სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for September, 2009

სიჭინავა სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა

Posted by amikoshka on September 30, 2009

post-68-1253983022საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის წინა დღეს – 30 სექტემბერს პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა – ზვიად სიჭინავამ, ალექსანდრე ჩივაძესთან, მურთაზ ხურცილავასთან, გია ფირცხალავასთან და რევაზ ჩელებაძესთან ერთად, ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში მდებარე საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრამ მედიის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ზვიად სიჭინავამ ყურადღებით მოისმინა ინფორმაცია იმ ძირითადი პრობლემების შესახებ, რაც ჟურნალისტთა თქმით, დღეისათვის ყველაზე მეტად აქტუალურია როგორც მათი მუშაობისათის, ასევე ზოგადად ქართულ ფეხბურთისათის.

სიჭინავა მხარეებს შორის ცივილიზებული ურთიერთობის მომხრეა. მისი განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ფედერაციის პრესსამსახურს უფრო მოქნილ სტრუქტურად აქცევს. მისი თქმით, გამჭვირვალეობა აუცილებელია და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ფედერაციაში მუშაობის დაწყებისთანავე შეეცდება მასმედიასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს.

მან ისიც აღნიშნა, რომ მზად არის ჟურნალისტების წინაშე კვირაში ერთხელ წარსდგეს და როგორც გაკეთებულ საქმეებზე, ასევე, პრობლემებზე ისაუბროს. სიჭინავამ ქართულ მედიის წარმომადგენლებს აღუთქვა, რომ ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩების დროს, ისინი უცხოელ ჟურნალისტებზე უარეს პირობებში არ აღმოჩნდებიან, როგორც ეს არერთხელ მომხდარა. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხზეც, რომ ჯანსაღი კრიტიტიკაც აუცილებელია, თუმცა ჩასაფრებულის პოზიციიდან მოქმედებისაკენ ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სხვა, ქართული ფეხბურთისათის მწვავე საკითხევიც დაისვა, როგორებიცაა სტადიონების პრობლემა, საფეხბურთო ტრადიციების ქალაქებში ფეხბურთის დაღმასვლა, პროფესიონალი მსაჯებისა თუ კვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, შეხვედრამ ლამის 2 საათამდე გასტანა.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

”კუპერის სია” ჩერნოგორიათსან და ბულგარეთთან მატჩისათვის

Posted by amikoshka on September 29, 2009

hector_cuper2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენს ნაკრებს ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ორივე სტუმრად – 10 ოქტომბერს ჩერნოგორიაში, 14-ში კი ბულგარეთში. ამ მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ კუპერმა შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა: მეკარეები – გიორგი ლომაია (ინტერი, აზერბაიჯანი), გრიგოლ ბედიაშვილი (ვიტ ჯორჯია), ზურაბ მამალაძე (ზესტაფონი); მცველები – კახა კალაძე (მილანი, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (ნიუკასლი, ინგლისი), გიორგი ფოფხაძე (ვიბორგი, დანია), ამირან სანაია (ლე მანი, საფრანგეთი), გურამ კაშია (დინამო), უჩა ლობჟანიძე (ზესტაფონი), ალექსანდრე კვახაძე (ვიტ ჯორჯია); ნახევარმცველები – ლევან კობიაშვილი, ლევან ყენია (ორივე შალკე, გერმანია), ლევან ცქიტიშვილი (უკლუბოდ), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია), დავით ოდიკაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე (ორივე დინამო), ლუკა რაზმაძე, ჯაბა ლიპარტია (ორივე ვიტ ჯორჯია); თავდამსხმელები – ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), ლევან მჭედლიძე (პალერმო, იტალია), ლადო დვალიშვილი (მაქაბი ჰაიფა, ისრაელი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი).  ნაკრებში პირველადაა ”ვიტ ჯორჯიას” ფორვარდი ჯაბა ლიპარტია. ჩერნოგორიაში არ ჩავა ”შალკეს” ნახევარმცველი ლევან ყენია, რომელიც 9 ოქტომბერს ირლანდიაში (საკვალიფიკაციო მატჩი), 21-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება, ეროვნულ გუნდს კი მეორე დღეს შეუერთდება და მზად იქნება ბულგარეთთან სათამაშოდ. ჩერნოგორიულ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ლევან კობიაშვილიც. ნაკრების ვიცე-კაპიტანს 10 ოქტომბრის მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გაუცდება, თუმცა გუნდთან ერთად იქნება და ბულგარეთთან შეხვედრისთვის მოემზადება. ეროვნული ნაკრები ამ მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბრიდან, ტექნიკურ ცენტრ ”ბასაში” შეუდგება.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | 2 Comments »

მანუჩარ ცხადაიას მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი დააკარგინეს

Posted by amikoshka on September 28, 2009

imgქალაქ ჰერნინგში დასრულდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 27 სექტემბერს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი – მანუჩარ ცხადაია 66 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვს შეხვდა. მსაჯების აშკარა უსამართო გადაწყვეტილების შედეგად, ქართველი მოჭიდავე 0:2 (0:1, 0:1) დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მსაჯებმა სადაო გადაწყვეტილება მეორე პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მიიღეს, როდესაც პარტერში ცხადაიამ თავის დაცვა შეძლო, თუმცა ხალიჩის მთავარმა მსაჯმა მანსუროვს მომგებიანი ქულა მაინც მიანიჭა და ქართველთა პროტესტისა და გულშემატკივრის აშკარა უკმაყოფილების შედეგად, საბოლოო გამარჯვება აზერბაიჯანელ სპორტსმენს დარჩა. ფინალში გასვლამდე ცხადაიამ ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელი – ამბაკო ვაჩაძე დაამარცხა, მეოთხედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ფინელი იუჰა ილტუნენის წინააღმდეგობა დაძლია, მერვედფინალში უნგრელ ტამაშ ლორინცს აჯობა, ჩემპიონატზე ჭიდაობა კი ჩეხი ტომას სობეჩკის ძლევით დაიწყო. სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩნენ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სხვა წევრები. მედალთან ყველაზე ახლოს ბადრი ხასაია (84 კგ) გახლდათ, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრა დათმო ირანელ სპორტსმენთან, გურამ ფერსელიძემ (120), რამაზ ნოზაძემ (96), მანუჩარ კვირკველიამ (74), რევაზ ლაშხმა (66 კგ) და გოდერძი დავითაძემ (55) კი საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლა ვერ შეძლეს.

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ცხრილი და მე-7 ტურის განრიგი

Posted by amikoshka on September 28, 2009

მე-6 ტურის შეხვედრების შედეგები:

კოლხეთი ხ.-35 საფ. კლუბი 2:1

ჩიხურა-დინამო ბათ. 1:2

ნორჩი დინამოელი-მესხეთი 3:1

გურია-ჰერეთი 3:1

სექტემბერი, კვირა

მერცხალი-კოლხეთი ფ. 2:3

ტორპედო2008-მეშახტე 7:0

ჭიათურა-მერანი 0:1

IBSU ისვენებდა

cxriliganrigi

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

მგელაძემ ბათუმელები სენსაციაზე დაგეშა

Posted by amikoshka on September 28, 2009

ვის.ყოჩები-ბათუმი XV 7:12

477833abb959

ვისოლი ყოჩები (15-9) ბ.კობახიძე, გეგენავა, პ.მაისურაძე, ადანაია, ნიჟარაძე, ძაგნიძე, მახარაშვილი (ბეგაძე 75), (1-8) ასეიშვილი (მამიკაშვილი 68), ბრეგვაძე (ბარბაქაძე 68), კიკნაველიძე (ჭავჭავაძე 49), არჩუაშვილი, მეტრეველი (ბელაშვილი 54), ტრაპაიძე (დგებუაძე 49), კალმახელიძე, კ.კობახიძე.

ლ: ასეიშვილი. გ: კ.კობახიძე.

ბათუმი XV (15-9) ს.ევგენიძე (ბ.ევგენიძე 5), სვინტრაძე (ოქროპირიძე 78), აშვეთია, ხონელიძე, ცისკარიშვილი, ნინიძე, კიკაჩეიშვილი. (1-8) ღლონტი (შენგელია 65), აბესლამიძე, მოქია (დუმბაძე 78), კუნჭულია, ბერიძე, გუგუშვილი, თხილაშვილი, სირბილაძე.

3ს,ა: ნინიძე.

მსაჯი: ჟერომ ლამირანი (საფ)

თამამად შიძლება ითქვას, საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფის გასავარდნი ფინალი სენსაციურად დასრულდა. ”ვისოლი ყოჩებმა”, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ვერაფერი გააწყო ”ბათუმი XV”-სთან – 7:12 და წინასწარ ფინალში დაუთმო გზა.

რეგულარულ გათამაშებაში ამ გუნდების ორივე შეხვედრა ”ვისოლი ყოჩების” გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ორივემ ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვა და უპირატესობა თბილისურ გუნდს სწორედ იმიტომ მიენიჭა, რომ ურთიერთშეხვედრებში ჰქონდა უკეთესი მაჩვენებელი. გასავარდნი ფინალი თბილისში სწორედ ამიტომ გაიმართა.

რაკიღა სტატისტიკა ”ვისოლი ყოჩების” უპირატესობას გვამცნობდა, სავარაუდო იყო, რომ მატჩიც მათივე სასარგებლოდ დასრულდებოდა, მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდნენ ბათუმელთა მწვრთნელი ლევან მგელაძე და მისი დამოძღვრილი მორაგბეები.

არადა, ბათუმელებს თამაშის დასაწყისი კარგს არაფერს უქადდა. თბილისელების პირველივე შეტევა ლელოთი დასრულდა. თავი ”ვისოლი ყოჩების” შერკინების ბურჯმა კარლენ ასეიშვილმა გამოიჩინა. მატჩის მესამე წუთი მიმდინარეობდა, როცა მან ბურთი მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში მიიღო, პირდაპირ მეტოქისკენ დაიძრა, დაცვის ხაზი გაჭრა და ლელოში შეაღწია. გარდასახვა გუნდის ვეტერანმა კახა კობახიძემ ზუსტად დაარტყა – 7:0.

ეს გამარჯვების მისაღწევად სერიოზული განაცხადი იყო. ”ვისოლი ყოჩების” კიდევ ერთმა ვეტერანმა ემზარ ძაგნიძემ ორჯერ არეკნით სცადა მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ.

651a05afc16f

ვაკეში, ”ლოკომოტივის” სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები ბათუმელთა გუნდის ”განადგურებას” ელოდნენ. მათ სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ საწყის წუთებში განცდილმა წარუმატებლობამ ისინი არ გატეხა. თანაც ბათუმელებს საკმაოდ მრავალრიცხვოვანი, კარგად ორგანიზებული ქომაგთა ჯგუფი უჭერდა მხარს.

ქომაგების ორგანიზებულობამ, გუნდის თამაშზეც იმოქმედა. ბათუმელებმა დაცვაში შესაშური თავდადებით იბრძოლეს. თამაშის ბოლომდე შეცდომა თითქმის არ დაუშვიათ და მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცეს. კონტრშეტევებს საკმაოდ მწვავედ ახორციელებდნენ და ცდილობდნენ ”ყოჩების” ყველა შეცდომა მაქსიმალურად გამოეყენებინათ.

ბათუმელებმა 31-ე წუთისთვის ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ორი საჯარიმო ზუსტად დაარტყა მათმა მგეზავმა მამუკა ნინიძემ, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, ამ მატჩის გმირი და საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის აღმოჩენაა.

”ჩეჩენამ” იმდენი მოახერხა, თავისიანები ტაიმის მიწურულს 48 მეტრიდან დიდოსტატურად დარტყმული არეკნით დააწინაურა კიდეც – 9:7. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

წინ კიდევ ორმოცი წუთი იყო და დაძაბული, უშეღავათო ბრძოლა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. გუნდები ვერც უხვქულიანობით დაიკვეხნიან. ორქულიანი უპირატესობა თამაშის 73-ე წუთამდე შენარჩუნდა და დაწინაურება ისევ ბათუმელებმა მოახერხეს. საჯარიმოდან ისევ ნინიძემ დაარტყა ზუსტად – 12:7.

დარჩენილ შვიდ წუთში გამარჯვების მისაღწევად ”ვისოლი ყოჩებს” ან ორი საჯარიმო უნდა გაეტანა, ანდა თუნდაც ერთი ლელო გარდასახვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მატჩი ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ რადგან უპირატესობა ლელოებით თბილისელებს ჰქონდათ, გამარჯვებულადაც ისინი გამოცხდდებოდნენ.

ბათუმელებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და მეტოქეს წარმატების მიღწევის შანსიც კი არ მისცეს. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს და ახლა არანაკლებ მძიმე ბრძოლა წინასწარ ფინალში ”ლოკომოტივთან” ელით.

3 ოქტომბერი

წინასწარი ფინალი

ლოკომოტივი-ბათუმი XV

“ლელო ”
# 229
28 სექტემბერი, ორშაბათი, 2009 წელი

Posted in რაგბი | Tagged: | 1 Comment »

”ჩიხურა” საჩხერე 1 : 2 ”დინამო” ბათუმი

Posted by amikoshka on September 27, 2009

dinamoგაიმართა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-6 ტურის მატჩები. ბათუმის ”დინამომ” გასვლით შეხვედრაში საჩხერის ”ჩიხურა” დაამარცხა, ანგარიშით 2:1. მომავალ შეხვედრას ბათუმის ”დინამო” შინ, პირველი ლიგის ლიდერთან, ქუთაისის ”ტორპედო2008”-თან 3 ოქტომბერს გამართავს.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | 1 Comment »

ჭაბუკ მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

Posted by amikoshka on September 27, 2009

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუსეთის ქალაქ ანაპაში, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

 ევროპის ჩემპიონატი 1995-96 წელს დაბადებულ ახალგაზრდა მოკრივეთა შორის გაიმართება. ქართველი ჭაბუკი მოკრივეები 7 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

ახალგაზრდა მოკრივეებმა საწვრთნელი შეკრება თბილისში გაიარეს, რის შედეგადაც ნაკრები დაკომპლექტდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბათუმელი გიორგი ამაღლობელიც იასპარეზებს.

ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ეროვნული გუნდი კარგადაა მომზადებული და ქართველი მოკრივეები ჩემპიონატზე საპრიზო ადგილებისათვის იბრძოლებენ.

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ბათუმში დღეს სარაგბო კლუბ “ბათუმი 15”-ის ფანკლუბი შეიქმნა

Posted by amikoshka on September 27, 2009

ბათუმში სარაგბო კლუბ “ბათუმი 15”-ის ფანკლუბი შეიქმნა. ფანკლუბი ბათუმის მერიისა და ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით დაარსდა.

ფანკლუბში ამ დროისათვის 120 წევრია. ისინი “ბათუმი 15”-ის ყველა თამაშს დაესწრებიან და უქომაგებენ გუნდს. ფანკლუბის წევრებს სპეციალური მაისურები გადაეცათ, რომელზეც კლუბის გერბია გამოხატული.

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

ფედერაციის ”პარტიული” არჩევნები

Posted by amikoshka on September 26, 2009

post-68-1253983022ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტობის მსურველთა კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა.
ზვიად სიჭინავას გარდა, რომელმაც თავისი კანდიდატურა რამოდენიმე დღის წინ წარადგინა, პრეზიდენტობის მსურველი ფეხბურთის ფედერაციაში არ გამოცხადებულა. ამდენად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ცნობილია, დღეს თავისი კანდიდატურის წარდგენას ნიკოლოზ ლეკიშვილი გეგმავდა, თუმცა, მან რამდენიმე საათის წინ გადაწყვეტილება შეცვალა.
ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში მონაწილე ერთადერთ კანდიდატს ზვიად სიჭინავას, 31 დელეგატიდან 16 დაუჭერს მხარს, ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდება.
როგორც ზვიად სიჭინავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის ფედერაციის პრეზიდენტი გახდება, მისი საქმიანობის პრიორიტეტები საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება, სტადიონების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, შიდა და ბავშვთა ჩემპიონატების განვითარება, მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და საქართველოს მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაცია იქნება.

Posted in ფეხბურთი | Leave a Comment »

“აზარაშვილის თასზე” ქართველმა მძლეოსნებმა იყოჩაღეს

Posted by amikoshka on September 25, 2009

imgთბილისში, ეროვნულ სტადიონზე დასრულდა სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის
მაია აზარაშვილის სახელობის 1 დღიანი საერთაშორისო ღონისძიება – “მაია აზარაშვილის თასი”. 
ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობა უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის
მძლეოსნებმა მიიღეს. გამარჯვებულები, რომლებსაც 350-350 ლარი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ,
13 დისციპლინაში გამოვლინდნენ.

შეჯიბრების ორგანიზატორები  საქართველოსა და საერთაშორისო მძლეოსნობის ფედერაციები გახლდნენ. ღონისძიებაში  ასევე მონაწილეობდნენ:  მინერალური წყლები ” ბონაკუა”, სპორტული მაღაზია
“ექსტრემსპორტი” და ბ. პაიჭაძის სახელობი ეროვნული სტადიონი.     
                                                                                                                                                                                                                            
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პირველად ჩატარდა განახლებულ სატადიონზე, თანამედროვე  და  ახალი
ინვენტარით, შედეგები პირველად დაფიქსირდა ელექტრონული წამზომითა და ფოტოფინიშით, რაც
ქართული მძლეოსნობისათვის განსაკუთრებული სიახლეა.

საერთაშორისო ტურნირი – მაია აზარაშვილის თასი. 25 სექტემბერი 2009, ეროვნული სტადიონი

კაცები

110 მ თარჯრბენი

1. დავით ილარიანი        13.72     (საქართველო)
2. ალექსანდრე შაგოვი  14.11     (უკრაინა)
3. ბესიკ ხუსკივაძე          18.67      (საქართველო)

100 მეტრი

1. ვალენტინ ბულიჩევი      10.79  (აზერბაიჯანი)
2. ენდრიკ ზილბერშტეინი 11.21  (საქართველო)
3. ტარონ ხაჩატურიანი        11.32  (სომხეთი)

imgCAM8E3U5

400 მეტრი

1. ენდრიკ ზილბერშტეინი   48.46  (საქართველო)
2. ვილენ ვარდანოვი              49.16  (სომხეთი)
3. იბრაგიმ ახმედოვი            49.72   (აზერბაიჯანი)

800 მეტრი

1. თენგიზ ღვინჯილია       1.54.26   (საქართველო)
2. ანდრანიკ მარტინიანი   1,54.66   (საქართველო)
3. ნამიკ ასადოვი                  1,55.04    (აზერბაიჯანი)

1500 მეტრი

1. გიგლა ზილბერშტეინი  4.02.93  (საქართველო)
2. აშოტ აირაპეტიანი          4.03.64  (სომხეთი)
3. დავით ხარაზიშვილი     4.20.96  (საქართველო)

3000 მ წინაღობები

1. გიგლა ზილბერშტეინი  10.12.25 (საქართველო)
2. გიორგი შეკრელიძე         10.19.56 (საქართველო)
3. შალვა ნადირაძე               11.18.26 (საქართველო)

სიგრძეზე ხტომა

1. არსენ სარგისიანი       7.36   (სომხეთი)
2. აგილ ფაშაევი               7.25   (აზერბაიჯანი)
3. ლაშა ღულელაური    7.24   (საქართველო)

სიმაღლეზე ხტომა

1. ტურან ბაბაევი         2.05  (აზერბაიჯანი)
2. აგილ ფაშაევი            2.00   (აზერბაიჯანი)
3. ზურაბ გოგოჭური   1.95   (საქართველო)

ქალები

100 მეტრი

1. სალომე აბშილავა   13.24  (საქართველო)
2. სალომე სირაძე        13.58  (საქართველო)
3. სოფო ჩალაშვილი   13.69  (საქართველო)

400 მეტრი

1. გაიანე უსტიანე                 1.00.57  (საქართველო)
2. სოფო ჩალინგარაშვილი 1.06.02  (საქართველო)
3. ნესტან ირემაძე                 1.08.74  (საქართველო)

800 მეტრი

1. თინათინ პაპუაშვილი  2.27.54  (საქართველო)
2. ანა სამადაშვილი           2.29.60  (საქართველო)
3. ხატია სოსელია               2.37.74  (საქართველო)

1500 მეტრი

1. თინათინ პაპუაშვილი  5.24.44  (საქართველო)
2. გიული დეკანაძე            4.54.83  (საქართველო)

სიგრძეზე ხტომა

1. სალომე აფშილავა        5.40  (საქართველო)
2. მაია გოგოლაძე              5.25  (საქართველო)

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »