სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for October, 2009

ქალთა ნაკრები ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

Posted by amikoshka on October 29, 2009

naslov_eng

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ისრაელს შეხვდა და თეთრი ფიგურებით 3:1 მოუგო. ვაჟთა ნაკრებმა კი 1.5:2:5 წააგო რუსეთის ნაკრებთან. ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც  დამარცხება არა აქვს.
ქართველი მოჭადრაკეები 12 ქულით პირველ-მეორე ადგილს რუსეთის ნაკრებთან იყოფენ. მე-8 ტურში ჩვენი მოჭადრაკეების მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება, რომელიც შედეგიანობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა, რადგან უკვე სამი წაგება დაუგროვდა. მე-8 ტურში ვაჟების მეტოქე ისრაელია.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ნოვი სადი (სერბეთი). მე-7 ტური
კაცები

რუსეთი – საქართველო                         2.5:1.5
პიოტრ სვიდლერი-ბაადურ ჯობავა         0.5:0.5
მიხეილ მჭედლიშვილი-ალექსანდრ მოროზევიჩი0:1
ევგენი ალექსეევი-ლევან ფანცულაია    0.5:0.5
მერაბ გაგუნაშვილი-ევგენი ტომაშევსკი0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა

11 – რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი.
10 – უკრაინა, პოლონეთი, ჰოლანდია.
9 – უნგრეთი, ესპანეთი, საქართველო, შვეიცარია, ისრაელი.
8 – საფრანგეთი, გერმანია, სერბეთი 1, რუმინეთი, დანია ჩეხეთი.
7 – სლოვენია, ინგლისი, საბერძნეთი, ავსტრია, ნორვეგია.
6 – ჩერნოგორია, ბულგარეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი 2, მაკედონია, ლიტვა.
5 – თურქეთი, ფინეთი, იტალია.
4 – ისლანდია, ბელგია, უელსი.
3 – ლუქსემბურგი.
2 – შოტლანდია.
1 – მონაკო.

ქალები
ისრაელისაქართველო                        1:3
ბელა იგლა  – ნანა ძაგნიძე                         0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი – ელა პიტამი            1:0
ოლგა ვასილევა  – სოფიკო ხუხაშვილი  0.5:0.5
ბელა ხოტენაშვილი – მაია პორატი           1:0

სატურნირო მდგომარეობა

12 – რუსეთი, საქართველო.
10 – სომხეთი, ჩეხეთი, უკრაინა.
9 – აზერბაიჯანი.
8 – სლოვენია, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ესპანეთი, ისრაელი, ბულგარეთი.
7 – პოლონეთი, ჰოლანდია, უნგრეთი, გერმანია.
6 – იტალია, ხორვატია, ჩერნოგორია.
5 – სერბეთი, ავსტრია.
4 – ინგლისი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი.
3 – ნორვეგია, ფინეთი.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | 1 Comment »

რუსეთი დამარცხებულია, ფინალში იტალია გველის

Posted by amikoshka on October 29, 2009

საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრები12:8 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონობისთვის ქართველი 19-წლამდელები 31 ოქტომბერს იტალიელ თანატოლებს შეერკინებიან. იტალიელებმა ნახევარფინალში ესპანეთი 40:10 გაანადგურეს.
ახალგაზრდა ”ბორჯღალოსნებმა” ევროპის ჩემპიონატზე თამაში, სადაც სულ 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, პირდაპირ მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყო. პირველი მატჩი ქართველებმა გერმანიასთან გამართეს და 34:3 დაამარცხეს. ამრიგად, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში 31 ოქტომბერს საქართველოსა და იტალიის 19-წლამდელი ნაკრებები წარდგებიან

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სომხეთიდან 11 მედლით დაბრუნდნენ

Posted by amikoshka on October 29, 2009

img.phpსამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ სომხეთის ქალაქ ვანაძორიდან ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავეები. სტეფან სარქისიანის სახელობის ამ ტრადიცულ საერთაშორისო ტურნირზე, წელს მასპინძელ, სომხეთის ნაკრებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, ირანის და რუსეთის (დაღესტანი) გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი და სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სტეფან სარქისიანი, უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელიც მეთხუთმეტე წელია მშობლიურ ქალაქ ვანაძორში მისივე სახელობის თასს ათამაშებს სოლიდური საპრიზო ფონდით. პირველ ადგილზე გასული სპორტსმენებს 3 ათასი დოლარი გადაეცემათ, მეორე ადგილოსნებს 2 ათასი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ფალავნებს ერგებათ 500-500 დოლარი. ჩვენი გუნდიდან ჩემპიონები გახდნენ ბესიკ გოჩაშვილი (55 კგ), ბელდუხ გავაშელიშვილი (96) და დავით ოთიაშვილი (120), ვერცხლის მედლები გელა საღირაშვილს (74) და გიორგი ნიკურაძეს (120) ერგოთ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლადო ხინჩეგაშვილს (55), მალხაზ მუზიაშვილს (66), ნიკოლოზ გაგნიძეს (84), არჩილ ქიტიაშვილს (84) და დაჩი ქერაშვილს (96).

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

17-წლამდელებმა შოტლანდიას სძლიეს და ელიტაში გადასვლის შანსი შეინარჩუნეს

Posted by amikoshka on October 23, 2009

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის. მე-10 ჯგუფი. “სტარკს პარკი”. კირკალდი (შოტლანდია)
შოტლანდია – საქართველო 1:2 (1:1)
საქართველო:
ლეგაშვილი, გაგნიძე, ტვილდიანი (მაჭავარიანი, 61), დოლიძე, ყაზაიშვილი, ხოჭოლავა, ჭანტურია, კოშაძე, პარუნაშვილი (არველაძე, 71), სხირტლაძე (ხუბუა, 76), ხარაბაძე.
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
გოლები: 0:1 ჭანტურია (8), 1:1 მაკგრეგორი (40), 1:2 სხირტლაძე (52).
გაფრთხილება: ხოჭოლავა (56), ტვილდიანი (57), იანგი (62), ჭანტურია (77).

მსაჯი: რიჩარდ ტრატცი (სლოვაკეთი).

შოტლანდიაში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი შოტლანდიის 2:1 დამარცხება შეძლო და ელიტ-რაუნდში გადასვლის შანსი შეინაჩუნა.
ელიტაში გადასასვლელად, ქართველმა 17-წლამდელებმა 25 ოქტომბერს კვიპროსელი თანატოლების ძლევა უნდა შეძლონ და მე-10 ჯგუფში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლონ. ფრე ხელს კვიპროსის ნაკრებს აძლევს. ასე რომ, გიორგი დევდარიანის გუნდს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.

კვიპროსიპორტუგალია 1:2

სატურნირო მდგომარეობა
1. პორტუგალია              2 2 0 0 4:1 6
2. კვიპროსი                      2 1 0 1 3:3 3
3. საქართველო 2 1 0 1 2:3 3
4. შოტლანდია                2 0 0 2 2:4 0

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

მოჭადრაკეებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

Posted by amikoshka on October 23, 2009

img.phpსერბეთის ქალაქ ნოვი სადში მოჭადრაკეთა ევროპის მე-17 გუნდური ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ორივე ნაკრებმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა. ვაჟთა ნაკრებმა შავი ფიგურებით  ფინეთს 2,5:1,5 აჯობა. ქალებმა კი ჩეხები დაამარცხეს 3:1.
საინტერესოა, რომ ორივე ნაკრების ლიდერი დამარცხდა. ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ იმარჯვეს, მერაბ გაგუნაშვილი ყაიმს გამორჩა, ხოლო ნაკრების პირველმა ნომერმა ბაადურ ჯობავამ წააგო. ქალებიდან ლელა ჯავახიშვილმა, სოფო ხუხაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა იყოჩაღეს, ჩვენი ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე კი მოულოდნელად დამარცხდა.
ვაჟები მეორე ტურში ისევ შავი ფიგურებით ითამაშებენ, ამჯერად საფრანგეთთან. ქალები კი თეთრი ფიგურებით,  ტურნირზე პირველი რეიტინგის მქონე რუსეთს გაეჯიბრებიან.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატში ჯარისკაცებიც გამოვლენ

Posted by amikoshka on October 23, 2009

img.php24-25 ოქტომბერს „სინათლის“ სტადიონი შვიდკაცა მორაგბეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრში 14 ქართული გუნდი  და აზერბაიჯანის ნაკრები გამოვა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შვიდკაცა რაგბი 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანა ამ სახეობის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
საქართველოს ჩემპიონატში სხვებთან  ერთად შეიარაღებული  ძალების გუდიც ითამაშებს. ჯარისკაცები შვიდკაცა რაგბის ტურნირებში აქტიურად არიან ჩართული და ზაფხულში ქვიშის რაგბის ფესტივალშიც გამოვიდნენ.
ჩემპიონატში კი ძალებს ეს გუნდები ცდიან: „ლოკომოტივი“, „ლელო“, „ყოჩები“, „ბათუმი“, „რუსთავი“, „აია“, „თსუ“, „აკადემია“, „ხულიგანა“, „არმაზი“, „დევები“, „ფოთი“, „ივერია“, „ჯარი“ და აზერბაიჯანის ნაკრები.

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

დავით უსტიაშვილი ”ბათუმის” მწვრთნელად იმუშავებს

Posted by amikoshka on October 22, 2009

B53A8E4B-037E-41F5-91AC-8FB48B9D5B2C6საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ერთ-ერთი ასისტენტი და ახლაგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი, 2009-10 წლების სეზონში ”ბათუმის” მთავარ მწვრთნელად იმუშავებს.

”კლუბის ხელმძღვანელობა დამპირდა, რომ საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი კლუბი გვეყოლება. მალე ბათუმში გავემგზავრები და სიტუაციას ადგილზე გავეცნობი” – განაცხადა უსტიაშვილმა.

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ყვარელი მამაკაც ფრენბურთელთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

Posted by amikoshka on October 21, 2009

img21 ოქტომბერს ყვარელში საქართველოს 2009-2010 წლების საქართველოს 19 ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება ფრენბურთში მამაკაცთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს – “თბილისი”, “ბათუმი”, “ავაზა”, “ცაგერი”, “ყვარელი” და “ქუთაისი”. ჩემპიონატი 2 ტურად ჩატარდება, მეორე ტური 2010 წლის გაზაფხულზე გაიმართება და გამოვლინდება 4 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ფინალურ ეტაპს გაითამაშებენ.

საქართველოს 2009-2010 წლის მე-19 ეროვნული ჩემპიონატი (კაცები)
I ტური
ყვარელი 21-25 ოქტომბერი
21 ოქტომბერი
12.00 თბილისი-ბათუმი
13.30 ავაზა-ცაგერი
15.00 ყვარელი-ქუთაისი
22 ოქტომბერი
12.00 თბილისი-ცაგერი
13.30 ქუთაისი-ავაზა
15.00 ყვარელი-ბათუმი
23 ოქტომბერი
12.00 თბილისი-ქუთაისი
13.00 ცაგერი-ბათუმი
15.00 ყვარელი-ავაზა
24 ოქტომბერი
12.00 თბილისი-ქუთაისი
13.30 ცაგერი-ბათუმი
15.00 ყვარელი-ავაზა
25 ოქტომბერი
12.00 ქუთაისი-ცაგერი
13.30 ავაზა-ბათუმი
15.00 ყვარელი-თბილისი

მთ.მსაჯი         /ი.ჩაჩუა/

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

17-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

Posted by amikoshka on October 21, 2009

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის. 
მე-10 ჯგუფი. “ფორსბანკ სთედიუმი” (სტირლინგი, შოტლანდია)

პორტუგალია – საქართველო 2:0 (1:0)

გოლები: სოუზა ესგაიო (28), ნავალ კოშტა ედუარდო (72 პენ.).

საქართველო: ლეგაშვილი, მაჭავარიანი (ზარნაძე, 66), გაგნიძე, ტვილდიანი, დოლიძე, ყაზაიშვილი (რეხვიაშვილი, 66), ხოჭოლავა, ჭანტურია, კოშაძე, პარუნაშვილი (სხირტლაძე, 51), ხუბუა.

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

გაფრთხილება: სხირტლაძე (73).

მსაჯი: გენადი სიდენკო (მოლდოვა

20 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2010 წლის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში პორტუგალიასთან 0:2 წააგო. შოტლანდიაში, ქალაქ სტირლინგის „ფორსბანკ სთედიუმზე“ გამართულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე ტაიმში თითო გოლი გაუშვეს.

რიკარდო სოუზა ესგაიომ დავით ლეგაშვილის კარი 28-ე წუთე დალაშქრა. მეორე ბურთი პორტუგალიელებმა 72-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გაიტანეს – თავი ნავალ კოშტა ედვარდომ გამოიჩინა. ჩვენივე ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში კვიპროსელმა ფეხბურთელებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და მასპინძელთა ნაკრები 2:1 დაამარცხეს.

საინტერესოა, რომ სქოთები შეხვედრას მაკგრეგორის მიერ 62 წუთზე გატანილი გოლის წყალობით 73 წუთამდე იგებდნენ, მაგრამ ამ დროს ანგარიში სოტირიუმ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი დამატებულ 82 წუთზე ენგლეზუმ გაიტანა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს გაბრაზებულ შოტლანდიელებთან ჩაატარებს.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

პირველი ლიგა. IX ტური

Posted by amikoshka on October 20, 2009

ბათუმის ”დინამო” 1-1  ლანჩხუთის ”გურია”

0:1 გოგიბერიძე (56), 1:1 თედორაძე (90+2. პენ)

დინამო: კაკალაძე, ლ. რამიშვილი (30. ზვ. ლობჟანიძე), თედორაძე, ხუხია, დემურ ფარტენაძე (63. ტუღუში), სამსეიშვილი, ე. გრიგალაშვილი, მ. ჯორბენაძე, ბოხუა, ბაციკაძე (55. ბერიძე).

სათადარიგოები: ზოიძე, მალაზონია, ბეჟანიძე, მამინაშვილი 

მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე.

გურია: გოგუაძე, ბრეგაძე, რ. კუკულაძე, კილაძე, ქურიძე, შეწირული (57. ჯაყელი), გოგიბერიძე, ტ. კუკულაძე (46. კოტრიკაძე), იმნაიშვილი (83. წილოსანი) კვერენჩხილაძე, მგელაძე.

სათადარიგოები: ეზიეშვილი, ურუშაძე, ლ. ციკოლია 

მწვრთნელი: რამაზ ფირცხალაიშვილი

გაფრთხილება: თედორაძე, ტუღუში, კილაძე
არბიტრი: გ. დოგრაშვილი

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »