სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘მშვილდოსნობა’ Category

აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში

Posted by amikoshka on April 16, 2010

ანგისის სპორტკომპლექსის ბაზაზე გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის 21 და თბილისის 18 მშვილდოსანი მონაწილეობდა.

კაცები

I თორნიკე რიჟამაძე თბილისი
II სანდრო აზნაურიძე აჭარა
III დავით ჭელიძე   თბილისი

ქალები

I ოლგა ლადიგინა  აჭარა
II ასმათ დიასამიძე  აჭარა
III ქრისტინე ესებუა  თბილისი

15-29 აპრილს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ანგისის კომპლექსურ ბაზაზე ჩაუტარდება ორკვირიანი საწვრთნო შეკრება და 1-8 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის ქალაქ პორეკში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე.

გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა მათე ტაკიძემ და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ბატონმა ასლან თავდგირიძემ.

http://www.moecs.ge

Advertisements

Posted in მშვილდოსნობა | Tagged: | Leave a Comment »

ოლიმპიური კვირეული აჭარაში დასრულდა

Posted by amikoshka on October 13, 2009

21675ოლიმპიური კვირეული აჭარაში დასრულებულია. დასკვნითი სპორტული ღონისძიება მშვილდოსნობაში გაიმართა. ქალთა შორის პირველობა გამოცდილ მშვილდოსანს ხათუნა ნარიმანიძეს ერგო, ვაჟებს კი ტარიელ ქადიძემ სძლია.
ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი კვირეული 6 ოქტომბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სპორტსმენებთან ერთად მოხალისეებმა მიიღეს.
საჩუქრები დღევანდელ გამარჯვებულებს აჭარის ოლიმპიური კომიტეტისა და მშვილდოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გადასცეს.

Posted in მშვილდოსნობა | Tagged: | Leave a Comment »

საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში დასრულდა

Posted by amikoshka on October 4, 2009

მე-15 საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში დასრულდა. სამდღიანი შეჯიბრის გამარჯვებულები ადლიის სტადიონზე დააჯილდოვეს.

ქალთა ნაკრებებს შორის პირველ ადგილზე გუნდი “აჭარა პირველი” გავიდა. ვაჟებს შორის კი ოქროს მედლის მფლობელი “ერევნის მეორე გუნდი” გახდა.

ქალებს შორის პირველობაში ხათუნა ნარიმანიძემ, ვაჟებში კი სომეხმა არშაკ პეტროსიანმა გაიმარჯვა. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

16 ოქტომბერს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატია დაგეგმილი. 24-ში თბილისში საქართველოს თასი გათამაშდება.

Posted in მშვილდოსნობა | Tagged: | Leave a Comment »

უკონკურენტო არჩევნები მშვილდოსნობის ფედერაციაში

Posted by amikoshka on August 12, 2009

imgსაქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში თბილისის მერიის სოციალური უზრუნველყოფისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ჩაუდგა. 11 აგვისტოს სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ჩატარებულ მე-6 რიგგარეშე ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს დელეგატებმა მხარი ღია კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს.
დღის წესრიგის პირველი საკითხი ბოლო წლების შემაჯამებელი საანგარიშო მოხსენება იყო, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა თენგიზ ტერუნაშვილმა წაიკითხა. “მიმდინარე სეზონში ჩვენი ბიუჯეტი 135 ათასი ლარია. აქედან 100 ათასი სპორტის დეპარტამენტმა გამოგვიყო, ხოლო 35 ათასი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. 115 ათასი უკვე დახარჯულია და ამ ხარჯებში მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაცაა გათვალისწინებული. ამჟამად თბილისის გარდა მშვილდოსნობის ჯგუფები აჭარაში, ქუთაისსა და ასპინძაში ფუნქციონირებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით 14 ჯგუფში 148 მშვილდოსანი ვარჯიშობს” – განაცხადა ტერუნაშვილმა.  მამუკა ქაცარავამ დელეგატებს კენჭისყრის დაწყებამდე მიმართა: “ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოში მშვილდოსნობის აღორძინებაა. სწორი მუშაობის შემთხვევაში ამას აუცილებლად შევძლებთ. მადლობა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისათვის. გასაკეთებელი მართლაც ბევრია. უმთავრესი ამოცანა სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემის მოგვარებაა. უმნიშვნელოვანესი მომენტია სახელფასო საკითხის გადაწყვეტა.
ასევე ვეცდები, წლის ბოლომდე სპორტული ბაზის საკითხიც გადაიჭრას. მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ბავშვთა სპორტს. აუცილებლად შევალთ სკოლებში და ალბათ რამდენიმე სპეციალიზირებული სკოლაც გაჩნდება. რეგიონებში მშვილდოსნობის განსავითარებლად კი მუნიციპალიტეტებთან ვიმუშავებთ უფრო აქტიურად. ყველაზე მთავარი კი ჯანსაღი შიდა სიტუაცია იქნება. მშვილდოსნობის ფედერაცია უნდა იყოს ერთიანი მექანიზმი. ამის გარეშე საქმის გაკეთება ძალიან ძნელი გაგვიჭირდება”.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

ბადრი კეთილაძის ფოტო

Posted in მშვილდოსნობა | Tagged: | Leave a Comment »