სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for February, 2010

დარბაზის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ოზურგეთში გაიმართა

Posted by amikoshka on February 28, 2010

ოზურგეთის სპორტის სასახლეში დასრულდა ფინალური ეტაპი საქართველოს ჩემპიონატში დარბაზის ჰოკეიში ქალთა გუნდებს შორის.

ჩემპიონატი ორ დღეს გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას საქართველოს ექვსი გუნდი იღებდა.

გუნდები ორ ქვეჯგუფად იყო დაყოფილი, I ქვეჯგუფში: ქუთაისის ,,უქიმერიონი”, ჩოხატაური და ქუთაისის სპორტსკოლა ასპარეზობდა, ხოლო II ქვეჯგუფში, ლანჩხუთი, ბათუმი და აფხაზეთი, აღსანიშანავია ისიც რომ აფხაზეთის გუნდი პირველად იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ჩემპიონატში.

საბოლოოდ ფინალური საგზური ქუთაისის ,,უქიმერიონმა” და ლანჩხუთის სპორტსკოლის გუნდებმა მოიპოვეს და გადამწყვეტი მატჩი მათ შორის შედგა, დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა რა საბოლოო ანგარიშით 3 – 1 ჩემპიონი ,,უქიმერიონი” გახდა. ტურნირზე მესამე ადგილი ჩოხატაურის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაოსათვის ბრძოლაში ბათუმელები 5-1 დაამარცხეს.

http://www.guriismoambe.com

Posted in სხვადასხვა | Leave a Comment »

ზვიად სიჭინავამ ბათუმის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

Posted by amikoshka on February 28, 2010

ბათუმის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებმა დღეს ფედერაციის პრეზიდენტისაგან საჩუქრები მიიღეს. ბურთები, სავარჯიშო ბილიკები და სხვადახსვა აქსესუარები მათ ზვიად სიჭინავამ დღეს პირადად გადასცა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ფარგლებში აუცილებელი სპორტული ინვენტარით საქართევლოს ყველა საბავშვო გუნდი მომარაგდება.

http://www.adjaratv.ge

Posted in ფეხბურთი | Leave a Comment »

ბათუმის ”დინამო” გალიდერდა

Posted by amikoshka on February 28, 2010

დღეს გაიმართა პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშების XVI-ე ტურის შეხვედრები. გაგაცნობთ ტექნიკურ შედეგებს:

35-ე ს.კ.-ბათუმი 0:2

0:1 ი. ტუღუში (52), 0:2 დ. მალაზონია (87)

ბათუმი: თ. კაკალაძე, ფარტენაძე, ხუხია, ლ. მახარაძე, ლ. რამიშვილი, ზვ. ლობჟანიძე, ე. გრიგალაშვილი (69. გ. გოგიტიძე), ბეჟანიძე, ი ტუღუში, ბერიძე (61. მ. ჯორბენაძე), ბოხუა (79. დ. მალაზონია).

სათადარიგოები: ჭკუასელი, დემურაძე, ხარაბაძე, კეკელიძე.

მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე.

კოლხეთი(ფოთი)–მეშახტე(ტყიბული) 5:0ტორპედო2008(ქუთაისი)–გურია(ლანჩხუთი) 1:1კოლხეთი(ხობი)–მერანი(მარტვილი) 1:035–ე ს.კ.(თბილისი)–დინამო(ბათუმი) 0:2

მერცხალი(ოზურგეთი)–ჰერეთი(ლაგოდეხი) 0:1

ჩიხურა(საჩხერე)–ჭიათურა(ჭიათურა) 3:1

IBSU(თბილისი)–მესხეთი(ახალციხე) 1:0

ნორჩი დინამოელი(თბილისი) ისვენებდა.

მომდევნო XVII ტური გაიმართება 7 მარტს:


1.დინამო ბთ.-კოლხეთი ფ.2. მერანი-ჩიხურა3. ჭიათურა-ტორპედო20084. მეშახტე- IBSU

5. მესხეთი-მერცხალი

6.ჰერეთი-კოლხეთი ხ.

7.გურია-ნორჩი დინამოელი

35 საფ. კლუბი ისვენებს

http://www.goli.ge

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

გედევანიშვილმა ათეულით დაიწყო

Posted by amikoshka on February 24, 2010

ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე, Pacific Coliseum-ის საციგურაო არენაზე თბილისის დროით 24 თებერვალს გამთენიას ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამა ისრიალა და წარმატებულადაც. 20 წლის ქართველმა მოციგურავემ მსაჯებისაგან 61.92 ქულა დაიმსახურა და ამ შედეგით მე–9 პოზიცია დაიკავა. გედევანიშვილი თავისუფალ პროგრამას თბილისის დროით 25 თებერვალს გამთენიას ისრიალებს. პირველი დღის შემდეგ, პირველ ადგილზე 19 წლის სამხრეთ კორეელი სპორტსმენი – იუ ნა კიმი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ელენე გედევანიშვილმა 2006 წლის ტურინის ზამთღის ოლიმპიურ თამაშებზე მე–10 ადგილი დაიკავა, 2010 წლის სეზონი კი მან ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით გახსნა.

ფიგურული სრიალი
ქალები, 23 თებერვალი

მოკლე პროგრამა

1. იუ ნა კიმი (სამხრეთ კორეა) 78.50 ქულა
2. მაო ასადა (იაპონოა) 73.78
3. ჯოან როშეტი (კანადა) 71.36
4. მიკი ანდო (იაპონია) 64.76
5. რეიჩელ ფლეტი (აშშ) 64.66
6. მირაი ნაგასუ (აშშ) 63.76
7. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 63.02
8. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 62.14
9. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 61.92
10. ლაურა ლეპისტო (ფინეთი) 61.36


სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Posted in ოლიმპიადა | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ჩემპიონატს ფუტსალში “იბერია” და “ალგო” ლიდერობენ

Posted by amikoshka on February 24, 2010

საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის მეოთხე ტურს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და საინტერესო მატჩებიც ჩატარდა. განსაკუთრებით გამოსარჩევია “ქარიშხალას” და თსუ-ს მატჩი. “ქარიშხალა” ბოლო წუთებამდე იგებდა, მაგრამ დასრულებამდე ერთი წუთით ადრე სტუდენტებმა ანგარიში სათავისოდ შეატრიალეს და ერთი ბურთით დაწინაურდნენ. საფინალო სასტვენამდე 14 წამით ადრე კი თსუ-ს მეკარის მოგერიებული ბურთი მეტოქე ფეხბურთელს მოხვდა და კარში შეგორდა – 6:6.

ტურის დანარჩენი მატჩები ლოგიკური შედეგით დასრულდა და ფავორიტებმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოიგეს.23 თებერვალს 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში პირველი ტურის ერთი გადადებული მატჩი გაიმართება, ხოლო გადადებული მესამე ტური 9 მარტს ჩატარდება.

IV ტური 19 თებერვალი.
ქუთაისი. სპორტის სასახლე

უნივერსიტეტი 2:8 კოლხა

უნივერსიტეტი (ბათუმი): საკანდელიძე, თოდაძე, ნადარაია, დავითაძე, კალანდარიშვილი, ჯინჭარაძე (1), ჯორჯაძე, ქიქავა, ბერულავა, კვაჭაძე, შენგელია
მწვრთნელი: ნიკოლოზ თოდაძე

კოლხა (სენაკი): ჩიხრაძე (1 ს.კ), ტორონჯაძე, იდოუ, ლომსაძე (2), ხმელიძე (2), ანთაძე, დვალი, პირველი (4)
მწვრთნელი: გაბრიელ ხოფერია

ქარიშხალა 6:6 თსუ

ქარიშხალა (თბილისი): კეფაშვილი, მუმლაძე, ჭანუყვაძე (2), ნამორაძე (1), წინწკალაძე, გიგოშვილი, თოფურია (1), ბაქრაძე, ცხომარია (1)
მწვრთნელი: პეტრე თაბუკაშვილი

თსუ (თბილისი): რეხვიაშვილი, ნიკოლეიშვილი, დარჩია, ბოკერია, ასათიანი, სოზაშვილი, ბობოხიძე (1), კობაიძე (2), სეფისკვერაძე, კაკაშვილი (2), მაისაია (1 ს.კ)
მწვრთნელი: ბესო არველაძე

ალგო 6:0 ქართლი

ალგო (თბილისი): პოპკოვი, კაკაბაძე, შერმადინი (1), მაყიშვილი (2), ლუკავა (1), სიგუნავა, ფურცელაძე, ტორონჯაძე (1), მეკოკიშვილი, ბაშელეიშვილი (1), მაისურაძე, გოგიშვილი
მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე

ქართლი (გორი): მწვრთნელი: მიხეილ ჩიხლაძე

მესხეთი 2:15 ბურჯი

მესხეთი (ახალციხე): დევიძე, ფახურიძე, ბურძენიძე, ელიოსიძე (1), გელაშვილი, კაციძე, მამისეიშვილი (1)
მწვრთნელი: გელა მაისურაძე

ბურჯი (თელავი): ჯაშიაშვილი, კობიაშვილი (1), მაისურაძე (2), იმერლიშვილი (2), ბურდული (4), ონიაშვილი, წვერიკმაზაშვილი, მურველიშვილი (2), იმნაძე (2), კეკოშვილი, კვალიაშვილი (2), მთვარელიშვილი
მწვრთნელი: ზაზა ჯაშიაშვილი

ჯუნგლები 4:10 იბერია

ჯუნგლები (ქუთაისი): მამასახლისი, ბალანჩივაძე I, კოხრეიძე, მარგველაშვილი, ბოდოკია, ბალანჩივაძე II, ტყეშელაშვილი, მანაგაძე, შველიძე, კვატაშიძე, ტორაძე, ჩოგოვაძე
მწვრთნელი: ჯუმბერ კერესელიძე

იბერია (თბილისი): აკოფოვი, ჯამბურია, ძაბირაძე, ცნობილაძე, ალთუნაშვილი, ზოიძე, წერეთელი, კუბლაშვილი, რონი, სიდნეი
მწვრთნელი:

იბერია 3 3 0 0 45:4 9
ალგო 3 3 0 0 24:4 9
თსუ 3 2 1 0 31:9 7
ბურჯი 3 2 1 0 28:12
7კოლხა 2 1 0 1 8:10
3უნივერსიტეტი 3 1 0 2 14:18 3
ქარიშხალა 2 0 2 0 11:11 2
ჯუნგლები 3 0 0 3 14:27 0
ქართლი 3 0 0 3 3:35 0
მესხეთი 3 0 0 3 3:51 0

23 თებერვალი. გადადებული მატჩი
კოლხა – ქარიშხალა

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ჯაფარიძე–რიდის წყვილმა ოლიმპიადა 22–ე ადგილზე დაასრულა

Posted by amikoshka on February 24, 2010

კანადის ქალაქ ვანკუვერში ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის ქართულმა წყვილმა სამ დისციპლინაში ასპარეზობის შემდეგ, ჯამში ოცდამეორე შედეგი აჩვენა. ჯაფარიძემ და რიდმა 22 თებერვალს კლასიკურ მუსიკაზე თავისუფალი ცეკვისთვის 63.45 ქულა დაიმსახურა (ქართულ ფოლკლორულ მოტივებზე დადგმული ცეკვაში – 42.22 ქულა, ხოლო ტანგოს შესრულებისთვის – 26.65 ქულა). სამი დღის შედეგებით, ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის ჯამში 132.32 ქულა დაუგროვდა, რაც 22-ე შედეგისათვის აღმოჩნდა საკმარისი 23 მონაწილეს შორის.

ყინულზე ცეკვებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები კანადელები ტესა ვირტიუ და მოირ სკოტი (221.57 ქულით) გახდნენ, ვერცხლის პირზიორები – ამერიკელები, ხოლო ბრინჯაოს მედლები რუსებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მოციგურავეთა წყვილის – ოთარ ჯაფარიძისა (22 წლის) და ელისონ რიდისთვის (15 წლის) ვანკუვერის ოლიმპიადა პირველი სერიოზული გამოცდა იყო. ყინულზე ცეკვებში 15 ქვეყნის 23 წყვილი მონაწილეობდა.

საქართველოს დელეგეციიდან შემდეგი მონაწილე ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილი იქნება. გედევანიშვილი მოციგურავე ქალთა შეჯიბრში 23 თებერვალს ჩაერთვება (თბილისის დროით 24 თებერვალს გამთენიას). შეგახსენებთ, რომ გედევანიშვილმა 2010 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალ მოციგურავეთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი 25 თებერვალს გამოვლინდება.

http://www.sport.gov.ge

Posted in ოლიმპიადა | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს დელეგაცია ვანკუვერის ოლიმპიადას ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიუძღვნის

Posted by amikoshka on February 14, 2010

ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკული მოვლენით დაიწყო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ვანკუვერში საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრი – 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ქუმარიტაშვილი საციგაო ტრასაზე ვარჯიშისას ციგიდან გადმოვარდა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა.  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით – ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ქართველი სპორტსმენის ხსოვნას მიეძღვნა, საქართველოს დელეგაცია კი გახსნაზე შავი სამკლავურებით და შავლენტიანი დროშით წარსდგა.
კანადაში მყოფი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის –  ნიკოლოზ რურუას განცხადებით – ტრაგედიის მიუხედავად, საქართველოს დელეგაცია გაიზიარებს საერთაშორისო ოლიმპიზმის პრინციპებს და ვანკუვერში დარჩება, ხოლო ქართველი სპორტსმენები თავის გამოსვლას ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიუძღვნიან.
21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილისათვის საბედისწერო ვანკუვერის ოლიმპიური საციოგაო ცენრტის – ”უისტლერის” ტრასა გამოდგა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და საშიშ ტრასად ითვლება. ქართველი სპორტსმენის ციგის სიჩქარე ტრაგედიამდე 145 კმ საათი გახლდათ. სამედიცინო პერსონალმა სპორტსმენს გადაუდებელი სარეანიმაციო დახმარება ჩაუტარა, შემდეგ კი ის ვერტმრფენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუმცა, ექიმების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო – საავადმყოფოში მიყვანიდან ცოტა ხანში ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა.ქუმარიტაშვილი 5 მსოფლიო თასის მონაწილე იყო, მსოფლიო რეიტინგში კი 44-ე ადგილი ეკავა.
საერთაშორისო ოლიმპიური ოჯახი შეძრულია ქართველი მოციგავის დაღუპვის გამო. ერთობლივ განცხადებაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ), ვანკუვერის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაგუნდელებს. „მთელი ოლიმპიური ოჯახი შეძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც შავ ღრუბლად დააწვება წლევანდელ თამაშებს“, განაცხადა ”სეოკ”-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა.
მასთან ერთად განცხადებას ხელს აწერს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ფერლონგი: „თავზარდაცემული ვართ ამ ტრაგედიის გამო და სეოკ-თან ერთად თანაგრძნობას ვუცხადებთ სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს; სპორტსმენისა, რომელიც ვანკუვერში ჩამოვიდა, რათა თავისი ოლიმპიური ოცნება აესრულებინა.“
დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტიც, რომლის თქმით, მთელი საციგაო ოჯახი შეძრულია მომხდარი ტრაგედიის გამო და თავისი ფიქრებით დაღუპულის ახლობლებთან არის. მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის გარემოებათა დადგენის მიზნით.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მომხდარის გამო თანადგომას მსოფლიოს არაერთი ოლიმპიური კომიტეტი უცხადებს.

www.sport.gov.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

თსუ–მ ბათუმში ბოლო წამებზე მოიგო

Posted by amikoshka on February 14, 2010

დიდი ბრძოლა გაიმართა ბათუმში ამ საღამოს. რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 82:79 სძლია მასპინძელ „ბათუმს“ და მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ტურის სხვა მატჩები, მეორე ადგილი შეინარჩუნა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი, მთელი ტამაში თანაბარი ბრძოლა იყო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ბათუმელები ქულით ლიდერობდნენ, თუმცა ბოლოს უფრო მობილიზებულნი თსუ–ელები აღმოჩდნენ. საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრეც ქულას იგებდნენ (70:69) მასპინძლები, მაგრამ ირაკლი კეიდიას, დავით ბარბაქაძისა და გიორგი გაფრინდაშვილის აქტიურობით თბილისელებმა 3–წუთეული 11:3 მოიგეს და დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე 80:73 დაწინაურდნენ. ბათუმელები არ დანებდნენ, ვანო მაისურაძემ და დავით იმნაძემ იმდენი ქნეს, რომ თსუ–ს საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე 79:80 მიუახლოვდნენ, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს. მიხეილ ფანჩულიძემ აუღელვებლად ჩააგდო ორივე საჯარიმო, თსუ 82:79 დააწინაურა და ბათუმელებს ბოლო შეტევა დარჩათ, თუმცა მაისურაძემ გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა.

www.gbf.ge

Posted in კალათბურთი | Leave a Comment »

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

Posted by amikoshka on February 8, 2010

დღეს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის  2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის ცერემონიალს ვარშავის კულტურის და მეცნიერების სასახლემ უმასპინძლა. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებს არ შეხვდებოდა. უეფას მაღალჩინოსნებმა ორქვეყანას შორის არსებული მდგომარეობა გაითვალისწინეს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს.
საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათაში გახლდათ განთესილი და, ცხადია არც ამ  ნაკრებებსს  შეხვდებოდა: ჩერნოგორია, ალბანეთი, ესტონეთი, მოლდოვა, ისლანდია, სომხეთი, ყაზახეთი და ლიხტენშტეინი. საქართველოს ნაკრები   F-ჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად კი ხორვატია,საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია და მალტა ეყოლება. ამრიგად, შესარჩევი ეტაპის მატჩები 2010 წლის სექტემბერში დაიწყება და 2011 წლის ოქტომბრამდე გასტანს. ფინალურ ეტაპზე სულ 14 გუნდი გავა და ტურნირის მასპინძლებს პოლონეთს და უკრაინას შეუერთდება.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს ცხრა ჯგუფის გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორე ადგილოსანი მიიღებს.  რვა მეორე ადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და დარჩენილი ოთხი საგზურის მფლობელს 2011 წლის ნოემბერში მიმოსვლითი სისტემით გამოავლენს. ჩვენი ჯგუფის კალენდარი მოგვიანებით დადგინდება. აქვე გეტყვით, რომ პოლონეთში გამართულ კენჭისყრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ნაკრების თავკაცითემურ ქეცბაია ესწრებოდნენ.

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

”ბორჯღალოსნებმა” ახალი სეზონი ეფექტური გამარჯვებით გახსნეს

Posted by amikoshka on February 8, 2010

ევროპის ერთა თასი
6 თებერვალი. თბილისი, ”ეროვნული”

საქართველო – გერმანია 77:3

საქართველო:15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 მალხაზ ურჯუკაშვილი, 13 დავით კაჭარავა (21 თედო ზიბზიბაძე 70) 12 ირაკლი გიორგაძე, 11 ირაკლი მაჩხანელი; 10 ლაშა მალაღურაძე (22 სანდრო თოდუა), 9 ბიძინა სამხარაძე, 1 დავით ხინჩაგიშვილი, 2 აქვსენტი გიორგაძე (16 ირაკლი ნატრიაშვილი), 3 დავით ზირაქაშვილი (17 დავით ქუბრიაშვილი), 4 ილია ზედგინიძე * კაპ (18 ლევან დათუნაშვილი 63), 5 გიორგი ნემსაძე, 6 გრიგოლ ლაბაძე * (კაპ), 7 გიორგი ჩხაიძე (19 ლაშა თავართქილაძე 63) 8 ბესო უდესიანი.

11 ლელო:საჯ (უდესიანი) ნემსაძე (2), კვირიკაშვილი (2), მაჩხანელი (2),სამხარაძე (2), ზიბზიბაძე, უდესიანი;
11გარდასახვა: კვირიკაშვილი

გერმანია:15 რაფაელ ჰაკლი (21 შტეფენ ლიბიგი), 14 მარკ ცინდერა (რაფაელ პირაში), 13 კლემენს ფონ გრუმბკო (გიომ ფრანკე), 12 ედმურ ტაკენდეზა, 11 ბენიამინ სიმი; 10 ქირონ დევისი (ფრანკე), 9 მუსთაფა გიუნგორი  (კაპ),1 ბენიამინ კრაუზე, 2 ალეკსანდერ ვიდიკერი, 3 თიმ ქოული (პატრიკ შლივა), 4 მანუელ ვილჰელმი, 5 დანიელ პროისნერი (ლუკას ჰაინდს-ჯონსონი), 6 ჯემი ბენ ჰიუსტონი, 7 შალვა დიდებაშვილი (როლფ ვახა), 8 ალეკსანდერ ჰაუკი (ლუკას როზენტალი).

1 საჯარიმო: დევისი

რეფერი პატრიკ პეშონბერი (საფრანგეთი)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ”ერთა თასის” ახალი სეზონი ეფექტური გამარჯვებით გახსნა. ”ბორჯღალოსნებმა” 6 თებერვალს ”ეროვნულ” სტადიონზე გერმანიის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე 77:3 დაამარცხეს. ქართველებმა გერმანელები 11-ჯერ დაალელოვეს, 2-2-ჯერ თავი გიორგი ნემსაძემ, მერაბ კვირიკაშვილმა, ირაკლი მაჩხანელმა და ბიძინა სამხარაძემ გამოიჩინეს, თითოჯერ მეტოქე თედო ზიბზიბაძემ და ბესიკ უდესიანმა დაალელოვეს, ერთი ლელო კი ტექნიკური დამიწებით დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ”ბორჯღალოსანთა” 15-მა ნომერმა – მერაბ კვირიკაშვილმა თერთმეტივე ლელოს გარდასახვა მოახერხა. მომდევნო მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 13 თებერვალს ლისაბონში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

რუსეთი – პორტუგალია 14:10
რუმინეთი – ესპანეთი (გადაიდო)

Posted in 1 | Tagged: | Leave a Comment »