სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for November, 2009

რთული გზა ევროპის ჩემპიონატამდე

Posted by amikoshka on November 26, 2009

2010 წელს საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრები გუნდები ფრენბურთში 2011 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის ფრენბურთის ფედერაციის შტაბბინაში გამართულ წილისყრაზე, ქართველთა მომავალი მეტოქეების ვინაობა გაირკვა და თამაშების კალენდარი დადგინდა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს შესარჩევ ტურნირში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს, ქალთა ნაკრები კი პირდაპირ შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. ვაჟების მეტოქე პირველ სტადიაზე ბოსნიის ეროვნული გუნდი იქნება. პირველი შეხვედრა თბილისში 8 მაისს გაიმართება, საპასუხო კი 15 მაისს სტუმრად შედგება.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის C ჯგუფში მოხვდება სლოვაკეთის, ბელგიისა და უკრაინის გუნდებთან. ჯგუფში ორ წრედ გამართული შეხვედრების შემდეგ პირველადგილოსნები ავტომატურად მოიპოვებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურს, ექვსი მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში იბრძოლებს სამი დარჩენილი ადგილისათვის. ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს ავსტრია და ჩეხეთი უმასპინძლებენ. ფინალური შეხვედრა ვენაში გაიმართება.

ქართველ გოგონათა მეტოქეები აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ბოსნიის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფური ეტაპის მატჩები მაისის თვეში ჩატარდება. ჩემპიონატის საგზურები ქალთა შორის ვაჟთა შეჯიბრების ანალოგიურად ნაწილდება. ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2011 წელს იტალიასა და სერბეთში გაიმართება. ფინალურ შეხვედრას ბელგრადი უმასპინძლებს.

Advertisements

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატს იწყებენ

Posted by amikoshka on November 26, 2009

კორეის ქალაქ გოიანგში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ფიცარნაგზე პირველი ქართველი ძალოსანი გავა. გოიანგში თემურ გოგია (94) მოსინჯავს ძალებს. მის წონაში 30 სპორტსმენი გამოდის.
ქართველი C-ჯგუფშია მოხვედრილი, სადაც 10 ძალოსანია, დანარჩენი 20 შტანგისტი კი A და B ჯგუფშია გადანაწილებული. 29 ნოემბერს გია მაჭავარიანი (105) და ალბერტ კუზილოვი (105) გამოვლენ, ამავე დღეს შტანგას მძიმე წონოსანი ირაკლი თურმანიძეც შეეჭიდება.

Posted in ძალოსნობა | Tagged: | Leave a Comment »

მე–4 ტურის “ბათუმი” – “ავიამშენი” გადაიდო

Posted by amikoshka on November 26, 2009

სუპერლიგის მომავალი ტური არასრულად ჩაივლის. მე–4 ტურში 5–ის ნაცვლად 4 მატჩი გაიმართება. ერთი შეხვედრა, რომელიც ბათუმში უნდა გამართულიყო ადგილობრივ გუნდსა და„ავიამშენს“ შორის, გადაიდო.

ამის მიზეზი თბილისის „ავიამშენის“ ფინანსური კრიზისია, რომელიც პარასკევს, 27 ნოემბერს, ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებს. „ავიამშენს“ წინასწარ რომ არ დაეჭირა თადარიგი და ბათუმში მატჩზე არ გამოცხადებულიყო, დაჯარიმდებოდა და ტექნიკური მარცხი ჩაეთვლებოდა, მაგრამ ლევან მოსეშვილის გუნდი ბათუმელებს შეეხმიანა და მატჩის გადადებაზე დაითანხმა. თამაშის გამართვის თარიღიც ცნობილია: „ბათუმი“ – „ავიამშენი“ ბათუმში 17 დეკემბერს გაიმართება.

როგორც „ავიამშენის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, ფინანსურ პრობლემებს მალე მოაგვარებენ და სუპერლიგაში თავაშს ნორმალურ რიტმში გააგრძელებენ.

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

უცვლელი ლიდერი ჩამოქვეითდა

Posted by amikoshka on November 23, 2009

ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში ლიდერი შეიცვალა. გათამაშების დაწყებიდან უცვლელი ლიდერი “ტორპედო-2008” ბათუმის “დინამომ” ჩამოაქვეითა. მოლოდინისამებრ, ბათუმელებს ტყიბულში გამარჯვება არ გასჭირვებიათ (3:0), თუმცა, პირველი წრის ბოლომდე ერთპიროვნული “მეთაურობა” გარანტირებული მაინც არ აქვთ. “დინამო” წლის ბოლო ტურს განრიგის მიხედვით ტოვებს, მისი უშუალო მდევარი რიონისპირელები კი, უმაღლესში დაწინაურებისთვის ბრძოლაში კიდევ ერთ კონკურენტ თბილისის “ნორჩ დინამოს” ქუთაისში იღებენ.

XIV ტურის ცენტრალურ პაექრობას რაც შეეხება, მასში “ნორჩებმა” “ჩიხურას” უმასპინძლეს და მეტად დაძაბულ პაექრობაში 4:3 მოუგეს. საჩხერლებს ქულებით გაუთანაბრდნენ ლანჩხუთელი გურულები, რომლებმაც შინ ხობის “კოლხეთი” 3:0 დაამარცხეს. ოზურგეთელებს რაც შეეხებათ, ისინი თანარეგიონელთაგან განსხვავებით, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ჭიათურაში მათი საგარეო წარმატება (2:1), უფრო ამ მხრივ იყო შვების მომგვრელი.

XIV ტური
21 ნოემბერი

ნ. დინამო – ჩიხურა 4:3
მერანი – IIBSU 2:0
ჭიათურა – მერცხალი 1:2
ჰერეთი – კოლხეთი (ფ) 0:3
მეშახტე – დინამო (ბთ) 0:3
22 ნოემბერი
გურია – კოლხეთი (ხ) 3:0
მესხეთი – 35-ე სკოლა 2:1
ტორპედო-2008 ისვენებს

1 დინამო (ბთ) 14 10 3 1 24-5 33
2 ტორპედო-2008 13 10 1 2 37-7 31
3 ნ. დინამო 13 8 4 1 30-19 28
4 კოლხეთი (ფ) 13 8 2 3 27-11 26
5 გურია 13 7 2 4 24-18 23
6 ჩიხურა 13 7 2 4 18-15 23
7 მერანი 13 6 2 5 19-19 20
8 მეშახტე 13 5 1 7 20-33 16
9 IIBSU 13 4 3 6 19-17 15
10 მერცხალი 13 4 2 7 15-20 14
11 მესხეთი 13 5 1 7 13-20 13
12 ჰერეთი 12 3 2 7 14-22 11
13 კოლხეთი (ხ) 13 3 1 9 14-30 10
14 ჭიათურა 13 3 0 10 13-35 9
15 35-ე სკოლა 12 0 2 10 7-24 2

შენიშვნა: “მესხეთს” დაკლებული აქვს 3 ქულა

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ფეხბურთის ფედერაციამ მმართველი ჯგუფი დაამტკიცა

Posted by amikoshka on November 23, 2009

21 ნოემბერს სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ”ბასაში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე მე-17 ყრილობა გაიმართა, სადაც ფედერაციის მმართველი ჯგუფი და აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა დამტკიცდა. ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტებად – ალექსანდრე ჩივაძე და გია ფირცხალავა დასახელდნენ, გენერალური მდივნის პოსტი კი რევაზ არველაძემ ჩაიბარა. ყრილობაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 30-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, სფფ-ს ახალი აღმასკომი კი 19 კაციანი შემადგენლობით დაკომპლექტდა. აღმასკომში დელეგატებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე – დავით ნამგალაურიც აირჩიეს.

აღმასკომის წევრთა სია:

ალექსანდრე ჩივაძე (ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი, 27 ხმა), ვახტანგ ქორიძე (აჭარის ფეხბურთის ფედერაცია, 24), დავით ნამგალაური (ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირები, 24), გრიგოლ ცაავა (თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, 25), მურად ანჯაფარიძე (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, 22), სერგო გაბელაია (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, 23), ვალერი მანაგაძე (იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია, 19), კახა ებრალიძე (გურიის ფეხბურთის ფედერაცია, 19), სერგო კვარაცხელია (სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია, 24), გიორგი რევაზიშვილი (შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაცია, 20), ვიტალი გრძელიშვილი (მცხეთა-მთიანეთის ფეხბურთის ფედერაცია, 20), ლაშა მინდელი (ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაცია, 21), გოჩა როსტომაშვილი (კახეთის ფეხბურთის ფედერაცია, 21), ტარიელ ხაჩიძე (სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია, 17), გია შარაბიძე (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია, 20), გია ფირცხალავა (ქალთა ფეხბურთის ასოციაცია, 23), გიორგი ასანიძე (საფეხბურთო კლუბი “სამტრედია”, 21), გია გეგეჭკორი (მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი, 22). მე-19 წევრი ავტომატურად ზვიად სიჭინავაა.

აღმასკომში ვერ შევიდნენ:

ლექსო თოფურია (“ლოკომოტივი”, 7), გურამ რუხაძე (“ვიტ ჯორჯია”, 10), ბუბა ტყავაძე (“დინამო” თბილისი, 6), მურთაზ შელია (“სპარტაკი”, 7), ლევან ყიფიანი (საქართველოს ფუტსალის ასოციაცია, 8), დიმიტრი რამიშვილი (პროფესიული ფეხბურთის ლიგა, 8).

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

“ბათუმს” სენსაციამდე ცოტა დააკლდა

Posted by amikoshka on November 23, 2009

ამ ტურში გამართული მატჩებიდან, ყველაზე დაძაბული თსუ-“ბათუმის” შეხვედრა გამოდგა. ზღვისპირელებმა არაფერი დაუთმეს გამოცდილ მეტოქეს და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ, ტაბლოზე 67:67 დაფიქსირდა. მე-4, დასკვნით მეოთხედში კი, სტუდენტებს შორიდან სროლები წაუვიდათ და გამარჯვებაც დარჩათ – 100:86.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი იყო თსუ-ს უკანახაზელი, მიხეილ ფანჩულიძე, რომელმაც 31 ქულა დააგროვა.
“ბათუმის” მხრიდან, 22 ქულითა და 13 მოხსნით, საუკეთესო იყო ცენტრალური თავდამსხმელი, დავით იმნაძე.

გთავაზობთ სატურნირო მდგომარეობას 22 ნოემბრისათვის და მომდევნო IV ტურის შეხვედრათა განრიგს:

1.    ენერჯი ინვესტი    3    3    0    275-161    6
2.    თსუ    3    3    0    304-247    6
3.    საუ    3    3    0    244-206    6
4.    თბილავიამშენი    3    2    1    265-258    5
5.    სოხუმი    3    1    2    227-227    4
6.    შსს    3    1    2    256-264    4
7.    ბათუმი    3    1    2    238-254    4
8.    სამედიცინო-აკადემია    3    1    2    187-205    4
9.    დინამო    3    0    3    243-301    3
10.    მერანი    3    0    3    154-270    3

27 ნოემბერი. პარასკევი
ბათუმი “ბასკოს” საკალათბურთო დარბაზი.
“ბათუმი”- “თბილავიამშენი” 18.00

Posted in კალათბურთი | Tagged: , | Leave a Comment »

ეროვნული გუნდის რეკორდული დაღმასვლა

Posted by amikoshka on November 20, 2009

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში ფიფას რეიტინგში ყველაზე დაბლა დაეშვა და ნოემბრის თვის მაჩვენებლით – 125-ე ადგილზე იმყოფება.

ოქტომბრის თვესთან შედარებით, ქართველებმა მდგომარეობა 8 პოზიციით გაიუარესეს. ცვლილება მოხდა რეიტინგის ზედა ნაწილშიც, სადაც ბრაზილიამ პირველობა ესპანეთს დაუთმო.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ოცეული ნოემბრის მონაცემებით ასე გამოიყურება:

1 (2). ესპანეთი -1622
2 (1). ბრაზილია -1592
3 (3). ჰოლანდია -1279
4 (4). იტალია -1215
5 (10). პორტუგალია -1181
6 (5). გერმანია -1170
7 (9). საფრანგეთი -1122
8 (6). არგენტინა -1085
9 (7). ინგლისი -1063
10 (8). ხორვატია -1050
11 (14). კამერუნი -1035
12 (16). საბერძნეთი -1028
13 (12). რუსეთი -1019
14 (11). აშშ – 980
15 (18). მექსიკა -931
16 (19). კოტდივუარი -927
17 (17). ჩილე -926
18 (13). შვეიცარია -924
19 (25). ურუგვაი -901
20 (20). სერბეთი -900
……………………………………..
125 (117). საქართველო – 203

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

გაბელიას გუნდმა წელი მარცხით დაასრულა

Posted by amikoshka on November 19, 2009

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის. “კორნარედო”. ლუგანო (შვეიცარია). 2250 მაყურებელი

შვეიცარია – საქართველო 1:0 (1:0)

შვეიცარია: სომერი, ბერარდი (ფრაი, 77), ელმერი, როსინი, რ.ფელტშერი, ლუსტენბერგერი, ფ.ფელტშერი, პავლოვიჩი, დერდიოკი (კოსტანცი, 46), გავრანოვიჩი, გაში (შაქირი, 46).
მწვრთნელი: პიერლუიჯი ტამი.
საქართველო: კვასხვაძე, თომაშვილი, სანაია, დაუშვილი, ნემსაძე (კვარაცხელია, 65), კლიმიაშვილი, ივანიშვილი, ოქრიაშვილი (კვეკვესკირი, 90), ჭედია (გაბედავა, 76), ხიდეშელი, კაკუბავა.
მწვრთნელი: ოთარ გაბელია.
გოლი: გავრანოვიჩი (43).
გაფრთხილება: ხიდეშელი (17), ნემსაძე (65), ბერარდი (66), თომაშვილი (92).
მსაჯი: პანიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა).

ლუგანოს სტადიონ “კორნარედოზე” შესუსტებული შემადგენლობით გასულმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიელ თანატოლებთან 0:1 წააგო და ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 ჯგუფში მე-4 ადგილზე დარჩა.
გასულ შაბათს ირლანდიასთან გამართულ მატჩთან შედარებით, ჩვენი გუნდის თავკაცმა ოთარ გაბელიამ ძირითად თერთმეტეულში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.
დაცვის ხაზში ლაშა თოთაძე და გიორგი გეთიაშვილი დისკვალიფიკაციამოხდილმა ამირან სანაიამა და გიორგი ხიდეშელმა ჩაანაცვლეს, ნიკა კვეკვესკირის მაგივრად სასტარტოში ვაჟა ნემსაძე მოხვდა, ხოლო ჯანო ანანიძის ნაცვლად – გიორგი ჭედია.
ქართული ტელევიზიების გაუგებარი პრიორიტეტების გადამკიდე, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საინტერესო დაპირისპირების ხილვა ვერ მოვახერხეთ, ამდენად, თვალის მიდევნება უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე ტექსტური რეპორტაჟისთვის მოგვიხდა.
მის თანახმად, პირველი ტაიმში ბევრი საინტერესო არაფერი მომხდარა. სტუმართაგან კარში დარტყმა თორნიკე ოქრიაშვილმა და ორჯერ ირაკლი კლიმიაშვილმა მოახერხეს, მასპინძელთაგან კი მარიო გავრანოვიჩი გამოირჩეოდა.
შვეიცარიელთა ათმა ნომერმა როინ კვასხვაძე პირველივე წუთზე შეაწუხა, ტაიმის მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ “გაისროლა”, 43-ე წუთზე კი მატჩის ერთადერთი გოლიც გაიტანა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში შვეიცარიელთა თავკაცმა პიერლუიჯი ტამიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის მე-9 და მე-11 ნომრები – ერენ დერდიოკი და შკელზენ გაში მატჩიდან მოხსნა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა აქტიურად თამაში განაგრძეს და ტაიმის საწყის ნახევარში ქართველებს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს.
ოცწუთიან მონაკვეთში კვასხვაძის კარის მიმართულებით გავრანოვიჩმა, შაქირიმა და ფრანკ ფელტშერმა ჯამში ხუთი დარტყმა განახორციელეს, რასაც თამაშის გამძაფრება მოჰყვა და ვაჟა ნემსაძემ და გაეტანო ბერარდიმ ყვითელი ბარათები მიიღეს. იქვე გაბელიამ ნემსაძე “ვიტ ჯორჯიას” ფორვარდ ვახტანგ კვარაცხელიათი ჩაანაცვლა, მცირე ხანში კი მინდორზე კიდევ ერთი ფორვარდი გიორგი გაბედავაც შეუშვა, თუმცა, საწადელს მაინც ვერ მიაღწია.
თამაშის დასრულებამდე ქართველებმა მეტოქის კარისკენ ერთადერთხელ გაიწიეს, რაც კლიმიაშვილის დარტყმით დასრულდა, თუმცა, მასპინძელთა გოლკიპერმა იან სომერმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ამ გამარჯვების წყალობით, შვეიცარიელებმა 7 მატჩში 16 ქულა მოაგროვეს და თუკი სასწაული არ მოხდა, მე-2 შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილებათ.
5 შეხვედრაში 5 ქულა შერჩა საქართველოს ნაკრებს, რომელიც მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა, მე-2 პოზიციაზე გასვლის არცთუ ცუდ შანსს ინარჩუნებს. აღნიშნულს ხელი რიზეში ჩატარებული მატჩის შედეგმაც შეუწყო, სადაც თურქები ესტონელებს უგოლოდ გაეყარნენ.
გაბელიას გუნდს მორიგი მატჩები უკვე მომავალ წელს ელის. მათგან პირველი 3 მარტს საქართველოში ესტონეთის წინააღმდეგ შედგება.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

“ბორჯღალოსნებმა” “იაგუარები” მოათვინიერეს

Posted by amikoshka on November 15, 2009

14 ნოემბერი. თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. (28 000)

საქართველო – არგენტინა A 24:22 (21:12)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე (რევაზ გიგაური 73), 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (ბიძინა სამხარაძე 71); 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე (ირაკლი ნატრიაშვილი 71), 3. გოდერძი შველიძე (გიორგი ჩხაიძე 60), 4. გიორგი ნემსაძე (ლევან დათუნაშვილი 57), 5. ილია ზედგინიძე, 6. გია ლაბაძე (რატი ურუშაძე 72), 7. გიორგი ჩხაიძე (დავით ქუბრიაშვილი 53), 8. მამუკა გორგოძე.

2 ლელო: ზიბზიბაძე (21), ხინჩაგიშვილი (33)

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი (22)

4 ჯარიმა: კვირიკაშვილი (2, 6, 29, 55)

2 სინბინი: ხინჩაგიშვილი (50), ჩხაიძე (69(

მწვრთნელი: ტიმ ლეინი

ფიზმომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ

არგენტინა A: 15. მარტინ ბუსტოს მოიანო (ფრანსისკო ხოსე მერელიო 57), 14. ველისარიო აგულია, 13. მიგელ ავრამოვიჩი, 12. მატიას ვიასო, 11. ტომას დე ვედია, 10. იგნასიო მიერესი (სანტიაგო გონსალეს იგლესიასი 57), 9. მარტინ ლანდხარო; 1. პაბლო ხენი (უგო შიერანო 71), 2. ალვარო ტეხედა (ნაუელ ტეტას ჩაპარო 67), 3. ხუან გომესი, 4. ტომას როანი, 5. მარიანო გალარსა, 6. იგნასიო პასმანი (აგუსტინ გუსმანი 71), 7. როდრიგო ბრუნო, 8. ლეონარდო სენატორე.

ლელო: ლანდხარო (78)

გარდასახვა: გონსალეს იგლესიასი (78)

4 ჯარიმა: ბუსტოს მოიანო (4, 27, 35, 46)

არეკნი: მიერესი (15)

მწვრთნელი: ხოსე ორენგო

ფიზმომზადების მწვრთნელი: ხორხე რუისი

img

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ქართული რაგბის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად მოწყობილ შეხვედრაში, არგენტინის A ნაკრები, იგივე “იაგუარები”, მძიმე ბრძოლაში 24:22 დაამარცხა და მრგვალი თარიღი გამარჯვებით აღნიშნა.

გუნდებმა მართლაც რომ მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს, ქართველთათვის კი განსაკუთრებით კარგი პირველი ტაიმი იყო, როდესაც “ბორჯღალოსნები” საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, გაშლილ რაგბს თამაშობდნენ, მეორე ლელო კი ლამაზი კომბინაციის შედეგად გაიტანეს. თავდაპირველად, გუნდებმა ჯარიმები ურტყეს, მერე არგენტინელებმა შორეული არეკნით იხეირეს, რასაც ქართველთა გააქტიურება მოჰყვა და ზიბზიბაძემ ლელო გაიტანა, მეორე ლელო კი საკუთარ ანგარიშზე ხინჩაგიშვილმა ჩაიწერა.

მეორე ტაიმს ხელი წვიმამ დაატყო და ტექნიკურმა წუნმა იმატა. საქართველოს ნაკრები მთელი ეს 40-წუთეული მეტოქის შეტევების შეჩერებით იყო დაკავებული. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, სინბინის გამო, “ბორჯღალოსნებმა” ნახევარი ტაიმი, ანუ 20 წუთი კაცნაკლულმა გაატარა და იმდენი მოახერხა, რომ მეტოქეს მხოლოდ ერთხელ დაანებეს ლელოს გატანა, ისიც მატჩის მიწურულს და “ბორის პაიჭაძეზე” “მრავალჟამიერი” კიდევ ერთხელ აჟღერდა.

ზურა ქსოვრელი

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ოთარ გაბელია: “კმაყოფილება, მხოლოდ მოგების შემდეგ”

Posted by amikoshka on November 15, 2009

img

ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ნამატჩევს, ქართველთა მთავარი მწვრთნელი, ოთარ გაბელია პრესკონფერენციაზე შეხვდა ჟურნალისტებს, მისი ირლანდიელი კოლეგა, დონ გივენსი კი გასახდელიდან რატომღაც არ გამოსულა.

გაბელიამ გულშემატკივრების ქებით დაიწყო, მრავლად მოვიდნენ სტადიონზე და მხურვალედ გვიქომაგესო. რაც შეეხება თამაშს: “რომ მოგვეგო, მაშინ ვიქნებოდი კმაყოფილი. ისეთი თამაში იყო, წაგებაც შეგვეძლო, თუმცა, ბოლოს ორი ისეთი ბურთი ვერ გავიტანეთ, ძალიან დამწყდა გული. მართალია, ვახტანგ კვარაცხელიამ და გიორგი გაბედავამ საკმაოდ გააძლიერეს შეტევები, მაგრამ გიორგი ივანიშვილმა წინა მატჩებში გოლები გაიტანა, ამიტომაც “ძირითადში” მის ნაცვლად სხვა რომ დამეყენებინა, საწინააღმდეგო კითხვა გაჩნდებოდა – “რატომ ივანიშვილი არა”? საერთოდ, ვარჯიშზე ვინც უკეთ გამოიყურებოდა, იმათ ვენდე. ისიც სათქმელია, რომ ლევან ყენია, ამირან სანაია და გიორგი ხიდეშელი გვაკლდა”.

გაბელიამ ჯანო ანანიძეზეც თქვა – კარგად ითამაშა, მაგრამ ხშირად დროულ პასს ვერ აძლევდნენ. თავიდანვე ანანიძეზე რომ აგვეწყო შეტევები და დიდად დაგვეტვირთა, მისი გადაღლის საშიშროება იქნებოდა. ძირითადი შემადგენლობის შემტევი ოთხეულიდან, თორნიკე ოქრიაშვილი უნდა აღვნიშნო. ეს ბიჭი ვარჯიშებზე მომეწონა და დღესაც კარგად ითამაშა”.

უხარისხო მინდორი რომ ქართველთა “მეგობარი” არ იყო, ეს აშკარად ჩანდა. გაბელიამ ამაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერჩივნა თამაში ზესტაფონში ჩატარებულიყო, მაგრამ “მიხეილ მესხის” ვარიანტი დიდი ხნით ადრე გადაწყდა და მისი შეცვლა შეუძლებელი იყო.

ოთხ დღეში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიაში ხვდება იქაურ თანატოლებს. შვეიცარია კი, სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს, ირლანდიაზე ბევრად ძლიერია.

“შვეიცარიელთა თამაშის ვიდეოფირი ვნახე და ულაპარაკოდ, ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს ბრძოლა. შვეიცარია თურქეთზე ძლიერიცაა”, – თქვა გაბელიამ, რომლის გუნდსაც შვეიცარიაში წამყვანი ფეხბურთელი ანანიძე დააკლდება. ჯანომ ირლანდიელებთან ბოლო წუთზე მიიღო გაფრთხილება, თანაც არასათამაშო ეპიზოდში.

“ბიჭებს სულ ვაფრთხილებ, მაგრამ დღეს მაინც ვერ გადავურჩით ყვითელ ბარათებს. ანანიძის სახით საკმაო ძალა დაგვაკლდება, თუმცა, სანაია შვეიცარიაში დაგვხვდება – მას ხომ დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა. ასევე, 18-კაციან განაცხადში დღეს ვერმოხვედრილებს, ლევან კუტალიასა და გიორგი ჯანელიძესაც მიეცემათ შანსი. კუტალია დღეს იმიტომ არ შევიყვანე სიაში, რომ ვარჯიშებზე სხვებს ვერ სჯობდა”, – დასძინა ქართველთა თავკაცმა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შვეიცარიაში, 16 ნოემბერს, გამთენიისას გაემგზავრება.

ილია ნანობაშვილი

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »