სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘რაგბი’ Category

უდანაკარგო “აკადემია” და “ვისოლი-ყოჩებია”

Posted by amikoshka on October 23, 2010

7-კაცა რაგბიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის პირველი დღე თბილისის “აკადემიამ” და “ვისოლი-ყოჩებმა” უდანაკარგოდ განვლეს. “აკადემიამ” ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო, ა ჯგუფში პირველი ადგილი ნაადრევად დაიბევა და თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, “ყოჩებს” იგივე უფლების მიღების შანსი ხვალ დილით, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ექნება.

ა ჯგუფში “აკადემიას” მთავარი კონკურენტი “ბათუმი XV” იყო, მაგრამ თბილისელებმა ზღვისპირელები 26:0 გაანადგურეს და დასკვნითი დღისთვის გარკვეული უპირატესობაც შეიქმნეს. ახლა მათ ნახევარფინალამდე დასვენების საშუალება აქვთ, ბათუმელებს კი მეორე ადგილის დასაკავებლად ქუთაისის “ბაგრატის” ძლევა მართებთ. თასის ნახევარფინალში მოხვედრის შანსი აქვთ რუსთავის “ხარებს” და “ივერიას”, რომლებიც დასკვნით დღეს ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ბათუმელები აუტსაიდერთან დამარცხდნენ, ზემოთნახსენებ წყვილში კი, ერთ-ერთმა დიდი უპირატესობით იმარჯვოს. Read the rest of this entry »

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

18-წლამდელმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი აიღეს

Posted by amikoshka on April 4, 2010

იტალიაში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 3 აპრილს მე-3 ადგილისათის შეხვედრაში ბელგიასთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და მეტოქე 18:15 დაამარცხა.
ქართველებმა პირველი ტაიმი 5:15 დათმეს, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ძალების მოკრება შეძლეს და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. ლელოები ბექა მამრიკიშვილმა, გოდერძი ჭინჭარაულმა და ლევან გოგოლაშვილმა დადეს, რასაც ლევან მგელაძის გუნდმა ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიამატა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მეოთხედფინალში რუმინეთი 25:7 დაამარცხა, ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება კი ირლანდიასთან 11:19 დათმო. ლევან მგელაძის ნაკრები თბილისში ორშაბათს, 5 აპრილს გამთენიას დაბრუდება.

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური 

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

გამარჯვება ტრაბზონში

Posted by amikoshka on March 23, 2010

2009-2010 წლების “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
20 მარტი. თურქეთი. ტრაბზონი. აკჩააბატ ფატიჰ

საქართველო – რუსეთი 36:8 (22:5)

საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა (21. ირაკლი გიორგაძე), 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა (20. ლაშა მალაღურაძე), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9 ირაკლი აბუსერიძე (20. ლაშა მალაღურაძე დროებითი შეცვლა; 17. ანტონ ფეიქრიშვილი); 1. დავით ხინჩაგიშვილი (16. გოდერძი შველიძე), 2. იური ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი (18. გიორგი ნემსაძე), 4. ილია ზედგინიძე (18. გიორგი ნემსაძე დროებითი შეცვლა; 22. ირაკლი ჩხიკვაძე), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე (19. ლაშა თავართქილაძე), 8. ბესარიონ უდესიანი.

5 ლელო:ზირაქაშვილი, ნატრიაშვილი, ჩხაიძე, უდესიანი, ტექნიკური
4 გარდასახვა: კვირიკაშვილი (4)
1 არეკნი: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი

რუსეთი: 1. ალექსანდრ ხროკინი (17. ვლადიმირ ბოტვინიკოვი), 2. ვლადისლავ კორშუნოვი (16. ევგენი მატვეევი), 3. ევგენი პრონენკო (18. ალექსეი ტრავკინი), 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. არტიომ ფათახოვი, 6. ვიქტორ გრესევი, 7. ალექსეი პასანენკო, 8. ანდრეი ტემნოვი (19. კირილ კუშნარიოვი), 9. ალექსანდრ იანუშკინი (20. ალექსანდრ შაკიროვი), 10. იური კუშნარიოვი, 11. ვასილი არტემიევი, 12. სერგეი ტრიშინი (22. ალექსეი მაკოვეცკი), 13. მიხაილ ბაბაევი, 14. ანდრეი კუზინი, 15. იგორ კლუჩნიკოვი (21. ალექსეი კორობეინიკოვი).
1 ლელო: პანასენკო
1 საჯარიმო: კუშნარიოვი
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლაი ნერუში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩი 20 მარტს ნეიტრალურ მინდორზე, ტრაბზონში “აკჩააბატ ფატიჰის” სტადიონზე უმაღლეს დონეზე ჩაატარა და რუსეთის ნაკრები 36:8 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ხუთჯერ დაალელოვეს, თავის გამოჩენა დავით ზირაქაშვილმა, ალექსანდრე ნატრიაშვილმა, გიორგი ჩხაიძემ და ბესიკ უდესიანმა შეძლეს, რასაც ერთი ტექნიკური ლელოც დაემატა. მერაბ კვირიკაშვილმა კი თანაგუნდელების მონაგარს 4 გარდასახვა და 1 არეკნიც დაუმატა.

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას ტრაბზონის გარეუბანში მდებარე სტადიონზე საგანგებოდ ამ მატჩისასთვის დროშებითა და სხვადასხვა სარაგბო ატრიბუტიკით მობილიზებული – 5000 ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. შეხვედრას სტადიონის ტრიბუნიდან რაგბის ქომაგებთან ერთად, საქართველოს პირველმა ლედიმ – სანდრა რულოვსმა, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა – ნიკოლოზ რურუამ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიადევნეს თვალი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 28 ქულით სძლია და ამით მეტოქესთან ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩიდან 8 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო, “ერთა თასის” ორწლიანი ციკლის ჯამში პირველი ადგიული დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბ ჯგუფში მოხვდა, სადაც “ბორჟღალოსნებს” არგენტინის, ინგლისის, შოტლანდისა და რეპეშაჟში გამარჯვებული გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

http://www.sport.gov.ge

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

ნუგზარ მგელაძემ ”ბათუმი XIV” დატოვა

Posted by amikoshka on December 26, 2009

საქართველოს მორაგბეთა გასული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი მწვრთნელი, ლევან მგელაძე მომავალ სეზონში თბილისის “ვისოლი-ყოჩების” დამრიგებელი იქნება და წარმატების მოპოვებას ახლა ამ გუნდთან ერთად ეცდება.

მწვრთნელი ოფიციალურად ნავთობკომპანია “ვისოლის” მიერ საფეხბურთო კლუბ “ვისოლ-ავაზას” პრეზენტაციისას წარადგინეს.

მგელაძე ქართველ მწვრთნელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია და ერთი პერიოდი ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ორი წლის წინათ, ის ბათუმური კლუბის – “ბათუმი XV”-ის ხელმძღვანელობამ რეგიონში რაგბის აღორძინებისთვის ჩამოიყვანა. პირველ წელს აჭარულმა კლუბმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, გასულ ჩემპიონატში კი, ერთი შეხედვით უმაღლესში დასარჩენად გასული გუნდი, ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

საგულისხმოა, რომ ფინალისკენ მივალ გზაზე, ავსტრალიურ ფლეი ოფში “ბათუმი XV”-მა სწორედ “ვისოლი-ყოჩები” დაამარცხა, მცირე ფინალში იმ მომენტისთვის საქართველოს ჩემპიონ “ლოკომოტივს” სძლია. მგელაძის გაწვრთნილებმა ფინალში “ლელოსაც” დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ოქროს ვეღარ შეწვდნენ.

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა

Posted by amikoshka on December 1, 2009

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა, „ბორჯღალოსნებმა“ მე-18 ადგილი რუსებს დაუთმეს და თვითონ მე-17 პოზიციაზე გადაინაცვლეს.

საქართველოს ნაკრების დაწინაურება „დათვების“ მარცხმა განაპირობა. რუსებმა კანადის ნაკრებთან 6:22 წააგეს და ორი ადგილით დაქვეითდნენ. „ბორჯღალოსანთა“ მსგავსად პოზიციები აშშ-ს ნაკრებმა გაიმყარა და მანამდე „დათვების“ კუთვნილი მე-16 ადგილი ირგუნა.

ტიმ ლეინის რაზმი რუსეთის ნაკრებს „ჩერჩილის თასზე“ წარუმატებელი თამაშის შემდეგ ჩამორჩა, თუმცა ბევრის აზრით „დათვების“ წინსვლა უფრო დაუმსახურებელი იყო, ვიდრე ლოგიკური შედეგი და სასიამოვნოა, რომ ნოემბრის ბოლოს სამართლიანობა აღდგა.

IRB-ს რეიტინგი 30 ნოემბრისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 91.68
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88.59
3 (3). ავსტრალია 85.55
4 (5). ირლანდია 84.58
5 (4). საფრანგეთი 82.40
6 (7). ინგლისი 80.72
7 (8). არგენტინა 80.55
8 (6). უელსი 79.89
9 (9). შოტლანდია 76.59
10 (10). ფიჯი 75.91
11 (12). იტალია 72.62
12 (11). სამოა 72.09
13 (13). იაპონია 70.59
14 (14). კანადა 68.80
15 (15). ტონგა 68.11
16 (17). აშშ 67.05
17 (18). საქართველო 66.85
18 (16). რუსეთი 66.22
19 (19). რუმინეთი 64.63
20 (20). ურუგვაი 60.89
21 (21). პორტუგალია 59.73
22 (22). ნამიბია 59.63
23 (23). ესპანეთი 59.01
24 (24). ჩილე 57.95
25 (25). ს.კორეა 57.90
26 (26). უკრაინა 55.47
27 (27). გერმანია 55.35
28 (28). ყაზახეთი 55.12
29 (29). ბრაზილია 54.97
30 (30). ტუნისი 54.12

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

ტიმ ლეინი: გულშემატკივარს საინტერესო და დაძაბულ მატჩს ვპირდები

Posted by amikoshka on November 13, 2009

img14 ნოემბერს არგენტინის A ნაკრებთან გასმართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს „ბორჯღალოსნებმა“ ეროვნულზე 11 საათზე ივარჯიშეს. წვრთნის დასრულების შემდეგ კი ტიმ ლეინმა და არგენტინელთა თავკაცმა ხოსე ორენგომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დასრულების მერე კი სტუმართა თავკაცმა მოედანს მიაშურა და თავისი რაზმი საქმეში ჩააბა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ კი ღვინის კომპანია „ბადაგონთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. “ბადაგონმა“ სპესიალურად ქართული რაგბის იუბლისადმი მიძღვნილი ღვინო ჩამოასხა. საფერავის ღვინის გაყიდული ყველა ბოთლიდან შემოსული თანხა რაგბის განვითარებას მოხმარდება.

ტიმ ლეინი:“ ჩვენთვის არგენტინასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მატჩი ქართული რაგბის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. გუნდი ითამაშებს შემართებით და იმედი გვაქვს, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა. ნაკრები წარმოაჩენს იმ სტილს, რომელზეც ორი წელი ვმუშაობთ. „ჩერჩილის თასზე“ განცდილი მარცხის მერე ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ჩვენი მეტოქე უდიდესი სარაგბო ტრადიციების ქვეყანას წარმოადგენს. ხვალინდელი მატჩი საინტერესო და დაძაბული იქნება. ჩემს განკარგულებაში თითქმის ყველა წამყვანი მორაგბეა ვის გამოძახებასაც ვისურვებდი. მხოლოდ დავით ზირაქიშვილი და ირაკლი გიორგაძე გვაკლია. სავარჯიშოთ ბევრი დრო არ გვქონდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ გაწეული სამუშაოთი. სკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. იმედი მაქვს, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ.

ის რაც შარშან ნოემბერში შოტლანდიაში და მერე „ჩერჩილის“ თასზე მოხდა აღარ უნდა განმეორდეს. ეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა. წარუმატებელი თამაშის მიზეზი შესუსტებული შემადგენლობა და გამოუცდელობა იყო. ასევე ის არასტაბილურობა, რაც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს ახასიათებთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე ნაკრები, მისი მიზანი ახალგაზრდებისთვი გამოცდილების შეძენა იქნება“.

ხოსე ორენგო:“ მადლობას ვუხდით რაგბის კავშირს კარგი მასპინძლობითვის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართული რაგბის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მატჩში ვითამაშებთ. ჩვენი მიზანი მთავარი ნაკრებისთვის მოთამაშეების მომზადებაა. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება ითამაშონ მაღალ დონეზე. მორაგბეთა დიდი ნაწილი არგენტინის ჩემპიონატში გამოდის. დანარჩენები კი იტალიასა და საფრანგეთში თამაშობენ“.

დავით კაჭარავა:“ ჩვენთვის ამ მატჩს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი, რომ ქართული რაგბის 50 წლის იუბილეა და ამასთან „ჩერჩილის თასზე“ ცუდი გამოსვლის მერე გვეძლევა შანსი ყველას დავუმტკიცოთ, რომ გაცილებით მაღალ დონეზე თამაში გვეხერხება. არგენტინის ეს გუნდი „ჩერჩილის თასზე“ კარგად გამოვიდა და მათთან გამარჯვების შემთხვევაში გამოჩნდება, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია ვიდე ამერიკაში ვითამაშეთ“.

ამის მერე რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და კომპანია „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიზა ბაგრატიონმა ხელშეკრულება გააფორმეს.

გია ნიჟარაძე:“ რაგბის კავშირისთვის ეს ხელსეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია და ნათლად აჩვენებს თუ როგორ შეიძლება ორივე მხარისთვის მომგებიანი და სასურველი თანამშრომლობა. იმედია „ბადაგონის“ ეს ნაბიჯი თანამშრომლობისთვის სხვა კომპანიებსაც უბიძგებს“.

ლიზა ბაგრატიონი:“ პირველ რიგბში დიდი მადლობა ქართველ მორაგბეებს იმ სიხარულისთვის, რომელსაც ისინი ყოველთვის გვანიჭებენ. ჩვენ ჩამოვასხით საფერავის ღვინო, სპეციალურად ქართული რაგბის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი და ყველა ბოთლოდან შემოსული თანხა რაგბის განვითარებას მოხმარდება. ასე, რომ ვისაც ღვინო და ქართული რაგბი უყვარს შეუძლია ეს ღვინო შეიძინოს და ქართულ რაგბსაც დაეხმაროს“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
სასტარტო
1. დავით ხინჩაგიშვილი
2. აქვსენტი გიორგაძე
3. გოდერძი შველიძე
4. გიორგი ნემსაძე
5. ილია ზედგინიძე
6. გია ლაბაძე
7. გიორგი ჩხაიძე
8. მამუკა გორგოძე
9. ირაკლი აბუსერიძე
10. ლაშა მალაღურაძე
11. ირაკლი მაჩხანელი
12. თედო ზიბზიბაძე
13. დავით კაჭარავა
14. მალხაზ ურჯუკაშვილი
15. მერაბ კვირიკაშვილი
სათადარიგოები
16. ირაკლი ნატრიაშვილი
17. დავით ქუბრიაშვილი
18. ლევან დათუნაშვილი
19. რატი ურუშაძე
20. ბიძინა სამხარაძე
21. რევაზ გიგაური
22. ალექსანდრე თოდუა
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ

Posted by amikoshka on November 12, 2009

imgსაქართველოს მორაგბეთა ნაკრებები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ. დღეს 16:00 საათზე ლევან მაისაშვილის და ნიკო ჭავჭავაძის გაწვრთნილმა საქართველოს A ნაკრებმა „ლოკომოტივის“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა, მოგვიანებით კი ძირითად მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ტიმ ლეინის რაზმი ვარჯიშობდა. ავსტრალიელმა ეროვნული ნაკრები აქტიურად ავარჯიშა.

მზადების პროცესში თვითონაც ჩართული იყო და მისი ტონგელი თანაშემწე ჯონა ნამუც. ნაკრებმა რამდენიმე კომბინაცია დახვეწა, ხელით თამაშშიც ივარჯიშა და მერე, მეორე ნაკრებთან ერთად ითამაშა. თამაში უფრო პირობითად, რადგან ერთობლივი ვარჯიში ძირითადად კომბინაციების დახვეწას ემსახურებოდა. ტაქტიკურ წვრთნაში ტიმ ლეინი აქტიურად იყო ჩართული და ბიჭების გარჯით კმაყოფილიც ჩანდა. „ბორჯღალოსანთა“ თავკაცი გათამაშებული კომბინაციებით ნასიამოვნები დარჩა და რამდენჯერმე ხმამაღლაც წამოიძახა:“ შესანიშნავია, შესანიშნავი“…

გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდნენ ირაკლი მაჩხანელი და მალხაზ ურჯუკაშვილი, რომელთაც ტრავმები აწუხებთ და მთავარმა მწვრთნელმა მათი დატვირთვა არ ისურვა. მაჩხანელი და ურჯუკაშვილი მოედნის კიდესთან იდგნენ და მსუბუქად ითელებოდნენ. „ლოკომოტივზე“ საერთოდ არ გამოჩენილა მერაბ კვირიკაშვილი, რომელსაც სიცხე აქვს და სასტუმროში დარჩა.

მაჩხანელმა და ურჯუკაშვილმა დაგვაიმედეს, რომ ტრავმების მიუხედავად არგენტინის A ნაკრებთან თამაშს შეძლებენ. ნაკრების ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მატჩამდე გამოკეთებას მერაბ კვირიკაშვილიც მოასწრებს. წვრთნის დასრულების შემდეგ ირაკლი მაჩხანელს და მამუკა გორგოძეს გავესაუბრეთ.

ირაკლი მაჩხანელი:“ მატჩისთვის ოპტიმალური შემადგელობით ვემზადებით. ერთადერთი დავით ზირაქაშვილი გვაკლია რომელიც, რა თქმა უნდა, ნაკრებისთვის დიდი ძალაა. ჩვენ ვნახეთ არგენტინის ნაკრების თამაში და საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ. უმეტესობა ძირითად ნაკრებში თამაშზე აცხადებს პრეტენზიას და საკმაოდ მონდომებულები ითამაშებენ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. მატჩი სანახაობრივი გამოვა, თუმცა ჩვენთვის მთავარი შედეგია. მოგება გვინდა და იმედი გვაქვს, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“.

მამუკა გორგოძე:“ არგენტინას ძლიერი ნაკრები ჰყავს. ამას ისიც ემატება, რომ შეკრებაზე დიდხანს არიან და საკმაოდ შეთამაშებულები იქნებიან. ამ ნაკრებში ის მორაგბეები არიან, რომელთაც მთავარ გუნდში თამაშზე აქვთ პრეტენზია, ამიტომ ორმაგად მოტივირებულები ითამაშებენ. ასეთ დროს მოთამაშე ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გამოიჩინოს და მთავრ ნაკრებში გადავიდეს. დაძაბული მატი იქნება და შევეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ“.

საქართველოს A ნაკრები 13 ნოემბერს 18:00 საათზე უკრაინას ეთამაშება. ეროვნული ნაკრები კი იმავე მოედანზე 14 ნოემბერს 16 საათსა და 15 წუთზე არგენტინის მეორე ნაკრებს – “იაგუარებს” შეებმევა.

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ნაკრები არგენტინის A ნაკრებს უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდება

Posted by amikoshka on November 9, 2009

Georgia13 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა A ნაკრები უკრაინას ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდება. 14 ნოემბერს კი „ეროვნულზე“ დიდი რაგბია, საქართველოს ნაკრები არგენტინის A ნაკრებს მასპინძლობს. ჩვენი სტუმრები ისევე, როგორც ქართველი მორაგბეები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ. არგენტინელები სასტუმრო „რედისონში“ დაბინავდნენ, ტიმ ლეინის გაწვრთნილები კი სასტუმრო „შერატონში“ არიან.

არგენტინელ მორაგბეთა უმეტესობა საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს. საქართველოს ნაკრები კი მეტოქეს უძლიერესი შემადგენლობით შეერკინება. ტიმ ლეინის განკარგულებაში ყველა წამყვანი მოთამაშეა. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი საფრანგეთი), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული რუმინეთი), გოდერძი შველიძე (მონტობანი საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (კარკერენ იერი საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (მასი საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (მონპელიე საფრანგეთი) რატი ურუშაძე (ენისეი რუსეთი)
უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (ფარული რუმინეთი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (სენტ-ეტიენი საფრანგეთი), დავით კაჭარავა (ნიცა საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო საფრანგეთი), მალხაზ ურჯუკაშვილი (ფიჟაკი საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი საფრანგეთი)

არგენტინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: როდრიგო ბაესი (ლისეო არგენტინა), როდრიგო ბრუნო (ხოკეი დე ვილია მარია არგენტინა), უგო შიერანო (ტალა არგენტინა), მატიას კორტესე (ლისეო არგენტინა), გასტონ დე რობერტისი (რეგატას დე ბილია ვისტა არგენტინა), მარიანო გალარსა (უნივერსიტარიო დე ლა პლატა არგენტინა), ხუან გომესი (ლიდს კარნეგი ინგლისი), აგუსტინ გუსმანი (ტუკუმანი არგენტინა), პაბლო ენი (ბრივი საფრანგეთი), ბენხამინ მახომე (ტუკუმანი არგენტინა), იგნასიო პასმანი (ჩამპანიატი არგენტინა), ტომას როანი (ლა პლატა არგენტინა), ლეონარდო სენატორე (G.E.R არგენტინა), ალვარო ტეხედა (ოვერმახ პარმა იტალია), ფრანსისკო ნაუელ ტეტას ჩაპარო (ლა პლატა არგენტინა),
უკანა ხაზი: ბელისარიო აგულია (ინდუ არგენტინა), ფრანსისკო ალბარასინი (ლა პლატა არგენტინა), მიგელ აბრამოვიჩი (ასოსიასიონ ალუმნი არგენტინა), ტომას დე ვედია (s.l.c არგენტინა), ხუან პაბლო ესტელიესი (ატლეტიკო დე როსარიო არგენტინა), მარტინ ლანდახო (c.a.s.l. არგენტინა), ფრანსისკო ხოსე მერელიო (რეგატას დე ბელია ვისტა არგენტინა), იგნასიო მიერესი (სტად ფრანსე საფრანგეთი), ორასიო ალბერტო სან მარტინი (ტალა არგენტინა), ხოაკინ ტუკულეტი (ლოს ტილოს არგენტინა), მატიას ვიასო (ბურგუენი საფრანგეთი), მარტინ ბუსტოს მოიანო (კორდობა ატლეტიკი არგენტინა), სანტიაგო გონსალეს იგლესიასი (ასოსიასიონ ალუმნი არგენტინა)

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

ქართველი მორაგბეები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადებიან

Posted by amikoshka on November 4, 2009

img

საქართველოს რაგბის A ნაკრები მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. თბილისში, ქართული რაგბის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით  სამი საინტერესო მატჩი გაიმართება. საქართველოს მეორე ნაკრები, რომელიც ახლახალ შეიქმნა 6 ნოემბერს პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 13 ნოემბერს ჩვენები უკვე უკრაინელებს გაეჯიბრებიან. 14 ნოემბნერს კი ეროვნულ სტადიონზე დიდი რაგბია, საქართველოს ძირითადი ნაკრები არგენტინის A ნაკრებს შეერკინება.

არგენტინა მეორე გუნდით კი ჩამოდის, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყრის თავს. ესეც არ იყოს, არგენტინელთა მეორე გუნდთან ხუმრობა  ნამდვილად არ შეიძლება. ქართველი მორაგბეები შეკრებაზე უკვე გადავიდნენ. ლევან მაისაშვილი და ნიკო ჭავჭავაძე 28 მორაგბეს ავარჯიშებენ.

გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს და სასტუმრო “ბაზალეთშია” დაბინავებული. აქედან რვა მოთამაშე ლეგიონერია. ეროვნული ნაკრების კვართი კი ამ დრომდე 10 მორაგბეს აქვს მორგებული. 6 ნოემბერს პოლონეთთან დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18 საათზე დაიწყება.

საქართველოს A ნაკრები

პირველი ხაზი: კარლენ ასეიშვილი (ყოჩები), დავით მირცხულავა (ლელო), ვასილ კაკოვინი (ბრივი საფრანგეთი), ელიზბარ ყუფარაძე (მონლუსონი საფრანგეთი), ირაკლი ჭყონია (ლელო), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გიორგი ნაცარაშვილი (ლოკომოტივი)

მეორე ხაზი: კახაბერ უჩავა (ფარული რუმინეთი), დიმა პავლოვი (ფიჟაკი საფრანგეთი), ილია სურგულაძე (უნივერსიტეტი)

მესამე ხაზი: ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), გელა სირბილაძე (ბათუმი XV), შოთა საყვარელიძე (სენტ ეტიენი საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო), ლაშა თავართქილაძე (ფარული რუმინეთი), ბესო უდესიანი (სენტ ეტიენი საფრანგეთი)

უკანა ხაზი: გიორგი კაჭარავა (ლელო), ბიძინა სამხარაძე (ფარული რუმინეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო), მამუკა ნინიძე (ბათუმიXV), გიგა კორკელია (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), დავით ლოსაბერიძე (აჟენი საფრანგეთი), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი საფრანგეთი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ალექსანდრე ნიჟარაძე (ყოჩები), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

მწვრთნელები: ლევან მაისაშვილი ნიკო ჭავჭავაძე

6 ნოემბერი

საქართველო A – პოლონეთი

13 ნოემბერი

საქართველო A – უკრაინა

14 ნოემბერი

საქართველო – არგენტინა A

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

19-წლამდელმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულეს

Posted by amikoshka on November 1, 2009

imgსაქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის საუნივერსიტეტო ქალაქ კოიმბრაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან 3:16 დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.

ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანია და რუსეთი დაამარცხეს, იტალიასთან კი ვერას გახდნენ. ქართველთა 19-წლამდელებმა ჩემპიონობასთან ერთად 2010 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფის საგზურიც გაუშვა ხელიდან.შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სულ 8 ნაკრები თამაშობდა.

ევროპის 19-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატი. ფინალი პორტუგალია. კოიმბრა

საქართველო – იტალია 3:16

საქართველო: 15. უშანგი მჭედლიშვილი, 14. ზურაბ გოგუჩაძე, 13. დავით ლოსაბერიძე, 12. გიორგი ჯიმშელაძე, 11. გიორგი ჭუაძე, 10. გაგა სინაურიძე, 9. ჯიმი ღამბაშიძე; 1. თორნიკე ლომიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მენაბდიშვილი, 4. ერეკლე მეტრეველი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვასილ კვერნაძე, 7. ბექა ბიწაძე, 8. გიორგი ჭყოიძე.

სათადარიგოები: 16. მიხეილ ნარიაშვილი, 17. გიორგი გაბელია, 18. დავით ბარბაქაძე, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. რამაზ ჯინაშვილი, 21. ანზორ ყიფაშვილი, 22. ბაჩანა კოლელიშვილი, 23. ვანო გაბროშვილი, 24. ბადრი ფოფაძე, 25. გიორგი ტყეშელაშვილი, 26. ნოდარ ჭეიშვილი.

მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

მე-3 ადგილისთვის
ესპანეთი – რუსეთი 29:24
მე-5 ადგილისთვის
პორტუგალია – პოლონეთი 22:10
მე-7 ადგილისთვის
ბელგია – გერმანია 10:5

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »