სპორტი

სპორტი აჭარაში

ქართველი 17-წლამდელები ელიტ-რაუნდში

Posted by amikoshka on October 23, 2010

თბილისში დასრულდა 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი მე-3 ჯგუფში. დასკვნით ტურში, კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა ქართველმა ჭაბუკებმა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, შვედებთან მინიმალური ანგარიშით მოიგეს და ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვეს. გოლი, არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე,  თეიმურაზ მარკოზაშვილთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, გურამ სამუშიამ თავური დარტყმით გაიტანა – 1:0.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ინგლისმა პოლონეთს ბლერ ტერგოტის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე, როგორც ჯგუფის პირველადგილოსანი გავიდა.
გათამაშების დებულებით, ელიტ-რაუნდში ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებსაც 13 ჯგუფიდან კიდევ ორი საუკეთესო მესამე ადგილოსანი (ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულების მიხედვით) დაემატება. ელიტ-რაუნდის ჯგუფები კენჭისყრით შედგება და მატჩები მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს კი 2011 წლის მაისის დასაწყისში სერბეთი უმასპინძლებს. მე-3 ჯგუფის გარდა, პირველი ეტაპი კიდევ 9 შესარჩევ ჯგუფში დასრულდა. ელიტ-რაუნდში თამაში უკვე გაინაღდეს: საბერძნეთმა, ხორვატიამ, გერმანიამ, ავსტრიამ, ნორვეგიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, ბელარუსმა, ისლანდიამ, თურქეთმა, დანიამ, ბელგიამ, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, შვეიცარიამ, შოტლანდიამ, ესპანეთმა და რუსეთმა. ფინალურისწინა ეტაპზე მოხვედრის შანსი კი, მესამეადგილოსანთა შორის ჩეხეთს (3 ქულა), ისრაელსა და ფინეთს (ორივეს თითო ქულა) შემორჩათ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: