სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘ოლიმპიადა’ Category

გედევანიშვილმა ათეულით დაიწყო

Posted by amikoshka on February 24, 2010

ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე, Pacific Coliseum-ის საციგურაო არენაზე თბილისის დროით 24 თებერვალს გამთენიას ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამა ისრიალა და წარმატებულადაც. 20 წლის ქართველმა მოციგურავემ მსაჯებისაგან 61.92 ქულა დაიმსახურა და ამ შედეგით მე–9 პოზიცია დაიკავა. გედევანიშვილი თავისუფალ პროგრამას თბილისის დროით 25 თებერვალს გამთენიას ისრიალებს. პირველი დღის შემდეგ, პირველ ადგილზე 19 წლის სამხრეთ კორეელი სპორტსმენი – იუ ნა კიმი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ელენე გედევანიშვილმა 2006 წლის ტურინის ზამთღის ოლიმპიურ თამაშებზე მე–10 ადგილი დაიკავა, 2010 წლის სეზონი კი მან ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით გახსნა.

ფიგურული სრიალი
ქალები, 23 თებერვალი

მოკლე პროგრამა

1. იუ ნა კიმი (სამხრეთ კორეა) 78.50 ქულა
2. მაო ასადა (იაპონოა) 73.78
3. ჯოან როშეტი (კანადა) 71.36
4. მიკი ანდო (იაპონია) 64.76
5. რეიჩელ ფლეტი (აშშ) 64.66
6. მირაი ნაგასუ (აშშ) 63.76
7. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 63.02
8. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 62.14
9. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 61.92
10. ლაურა ლეპისტო (ფინეთი) 61.36


სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Posted in ოლიმპიადა | Tagged: | Leave a Comment »

ჯაფარიძე–რიდის წყვილმა ოლიმპიადა 22–ე ადგილზე დაასრულა

Posted by amikoshka on February 24, 2010

კანადის ქალაქ ვანკუვერში ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის ქართულმა წყვილმა სამ დისციპლინაში ასპარეზობის შემდეგ, ჯამში ოცდამეორე შედეგი აჩვენა. ჯაფარიძემ და რიდმა 22 თებერვალს კლასიკურ მუსიკაზე თავისუფალი ცეკვისთვის 63.45 ქულა დაიმსახურა (ქართულ ფოლკლორულ მოტივებზე დადგმული ცეკვაში – 42.22 ქულა, ხოლო ტანგოს შესრულებისთვის – 26.65 ქულა). სამი დღის შედეგებით, ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის ჯამში 132.32 ქულა დაუგროვდა, რაც 22-ე შედეგისათვის აღმოჩნდა საკმარისი 23 მონაწილეს შორის.

ყინულზე ცეკვებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები კანადელები ტესა ვირტიუ და მოირ სკოტი (221.57 ქულით) გახდნენ, ვერცხლის პირზიორები – ამერიკელები, ხოლო ბრინჯაოს მედლები რუსებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მოციგურავეთა წყვილის – ოთარ ჯაფარიძისა (22 წლის) და ელისონ რიდისთვის (15 წლის) ვანკუვერის ოლიმპიადა პირველი სერიოზული გამოცდა იყო. ყინულზე ცეკვებში 15 ქვეყნის 23 წყვილი მონაწილეობდა.

საქართველოს დელეგეციიდან შემდეგი მონაწილე ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილი იქნება. გედევანიშვილი მოციგურავე ქალთა შეჯიბრში 23 თებერვალს ჩაერთვება (თბილისის დროით 24 თებერვალს გამთენიას). შეგახსენებთ, რომ გედევანიშვილმა 2010 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალ მოციგურავეთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი 25 თებერვალს გამოვლინდება.

http://www.sport.gov.ge

Posted in ოლიმპიადა | Tagged: | Leave a Comment »