სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘ვიდეო’ Category

საქართველომ სეზონი გამარჯვებით გახსნა

Posted by amikoshka on March 4, 2010

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. 3 მარტი. თბილისი. “ეროვნული”. 50 ათასი მაყურებელი

საქართველო – ესტონეთი 2:1

გოლი: კობიაშვილი (45 წთ. პენალტი), პურიე (83) სირაძე (90+)


საქართველო: გ. ლომაია – სალუქვაძე (66. შაშიაშვილი), კალაძე, ასათიანი, კვირკველია – ხიზანიშვილი (56. მენთეშაშვილი), კობიაშვილი – მარცვალაძე (46. მერებაშვილი), გოგუა (84. გ. კაშია), ა. იაშვილი (66. სირაძე) – დვალიშვილი (46. ვაწაძე).

ესტონეთი: აკსალუ (46. კოტენკო) – შიშოვი, პიიროია, ბარენგრუბი, კრუგლოვი – პური, ვასილიევი (46. დმიტრიევი), ვუნკი, სიდორენკოვი (46. რანი) – ვოსკობოინიკოვი (59. პურიე), კინკი (60. კამსი).

გაფრთხილება: პური (20), პიიროია (30), ვოსკობოინიკოვი (32), დვალიშვილი (40), კრუგლოვი (44), პიიროია (45), პურიე (84), კრუგლოვი (90+5)

გაძევება: პიიროია (45), კრუგლოვი (90+5)

არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

http://www.sport.gov.ge

Posted in ვიდეო, ფეხბურთი, ფოტო | Tagged: | Leave a Comment »

ახალგაზრდულმა ესტონეთს ბარაბაძე-ანანიძის გოლებით სძლია

Posted by amikoshka on March 4, 2010

ევროპის 2011 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.

3 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 20. 000 მაყურებელი

საქართველო – ესტონეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბარაბაძე (45), 2:0 ანანიძე (90+3)

საქართველო: კვასხვაძე (კ), თომაშვილი, კაკუბავა, ხიდეშელი, სანაია (80, თოთაძე), დაუშვილი, ანანიძე, განუგრავა, ოქრიაშვილი (74, ივანიშვილი), კლიმიაშვილი, ბარაბაძე (90, ძალამიძე).

ესტონეთი: პედოკი, ტენისტე, კალასტე, იახიმოვიჩი, მოროზოვი, სილასტე (75, ალიკუ), ანიერი (62, ტაარი), ზენიოვი, პური, სააგი.

გაფრთხილება: სანაია (16), კალასტე (22), ტენისტე (69), პური (72), ბარაბაძე (73), თომაშვილი (83).
არბიტრი: მარიოს სტამატისი (კვიპროსი).

აქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქის 2:0 დამარცხებით ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. მიხეილ მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, რომელსაც 20 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო, ქართველმა ახალგაზრდებმა ესტონელ თანატოლებს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

პირველი გოლის გატანა პირველი ტაიმის მიწურულს რევაზ ბარაბაძემ თავური დარტყმით შეძლო, მეორე გოლი კი ესტონელთა კარში შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯანო ანანიძემ შეაგდო. აღსანიშნავია, რომ როგორც ბარაბაძემ, ასევე ანანიძემ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლები ჩაიწერეს აქტივში.

ამ გამარჯვების შემდეგ, ოთარ გაბელიას გუნდს 6 მატჩში 8 ქულა მოუგროვდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მე-4 პოზიციაზე, შემდეგ შეხვედრას ქართველი ახალგაზრდები 30 მაისს თბ ილისში ჯგუფის ლიდერ შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ.

 ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

1. შვეიცარია         7 5 1 1 16
2. თურქეთი         6 3 1 2 10
3. ესტონეთი        7 2 3 2 9
4. საქართველო     6 2 2 2 8
5. სომხეთი          7 2 1 4 7
6. ირლანდია        7 0 4 3 4

30 მაისი
საქართველო - შვეიცარია

11 აგვისტო
სომხეთი - საქართველო

4 სექტემბერი
თურქეთი - საქართველო

7 სექტემბერი
საქართველო - სომხეთი

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

www.sport.gov.ge

Posted in ვიდეო, ფეხბურთი, ფოტო | Tagged: | Leave a Comment »

ინტერვიუ მალხაზ ასათიანთან

Posted by amikoshka on September 9, 2009

Posted in ვიდეო, ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

საქართველო 0 : 2 იტალია

Posted by amikoshka on September 6, 2009

SOCCER-WORLD/საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 5 სექტემბერს მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

ჰექტორ რაულ კუპერის გუნდმა 22:00 საათზე, ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონ იტალიის ნაკრებს უმასპინძლა, თუმცა, თამაში იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების გუნდის კაპიტნის, კახა კალაძის ორმა ავტოგოლმა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის ბედი გადაწყვიტა და ამასთან ერთად, მეტოქე იტალიის ნაკრები ‘’მუნდიალის’’ საგზურს მიუახლოვდა.

საქართველოსა და იტალიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩის პირველი ნახევარი ფრედ – 0 : 0 დასრულდა. განსაკუთრებულ უპირატესობას არც ერთი გუნდი ფლობდა და არც აშკარა საგოლე მომენტი შექმნილა რომელიმე კართან.

მეორე ტაიმში კი, იტალიის ნაკრები ძალიან გააქტიურდა, თუმცა გოლის გატანას მაინც ვერ ახერხებდნენ. 57-ე წუთზე, დაახლოებით 35 მეტრიდან, პალომბოს დარტყმის შემდეგ, კალაძემ ბურთი მოგერიების ნაცვლად, თავურით საკუთარ კარში გაიტანა. ათი წუთის შემდეგ, ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა, იტალიელთა მიერ მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებული ბურთის მოგერიება კალაძემ, ამჯერად, ფეხით სცადა, მაგრამ კვლავ აეჭრა და საკუთარ კარში მეორე გოლი გაიტანა.

საქართველო იტალიის მატჩი 0:2 დასრულდა.

2B2EE93C-A2AD-4EEE-AA2C-317301512303Itali_1843ფეხბურთელი კახა კალაძე გუშინდელ მატჩში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს იხდის.

როგორც უკრაინული ინტერნეტგამოცემა “ფოოტბალლ.უა” იუწყება, იტალიელებთან საქართველოს ნაკრების თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა კახა კალაძემ, რომელმაც საკუთარ კარში ორი ბურთი გაიტანა, თავის თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.

“საქართველო კარგად წარმოჩინდა, ბიჭები მთელი გულით თამაშობდნენ და მე ძალიან ვწუხვარ ჩემი შეცდომების გამო. ბოდიშს ვუხდი გუნდში პარტნიორებს. რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთია, მაგრამ მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ…”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, იგი მილანში ბრუნდება და რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენოს იგი მწვრთნელმა, შეეცდება თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს.

http://www.INTERPRESSNEWS.ge

Posted in ვიდეო, ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ლიტვა (21 წ.) 2 – 2 საქართველო (21 წ.)

Posted by amikoshka on August 14, 2009

გატანილი ბურთები

Posted in ვიდეო, ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »