამო” სტუმრად ფოთში ადგილობრივ ”კოლხეთს” დაუზავდა, ანგარიშით 0:0.  ქუთაისში,ერთმანეთს ადგილობრივი “ტორპედო2008” და ჭიათურის “მაღაროელი” დაუპირისპირდნენ. ქუთათურებმა მეტოქე 8:1 გაანადგურეს. რაც შეხება მესამე მატჩს. საჩხერის ”ჩიხურამ” შინ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა მარტვილის ”მერანს”. დღეს მეორე ტურის დარჩენლი ხუთი მატჩი გაიმართება.

კოლხეთი (ფ)-ბათუმი 0:0

კოლხეთი: გ. შენგელია, თურქია, ნარსია, ფარცვანია, გელაჭეიშვილი, ლ. გვალია (66. აბურჯანია), ჯოჯუა, მალიჩავა (85. ლ. თედიაშვილი), დ. სიჭინავა, ციცხვაია, წიქარიშვილი (77. ჯ. ავალიშვილი).

სათადარიგოები: ჩემია, ცხვიტარია, გულუა, გოგონაია

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

დინამო: თ. კაკალაძე, ფარტენაძე, რამიშვილი, თედორაძე, სამსეიშვილი, გ. გოგიტიძე, ზვ. ლობჟანიძე (20. ზოიძე), ბერიძე, ბოხუა, დემურაძე (69. გრიგალაშვილი), ტუღუში (56. ბეჟანიძე).

სათადარიგოები: ლ. კალანდაძე, გოგიტაური, ხუხია, მამინაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე

გაფრთხილება: სამსეიშვილი, ფარტენაძე

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

სამხრეთ აფრიკა 2010: საქართველო – იტალია

Posted by amikoshka on August 30, 2009

Capture ბილეთები 1 სექტემბრიდან გაიყიდება

5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მორიგ შეხვედრას ჩაატარებს: ჩვენი გუნდი თბილისში მსოფლიოს ჩემპიონ იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს.

ამ მატჩზე დასასწრები ბილეთები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სარალოებში 1 სექტემბრის 11 საათიდან გაიყიდება. 10 სალარო 11 საათიდან 18 საათამდე იმუშავებს, მატჩის დღეს, 5 სექტემბერს კი გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა თამაშის დაწყებამდე ანუ 22 საათამდე შეეძლებათ.

გაიყიდება შემდეგი ფასის ბილეთები: 7.766 ცალი 7-ლარიანი ბილეთი, 16.144 ცალი 10-ლარიანი ბილეთი, 12.797 ცალი 15-ლარიანი ბილეთი, 7.199 ცალი 25-ლარიანი ბილეთი და 2.500 ცალი 30-ლარიანი ბილეთი.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ქართველებმა იზმირი ”დაიპყრეს”

Posted by amikoshka on August 30, 2009

Capture

ქართველი მოჭადარაკეების სრული ჰეგემონიით დასრულდა იზმირის საერთაშორისო ღია ტურნირი ჭადრაკში.

შესანიშნავად იასპარეზა წალენჯიხელმა დიდოსტატმა კოკა შანავამ.  გამარჯვებულმა 9–დან 8 ქულით (7 გამარჯვება და 2 ყაიმი) ერთპიროვნულად დაიკავა 1 ადგილი.

გვასახელეს ჩვენმა გოგონებმაც…

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და 7,5 ქულით შესაბამისად II-V ადგილები გაინაწილეს:

II – თამარ წერეთელმა (ს/დ;2365) – 1 ადგილი ქალთა ჩათვლაში

IV – ბელა ხოტენაშვილმა (2402) ––2 ადგილი ქალთა ჩათვლაში

დანარჩენმა ქართველმა მოჭადრაკეებმაც წარმატებით იასპარეზეს.

გთავაზობთ ტექნიკურ შედეგებს:

6.ივერი ჭიღლაძე (ს/ო,2418) – 7 ქულა

7.გაიოზ ნიგალიძე (ს/ო,2461) – 7 ქულა

9.მახო სულაშვილი (ს/ო,2456) – 7 ქულა

12. დავით მაღალაშვილი (ს/ო,2490) – 7 ქულა

16. დავით ლომსაძე (2349) –5 ქულა

17. მაკა ფურცელაძე (ს/დ,2362) –6,5 ქულა – ქალთა შორის III ადგილი

23. დავით ჯოჯუა (ს/დ, 2516) –6 ქულა

24. შოთა აზალაძე (ს/ო,2438) – 6 ქულა

57. ნინო ბაციაშვილი (ს/დ,2316) – 5,5 ქულა

82. ბაჩანა მორჩიაშვილი (ს/ო,2411) –5 ქულა.

http://www.GCF.org.ge

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

შავი ზღვისპირა ”დერბი”

Posted by amikoshka on August 30, 2009

დღეს საქართველოს 2009/2010 XXI-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის 3 მატჩი გაიმართება. ერთ დროს, უმაღლესი ლიგის შავი ზღვისპირული დერბი ”კოლხეთი” (ფოთი) – ”დინამო” (ბათუმი) ახლა პირველ ლიგაში გაიმართება.

”კოლხეთი” (ფოთი) – ”დინამო” (ბათუმი)

”ჩიხურა” (საჩხერე) – ”მერანი” (მარტვილი)

”ტორპედო2008” (ქუთაისი)-  ”ჭიათურა”

31 აგვისტო

”IBSU” (თბილისი) – ”მეშახტე”

მერცხალი-მესხეთი

კოლხეთი ხ.-ჰერეთი

ნორჩი დინამოელი-გურია

35 საფ. კლუბი ისვენებს

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

საქართველომ ”სპარტაკს” ანანიძე ”წაართვა”

Posted by amikoshka on August 28, 2009

მოსკოვის ”სპარტაკის” 16 წლის ნახევრამცველი ჯანო ანანიძე 31 აგვისტოს თბილისში იქნება. ექტორ კუპერმა, ანანიძე, იტალიასთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპინატის შესარჩევი და ისლანდიასთან ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა. ამის შესახებ რუსულ პრესასთან საუბარში ჯანოს მამამ, ამირან ანანიძემ განაცხადა. უფრო ადრე მანვე განაცხადა, რომ ჯანო არ მიიღებდა რუსეთის მოქალაქეობას და საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა.

მალტა-საქართველოს ამხანაგური მატჩისთვის ანანიძე არ ჩამოვიდა. ჯანომ თავისი არყოფნა ახლაგაზრდული ასაკით ”გაამართლა”. ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსული მხარე ცდილობს გადაიბიროს ნიჭიერი ახალგაზდრა და რუსეთის ნაკრებში თამაშზე დაიყოლიოს.

როგორც ამირან ანანიძემ განაცხადა, ”სპარტაკის” ხელმძღვანელობასთან საუბარში ყველა პრობლემა მოგვარდა, ხოლო ”სახალხო” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა განაცხადა, რომ მისთვის სულ ერთია რომელ ნაკრებში ითამაშებს ანანიძე, მთავარია მისი პროგრესი არ შეჩერდეს და მალე მოახერხოს ძირითად გუნდთან შერწყმა.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

”ადელი” 1 – 3 ”ტორპედო”

Posted by amikoshka on August 26, 2009

9B6E4104-B171-4ADB-9BAF-D88C73D5438528დღეს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური, მეორე დღის მატჩები. ბათუმის ”ადელმა” ქუთაისის ”ტორპედო 2008”-ს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს:

შავი ზღვის უნივერსიტეტი-სპარტაკი 0:2

ნ.დინამო-სიონი 1:2

ადელი-ტორპედო 1:3

ჰერეთი-ლოკომოტივი 1:2

მერცხალი-ჭიათურა 2:1

გურია-ბაია 1:3

მეშახტე-სამტრედია 0:2

16-სექტემბერს:

დუშეთი-გაგრა

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »