სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for January, 2010

ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Posted by amikoshka on January 26, 2010

ტალინში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილი, რომელიც პირველი დღის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო, მეორე დღესაც კარგად გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ელენემ მოკლე პროგრამის შემდეგ 60.82 ქულა დააგროვა და საკმაოდ დიდი შანსი მიიღო მედლის მოსაპოვებლად. სასიამოვნოა, რომ ქართველმა მოციგურავემ ეს შანსი გამოიყენა 164.54 ქულა დააგროვა და საქართველოს არსებობის ისტორიაში ფიგურულ სრიალში პირველი მედალი მოუპოვა.ელენემ ტექნიკური ელემენტების შესრულებისთვის 50.20 ქულა მიიღო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი 53.52 ქულა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ევროპის ჩემპიონი კი იტალიელი კაროლინა კოსტნერი გახდა.

ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში

1. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 173.46

2. ლაურა ლეპისტო (ფინეთი) 166.37

3. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 164.54

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

სალომე მელიას გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 67-ე ჩემპიონატი

Posted by amikoshka on January 26, 2010

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა საქართველოს 67–ე ქალთა შორის.

ჩემპიონატში ძირითადად 2 მონაწილეს სალომე მელიასა დ ანინო ხურციძეს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა უძლიერესის ტიტულისათვის… ოქროს მედლის მფლობელიც ბოლო ტურში გაირკვა. მელიამ შესძლო გადამწყვეტ ტურში თანაქალაქელ ნინო ბაციაშვილის დამარცხება, ხოლო ხურციძე მასპინძელთა წარმომადგენელ მერი არაბიძეს დაუზავდა.

საბოლოოდ, 13 შესაძლებლობიდან 10 ქულით ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის პირველად მოიპოვა სალომე მელიამ. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ნინო ხურციძემ. 8,5 ქულით მესამე საფეხურს შარშანდელი ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი დაეპატრონა.

მეცამეტე ტური:

ხუხაშვილი 1 –0 ლომინეიშვილი მელია 1 – 0 ბაციაშვილი ხოტენაშვილი 1–0 ფურცელაძე წაწალაშვილი 0,5:0,5 მიქაძე არაბიძე 0,5:0,5 ხურციძე ხურცილავა 0 –1 წერეთელი გავაშელი 1 –0 ძაგნიძე

ტექნიკური შედეგები:

1,მელია – 10 ქულა 2ხურციძე – 9,5 ქულა 3. ლომინეიშვილი – 8,5 ქულა 4–5. მიქაძე,წერეთელი –7,5 6. ხოტენაშვილი – 7 ქ. 7–10.ბაციაშვილი, ხუხაშვილი,არაბიძე,წაწალაშვილი – 6,5ქ. 11. ფურცელაძე –5ქ. 12.ძაგნიძე – 4ქ. 13.გავაშელი – 3ქ. 14.ხურცილავა – 1ქ.

საპრიზო ფონდი:

1 ადგილი – 4 000 ლარი; 2. ადგილი – 3 500 ლარი; 3.ადგილი – 3 000 ლარი; 4. ადგილი – 2 000 ლარი; 5. ადგილი – 1000 ლარი.

http://www.gcf.org.ge

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

ეროვნული ნაკრების მეტოქეები და A დივიზიონის კალენდარი

Posted by amikoshka on January 18, 2010

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში (A დივიზიონი) ცნობილია – პოლონეთი, ბულგარეთი, ბელგია და პორტუგალია. ჯგუფის რვავე შეხვედრა (4 შინ და 4 სტუმრად) ამა წლის აგვისტოში გაიმართება.

A დივიზიონის 15 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. 5 მოწინავე ნაკრები (3 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მომავალ აგვისტოშივე მოიპოვებს. მომდევნო 10 ნაკრები ორ ნაწილად გაიყოფა, საიდანაც 6 მოწინავე ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი 1 საგზურისთვის 2011 წლის აგვისტოში შეერკინება ერთმანეთს, ხოლო 4 აუტსაიდერი A დივიზიონში დასარჩენი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი

2 აგვისტო
საქართველო – პოლონეთი
5 აგვისტო
ბელგია – საქართველო
11 აგვისტო
საქართველო – პორტუგალია
14 აგვისტო
ბულგარეთი – საქართველო
17 აგვისტო
პოლონეთი – საქართველო
20 აგვისტო
საქართველო – ბელგია
26 აგვისტო
პორტუგალია – საქართველო
29 აგვისტო
საქართველო – ბულგარეთი

ნაკრების წევრთა კომენტარები კენჭისყრის შესახებ

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების კომენტარებს გუშინ ჩატარებული კენჭისყრის შესახებ:

ვიქტორ სანიკიძე

“ვფიქრობ, არაა ისეთი ჯუფი, რომ წარმატებაზე არ ვიფიქროთ. ჩემი აზრით, სამეულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. საამისოდ შინაური თამაშები უნდა მოვიგოთ აუცილებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტუმრად წარმატების შანსი არ გვაქვს. ყველა მატჩში მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებიოთ და რა გამოგვივა, ტურნირის დასრულების შემდეგ ვნახავთ”.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

“A ჯგუფში ძალიან ძლიერი გუნდები მოხვდნენ. ჩვენს ქვეჯგუფში აშკარა ფავორიტები არ არიან, მაგრამ მაინც ძალიან რთული მატჩები გველის”.

http://www.gbf.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ქართველმა ხელბურთელებმა ირანელებთან წაივარჯიშეს

Posted by amikoshka on January 18, 2010

“ჩელენჯ ტროფის” ფინალისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა დიღომში მდებარე, “დინამოს” საკალათბურთო ბაზაზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მერაბ მეტრეველის გუნდმა ირანის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 25:23 დაამარცხა. მთავარმა მწვრთნელმა თავის გამოჩენის შანსი შეკრებაში მონაწილე თითქმის ყველა კანდიდატს მისცა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაინც ლიდერებზე გადავიდა.

ოპტიმალურ შემადგენლობას კი მხოლოდ სერგო დათუკაშვილი აკლდა და მის არყოფნაში, თავდასხმის ხაზში ხარვეზები აშკარად გამოჩნდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 11:10 მოიგეს. მეორეში იყო ეპიზოდი, 6 ბურთითაც დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ 2-ბურთიანი უპირატესობით იმარჯვეს.

ყველაზე შედეგიანი ქართველთაგან რატი მსხვილიძე იყო, 8 გატანილი გოლით. რეზო ჭანტურიამ კი 5-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. საქართველო და ირანი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას იმავე დარბაზში 15 იანვარს, 18 საათზე ჩაატარებენ.

“ირანთან მატჩმა ნათლად გამოაჩინა ჩვენი გუნდის ხარვეზები და ამხარვეზების აღმოფხვრა ფინეთთან მატჩამდე აუცილებლად უნდა მოვასწროთ. უმთავრესი პრობლემა თავდასხმის ხაზში შეუთამაშებლობა იყო, რაც მნიშვნელოვანწილად ჩვენი ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის, სერგო დათუკაშვილის არყოფნამ გამოიწვია.

დათუკაშვილი 18 იანვარს ჩამოვა თბილისში და ავსტრიაში გამგზავრებამდე სამი დღე ექნება ნაკრებთან ერთად სავარჯიშოდ. ირანელებს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავთ, რაც დღეს კარგად გამოჩნდა. მათთან ერთი თამაში კიდევ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს სპარინგები სასიკეთოდ წაგვადგება. “ჩელენჯ ტროფის” ფინალს გუნდი უკეთეს ფორმაში შეხვდება” – გვითხრა მერაბ მეტრეველმა.

საქართველოს ნაკრებმა ირანის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: თევზაძე, კირილოვი (2), რუსია (3), ჩიქოვანი (3), ჭანტურია (5), კალანდაძე (3), ტალახაძე (1), მსხვილიძე (8), მაისურაძე, სამყურაშვილი, გოგოლაძე, ყაველაშვილი, ამირანაშვილი, გრიშიკაშვილი, ყიფიანი, კობახიძე, ტორონჯაძე.

http://www.sport.gov.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ფიბა–ევროპამ A დივიზიონის ფორმატი გამოაქვეყნა

Posted by amikoshka on January 9, 2010

16 იანვარი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს გერმანიის პატარა ქალაქ ფრესინგში ფიბა–ევროპა საყოველთაო კენჭისყრას მოაწყობს, სადაც ჩვენი ყურადღება A დივიზიონისკენ იქნება მიპყრობილი. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება საქართველოს ნაკრების მეტოქეები, რომლებთან ჭიდილშიც იგორ კოკოშკოვის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ექნება. 16 იანვრამდე ჯერ კიდევ არის დრო, გუშინ კი ფიბა–ევროპამ A დივიზიონის გათამაშების სისტემა და განთესვის კალათები თავის პრინციპებიანად ოფიციალურად გამოაქვეყნა.

მაშ ასე, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ: A დივიზიონში მყოფი 15 გუნდი 3 ჯგუფად (თითოში 5 ნაკრები) გაიყოფა. გუნდები 2010 წლის აგვისტოში ორ წრედ (შინ–სტუმრად) ითამაშებენ და 2011 წელს ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურებს ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მიიღებენ. ამათ 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც დაემატება და ევროჩემპიონატის 5 საგზურის მფლობელი ამა წლის აგვისტოშივე გაირკვევა.

გაგახსენებთ, რომ ლიტვის ევროჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს 10 ქვეყნის ნაკრებს. ესენი არიან, რა თქმა უნდა, მასპინძელი ლიტვა, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი თურქეთი და მუნდიალის მონაწილე ევროპელი ნაკრებები: საბერძნეთი, სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი, სლოვენია და ესპანეთი. ამათ ორიოდ კვირის წინ რუსეთი და გერმანია დაემატნენ, რომლებსაც შედეგებით არ ეკუთვნოდათ ევროპის ჩემპიონატის საგზური, მაგრამ როგორც გამორჩეული და სახელგანთქმული მოთამაშეების მყოლი ნაკრებები, ფიბა–ევროპამ ისინი ლიტვაში „ველური ბარათებით“ დაუშვა.

როგორც ხედავთ, ევროპის ჩემპიონატის 10 საგზური დაკავებულია და დარჩენილი 6 ადგილისთვის უნდა იბრძოლოს სწორედ A დივიზიონის 15–მა გუნდმა. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ A დივიზიონის 5 საუკეთესო გუნდი (3 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი) ამავე აგვისტოში მოიპოვებს ევროჩემპიონატის საგზურს. დარჩენილი 10 გუნდი 2 ნაწილად გაიყოფა, საიდანაც 6 მოწინავე ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ერთ საგზურს 2011 წლის აგვისტოში გაითამაშებს, ხოლო 4 აუტსაიდერი იმავე პერიოდში A დივიზიონში დასარჩენი 2 ადგილისთვის შეერკინება.

ფიბა–ევროპამ უკვე დაადგინა ამა წლის აგვისტოს ის რიცხვები, როცა A დივიზიონის თამაშები გაიმართება: 2, 5, 8, 11, 14, 17, 20, 22, 26 და 29. ამ თარიღების გათვალისწინებით შედგება კალენდარი 16 იანვრის კენჭისყრის შემდეგ.

http://www.GBF.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »