სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for March, 2010

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საევროპე მზადებას ბათუმში გაივლის

Posted by amikoshka on March 30, 2010

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 31 მარტს ბათუმში გაემგზავრება და ორკვირიან მოსამზადებელ  ეტაპს გაივლის. „ანტიკოსებს” შეკრების დასრულების შემდეგ მალევე ევროპის ჩემპიონატზე წასვლა უწევთ, რომელსაც 13-18 აპრილს ბაქო მასპინძლობს.
წინასწარი გეგმით ბეგი დარჩიასშეგირდებს  ევროპირველობის წინ შეკრება დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში უნდა გაევლოთ, მაგრამ იქ ამჟამად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა  და ძიუდოისტთა ნაკრებები ვარჯიშობენ და მესამე ნაკრების მიღების საშუალება არ არის.
კლასიკოსები ბათუმში 32 სპორტსმენით წავლენ. ბაქოში კი 14 აპრილს გაემგზავრებიან. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ზაზა თურმანიძის გუნდი დუშეთის შეკრების დასრულების შემდეგ მალევე,  10 აპრილს საღამოს აზერბაიჯანის დედაქალაქს მიაშურებენ.

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Advertisements

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კალენდარი დადგინდა

Posted by amikoshka on March 26, 2010

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის კალენდარი საბოლოოდ დაზუსტდა და შესაბამისად გაირკავა F ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების კალენდარიც.

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდის მეტოქეები არიან ხორვატიის, საბერძნეთის, ისრაელის, ლატვიისა და მალტის ეროვნული ნაკრები გუნდები.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2010 წლის სექტემბერში დაიწყება და 2011 წლის ოქტომბრამდე გასტანს. ფინალურ ეტაპზე სულ 14 გუნდი გავა და ტურნირის მასპინძლებს პოლონეთს და უკრაინას შეუერთდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი კალენდრით იასპარეზებს:

2010 წელი 3 სექტემბერი საბერძნეთი-საქართველო 7 სექტემბერი საქართველო- ისრაელი 8 ოქტომბერი საქართველო-მალტა 12 ოქტომბერი ლატვია-საქართველო 2011 წელი 26 მარტი საქართველო – ხორვატია 29 მარტი ისრაელი-საქართველო 4 ივნისი ხორვატია- საქართველო 2 სექტემბერი საქართველო- ლატვია 6 სექტემბერი მალტა- საქართველო 11 ოქტომბერი საქართველო – საბერძნეთი

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს ათენში F ჯგუფის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. საქართველოდან მოლაპარაკებას ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სოსო ჭედია ესწრებოდნენ. კალენდარის საბოლოოდ, კომპრომისული ვარიანტის გამონახვა ვერ მოხერხდა, რის გამოც ჩვენი ჯგუფის კალენდარის დადგენა ავტომატურად უეფამ თავის თავზე აიღო.

ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის კალენდარის დადგენა დაემთხვა უეფას ყოველწლიურ კონგრესს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებიან.

http://www.gff.ge

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ლიდერებმა ქუთაისში იმარჯვეს

Posted by amikoshka on March 26, 2010

ქუთაისის სპორტის სასახლეში ვაჟ ფრენბურთელთა შორის მიმდინარე საქართველოს მე-19 ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები გაიმართა. პირველობის ლიდერმა “თბილისმა” კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა და “ცაგერი” სამივე პერიოდში იოლად დაამარცხა.

“თბილისი” 7 დან 7 მოგებით ჩემპიონატს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზეა მცხეთის “ავაზა”, რომელმაც ტურნირის მასპინძელ ქუთაისს დამაჯერებლად მოუგო 3:0. საინტერესო ბრძოლა გაიმართა “ბათუმსა” და “ყვარელს” შორის, განსაკუთრებით მეორე პერიოდია გამოსარჩევი, როცა თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და პარტიის მოგება კახელებმა 33:31 შეძლეს, თუმცა საბოლოო გამარჯვება ბათუმს დარჩა (3:1).

ფრენბურთი. საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი-ცაგერი 3:0 (25:18, 25:8, 25:13)

ბათუმი-ყვარელი 3:1 (25:19, 31:33, 25:11, 25:18)

ავაზა-ქუთაისი 3:0 (25:18, 25:17, 25:11)

http://www.sport.gov.ge

Posted in 1 | Tagged: | Leave a Comment »

ქართველმა 17–წლამდელებმა ჩეხეთი დაამარცხეს

Posted by amikoshka on March 26, 2010

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი

ჩეხეთი – საქართველო 0:1 (0:1)

გოლი: ყაზაიშვილი (40+1)
ჩეხეთი: ვესელი, კალაში, ტომსი (ჩისარი, 71), კრატკი, ჰურკა, სოკოლიკი (როშივალი, 42), ჩესლაკი (კაპ.), ჰიბში, ფ.ტვარძიკი, ჰაშა, პ.ტვარძიკი (მარიოტი, 67).
მწვრთნელი: ირჟი შტოლი.
საქართველო: ლეგაშვილი, გაგნიძე, ტვილდიანი (კაპ.), დოლიძე, ყაზაიშვილი, ჭანტურია (ხუჯაძე, 80+3), კოშაძე (გიგაური, 54), პარუნაშვილი, სხირტლაძე (გაჩეჩილაძე, 74), ხარაბაძე, ხუბუა.
მწვრთნელი:

გიორგი დევდარიანი.

გაფრთხილება: დოლიძე (35), ხარაბაძე (52), პ.ტვარძიკი (61), ხუბუა (80+1).
მსაჯი: ოლივერ დრაჩტა (ავსტრია).

ჰოლანდია – უკრაინა 2:0 (1:0)

27 მარტი

ჩეხეთი – უკრაინა
საქართველო – ჰოლანდია

30 მარტი

ჰოლანდია – ჩეხეთი
უკრაინა – საქართველო

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

სენსაციების ტური პირველ ლიგაში

Posted by amikoshka on March 23, 2010

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ბათუმში, სადაც “დინამომ” ოზურგეთის “მერცხალი” მიიღო და უგოლოდ დაუზავდა. მართალია, ბათუმელებმა უახლოეს მდევარ ფოთის “კოლხეთთან” ქულათა სხვაობა ორამდე გაზარდეს, თუმცა მათ აქტივში ერთი თამაშით მეტი დაუგროვდათ.

დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა ქუთაისის “ტორპედო2008–მ”. იმერლები ლაგოდეხში “ჰერეთს” სტუმრობდნენ და პირველივე ტაიმში გატანილი ოთხი უპასუხო გოლით გაიმარჯვეს.

კიდევ ერთი სენსაცია ჭიათურაში ვიხილეთ. ადგილობრივმა გუნდმა ლანჩხუთის “გურია” მიიღო და 2:1 დაამარცხა.

ვერ მოიგო ასევე საკუთარი შეხვედრა საჩხერის “ჩიხურამ”. ზემოიმერლები ახალციხეს ეწვივნენ და მესხეთთან შეხვედრაში უგოლო ფრე დააფიქსირეს.

მეორე იმერული კლუბი “მეშახტე” კი საშინაო კედლებში ხობის “კოლხეთს” დაუზავდა.

მიმდინარე წელს პირველად მოიგო კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილმა “35–ე სკოლის გუნდმა”. თბილისურ დერბიში მათ “იბსუ” მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.


19 მარტი
“მერანი”(მარტვილი)–”ნორჩი დინამოელი”(თბილისი) 4:0

21 მარტი
“ჰერეთი”(ლაგოდეხი)–”ტორპედო2008″(ქუთაისი) 0:4
“დინამო”(ბათუმი)–”მერცხალი”(ოზურგეთი) 0:0
“35–ე სკოლა”(თბილისი)–”იბსუ”(თბილისი) 1:0
“მესხეთი”(ახალციხე)–”ჩიხურა”(საჩხერე) 0:0
“მეშახტე”(ტყიბული)–”კოლხეთი”(ხობი) 1:1
“ჭიათურა”(ჭიათურა)–”გურია”(ლანჩხუთი) 2:1
“კოლხეთი”(ფოთი) ისვენებდა

 მომდევნო, XX ტური 26–27 მარტს გაიმართება


26 მარტი, პარასკევი

“იბსუ(თბილისი)–”კოლხეთი”(ფოთი)
“მერცხალი”(ოზურგეთი)–”35–ე სკოლა”(თბილისი)
“კოლხეთი”(ხობი)–”დინამო”(ბათუმი)
“ჩიხურა”(საჩხერე)–”მეშახტე”(ტყიბული)
“ტორპედო2008″(ქუთაისი)–”მესხეთი”(ახალციხე)
“ნორჩი დინამო”(თბილისი)–”ჰერეთი”(ლაგოდეხი)
27 მარტი, შაბათი
“გურია”(ლანჩხუთი)–”მერანი”(მარტვილი)
“ჭიათურა” ისვენებს

http://www.goli.ge

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ბათუმი ”მისაღები” ანგარიშით დამარცხდა

Posted by amikoshka on March 23, 2010

ბოლოსწინა ტურის მთავარი ინტრიგა ის იყო, თუ როგორ დასრულდებოდა შსს–სა და „ბათუმის“ მატჩი, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის მე–4 ადგილის მფლობელი უნდა გამოევლინა. შსს–მ კი ზუსტად იმ სხვაობით მოიგო, რამდენითაც ბათუმში წააგო.

11–ქულიანის გარდა ნებისმიერი სხვა სხვაობა რომ დაფიქსირებულიყო, უკვე გარკვეული იქნებოდა, თუ რომელი მათგანი დაიკავებდა ცხრილში მოწინავე ადგილს, ახლა კი ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს. საქმე იმაშია, რომ თუკი გუნდებს ცხრილში თანაბარი ქულები აქვთ, უპირატესობა პირველ რიგში ურთიერთშეხვედრებს ექცევა, რის შემდეგაც მხედველობაში მთლიანობაში ჩაგდებული და მიღებული ბურთების სხვაობა მიიღება. შსს–მ პირველ წრეში ბათუმში 83:94 წააგო, დღეს კი 86:75 იმარჯვა და როგორც ხედავთ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა არც ერთ გუნდს არ დარჩა. ახლა ჯერი ბურთების საერთო შეფარდებაზეა მიმდგარი და ამ საქმეში ბათუმელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ ზღვისპირელების ბურთების შეფარდება 47 ერთეულით უკეთესია შინაგან საქმეთა სამინისტროელებზე. ეს კი იმას ნიშნავს, შსს–მ ბოლო ტურის მატჩში „ბათუმზე“ 47 ქულით უკეთესი სხვაობა უნდა დააფიქსიროს, რაც მეტოქეებს თუ გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად შეუძლებელია. შსს ბოლო ტურში „დინამოს“ ხვდება, ხოლო ბათუმელები „სოხუმს“ ეთამაშებიან.

ის, რომ ბურთების შეფარდებაში 47–ქულიან უპირატესობას არ გაანიავებენ, ბათუნელები დარწმუნებულნი არიან. ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ თამაშის დასრულებამდე 3 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე მდგარმა 11 ქულით ჩამორჩენილ ბათუმელთა ლიდერმა ბესიკ ლეჟავამ განზრახ ააცილა ბურთი, რათა დარჩენილ დროში შსს–ს არ მოესწრო შეტევის ორგანიზება და სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა. სანამ ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთეს და მეტოქის ფარისკენ წაიწიენ, დრო ამოიწურა. მატჩიც შემდეგ ბათუმელებმა თქვეს, ბურთების შეფარდება დათვლილი გვქონდა და აღარ გავრისკეთ იმ საჯარიმოს ჩაგდება, რითაც თავიდან ავიცილეთ მეტოქის მხრიდან ლიდერობის კიდევ უფრო გაზრდაო.

მეოთხე ადგილისთვის ასეთო გაცხოველებული ბრძოლა იმიტომ იყო, რომ სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს მეოთხედფინალში და ვინც უფრო წინ იქნება ცხრილში, მოედნის უპირატესობაც მას ექნება.

არადა, თამაში ბათუმელთა სოლიდური უპირატესობით დაიწყო. სტუმრები 11:0 იგებდნენ, თუმც პირველი მეოთხედის ბოლოს მხოლოდ 3–ქულიანი ლიდერობა შერჩათ. აი, მეორე მეოთხედში კი შსს დომინირებდა, არჩილ ჟღენტის შეგირდებმა 29:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 12 ქულით იგებდნენ. თავი ლექსო ლაფანაშვილმა და გიორგი ნიკოლაძემ გამოიჩინეს, რომლებსაც კარგად უწყობდა ფეხს ირაკლი ბერიშვილიც.

თამაში შემდეგ გათანაბრდა და შსს–ს ლიდერობა 10–15 ქულას შორის მეტყეობდა. ბოლო მეოთხედში ბათუმელებმა ვანო მაისურაძის, ბესიკ ლეჟავას და დავით იმნაის აქტიურობის შედეგად მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება და საბოლოოდ 11 ქულაზე მეტით არ წააგეს. ზღვისპირელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ, მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც ბოლო ტურის შემდეგ გვეცოდინება.

ამ ტურში ოფიციალურად გაცხადდა პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა. ბოლო საგზური „სამედიცინო–აკადემიას“ ერგო, რომელსაც ამ ტურში მოგება ჩაეთვალა დაშილილ „ავიამშენთან“ კალენდარულ შეხვედრაში, ხოლო საუკეთესო 8 გუნდს მიღმა დარჩენა „ჭიათურას“ აგრარული უნივერსიტეტის გუნდთან მარცხის შემდეგ გაუფორმდა. მაშ ასე – უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ერთმანეთს პირველობაგანაღდებული „ენერჯი–ინვესტი“ და მერვეადგილოსანი „სამედიცინო–აკადმეია“ შეხვდებიან. ფაქტობრივად გარკვეულია, რომ „სოხუმი“ „დინამოზე“ წინ დაასრულებს რეგულარულ ჩემპიონატს, რადგან ამ გუნდების ორივე დაპირისპირება სოხუმელებმა მოიგეს, ბოლო ტურში კი ორივეს ძლიერი მეტოქეები ჰყავს.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

დასავლეთში ლიდერი ქუთაისია

Posted by amikoshka on March 23, 2010

ქუთაისი-ბათუმი 27:26 (13:15)

ქუთაისი: შიშინაშვილი, მაისურაძე, გობეჯიშვილი, საჯაია, მამასახლისი, თეთრუაშვილი, დარსაველიძე, კვერნაძე, ძოძუაშვილი, ბოჭორიშვილი, ჯუღელი, თუთბერიძე, ლომიძე, ქარქაშაძე.

ბათუმი: მელაძე, ვინაგრადოვი, ურუშაძე, ქადაგიძე, ვარშანიძე, ხელაძე, ქავთარაძე, გოგიჩაიშვილი, კონცელიძე, წიტაიშვილი, სიხარულიძე, ნიკოლაიშვილი, ტოგონიძე.

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ხელბურთში საქართველოს მე-20 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური დასავლეთ ზონის გუნდებს შორის. გუშინ ერთმანეთს ”ქუთაისი” და ”ბათუმი” დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული თამაში თავიდან ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, შემდეგ ზღვისპირელები დაწინაურდნენ – 6:4 და ტაიმის ბოლომდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ. პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით 15:13 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა გუნდი უკეთ გამოიყურებოდა. კარგად ათამაშდნენ ქუთაისელთა ლიდერები ქარქაშაძე, საჯაია და მამასახლისი. მათი მონდომების შედეგად ანგარიში გათანაბრდა და თამაში უკვე ქულა ქულაში მიმდინარეობდა. რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა მასპინძელთა მეკარე შიშინაშვილმა, ბოლოს კი ქუთათურებმა იძალეს და ”ფაზისის” (26:25) მსგავსად, ”ბათუმიც” ერთბურთიანი სხვაობით – 27:26 დაამარცხეს.

გაზეთი ”ლელო”

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

გამარჯვება ტრაბზონში

Posted by amikoshka on March 23, 2010

2009-2010 წლების “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
20 მარტი. თურქეთი. ტრაბზონი. აკჩააბატ ფატიჰ

საქართველო – რუსეთი 36:8 (22:5)

საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა (21. ირაკლი გიორგაძე), 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა (20. ლაშა მალაღურაძე), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9 ირაკლი აბუსერიძე (20. ლაშა მალაღურაძე დროებითი შეცვლა; 17. ანტონ ფეიქრიშვილი); 1. დავით ხინჩაგიშვილი (16. გოდერძი შველიძე), 2. იური ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი (18. გიორგი ნემსაძე), 4. ილია ზედგინიძე (18. გიორგი ნემსაძე დროებითი შეცვლა; 22. ირაკლი ჩხიკვაძე), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე (19. ლაშა თავართქილაძე), 8. ბესარიონ უდესიანი.

5 ლელო:ზირაქაშვილი, ნატრიაშვილი, ჩხაიძე, უდესიანი, ტექნიკური
4 გარდასახვა: კვირიკაშვილი (4)
1 არეკნი: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი

რუსეთი: 1. ალექსანდრ ხროკინი (17. ვლადიმირ ბოტვინიკოვი), 2. ვლადისლავ კორშუნოვი (16. ევგენი მატვეევი), 3. ევგენი პრონენკო (18. ალექსეი ტრავკინი), 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. არტიომ ფათახოვი, 6. ვიქტორ გრესევი, 7. ალექსეი პასანენკო, 8. ანდრეი ტემნოვი (19. კირილ კუშნარიოვი), 9. ალექსანდრ იანუშკინი (20. ალექსანდრ შაკიროვი), 10. იური კუშნარიოვი, 11. ვასილი არტემიევი, 12. სერგეი ტრიშინი (22. ალექსეი მაკოვეცკი), 13. მიხაილ ბაბაევი, 14. ანდრეი კუზინი, 15. იგორ კლუჩნიკოვი (21. ალექსეი კორობეინიკოვი).
1 ლელო: პანასენკო
1 საჯარიმო: კუშნარიოვი
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლაი ნერუში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩი 20 მარტს ნეიტრალურ მინდორზე, ტრაბზონში “აკჩააბატ ფატიჰის” სტადიონზე უმაღლეს დონეზე ჩაატარა და რუსეთის ნაკრები 36:8 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ხუთჯერ დაალელოვეს, თავის გამოჩენა დავით ზირაქაშვილმა, ალექსანდრე ნატრიაშვილმა, გიორგი ჩხაიძემ და ბესიკ უდესიანმა შეძლეს, რასაც ერთი ტექნიკური ლელოც დაემატა. მერაბ კვირიკაშვილმა კი თანაგუნდელების მონაგარს 4 გარდასახვა და 1 არეკნიც დაუმატა.

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას ტრაბზონის გარეუბანში მდებარე სტადიონზე საგანგებოდ ამ მატჩისასთვის დროშებითა და სხვადასხვა სარაგბო ატრიბუტიკით მობილიზებული – 5000 ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. შეხვედრას სტადიონის ტრიბუნიდან რაგბის ქომაგებთან ერთად, საქართველოს პირველმა ლედიმ – სანდრა რულოვსმა, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა – ნიკოლოზ რურუამ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიადევნეს თვალი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 28 ქულით სძლია და ამით მეტოქესთან ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩიდან 8 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო, “ერთა თასის” ორწლიანი ციკლის ჯამში პირველი ადგიული დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბ ჯგუფში მოხვდა, სადაც “ბორჟღალოსნებს” არგენტინის, ინგლისის, შოტლანდისა და რეპეშაჟში გამარჯვებული გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

http://www.sport.gov.ge

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

პირველი ლიგა. XVIII ტური

Posted by amikoshka on March 13, 2010

დღეს გაიმართა პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშების XVII ტურის მატჩები. გაგაცნობთ ტექნიკურ შედეგებს:

კოლხეთი(ფოთი)– 35 ს.ს.(თბილისი) 3:1
ტორპედო2008(ქუთაისი)–მერანი(მარტვილი) 3:1
იბსუ(თბილისი)–დინამო(ბათუმი) 1:3
კოლხეთი(ხობი)–მესხეთი(ახალციხე) 3:0
ჩიხურა(საჩხერე)–ჰერეთი(ლაგოდეხი)
მერცხალი(ოზურგეთი)–მეშახტე(ტყიბული) 3:0
ნორჩი დინამო(თბილისი)–ჭიათურა ხვალ გაიმართება
გურია(ლანჩხუთი ისვენებს

მომდევნო, XIX ტურის მატჩები 19 და 21 მარტს გაიმართება:

19 მარტი

ჭიათურა–გურია(ლანჩხუთი)

21 მარტი

ჭიათურა–გურია(ლანჩხუთი)
ჰერეთი(ლაგოდეხი)–ტორპედო2008(ქუთაისი)
მესხეთი(ახალციხე)–ჩიხურა(საჩხერე)
მეშახტე(ტყიბული)–კოლხეთი(ხობი)
დინამო(ბათუმი)–მერცხალი(ოზურგეთი)
35–ე ს.ს(თბილისი)–იბსუ(თბილისი)
კოლხეთი(ფოთი) ისვენებს

www.goli.ge

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

მოჭადრაკე მირანდა მიქაძე სპორტული წარმატებისთვის დააჯილდოვეს

Posted by amikoshka on March 7, 2010

სპორტული წარმატებისთვის ბათუმელი მოჭადრაკე მირანდა მიქაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა.

მირანდა მიქაძე ჭადრაკში 20 წლამდე ასაკის ქალთა შორის საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია. მათე ტაკიძემ 20 წლის სპორტსმენს საჩუქრად ლეპტოპი გადასცა და წარმატებები უსურვა.

მირანდა მიქაძე 2003-2005 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აქვს საერთაშორისო ოსტატის წოდება. იანვარში ქუთაისში ქალთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კი მე-4 ადგილზე გავიდა.

მირანდა მიქაძე

დაიბადა 1989 წელს ქალაქ ბათუმში. ჭადრაკში მეცადინეობა დაიწყო 9 წლის ასაკში გურამ ჭანტურიას, შემდგომ წლებში ფელიქს მელქონიანის, ისიდორე გოგეშვილისა და ლეონიდ ნეურონოვის ხელმძღვანელობით. იგი საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. 2003-2005 წლებში მოიპოვა მსოფლიოსა (16 წლამდე) და ევროპის (14 წლამდე) ვერცხლის მედლები. 2007 წელს მიენიჭა საერთაშორისო ოსტატის წოდება. ამჟამად მირანდა მიქაძე ინტესიურად ემზადება მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | 3 Comments »