სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘სხვადასხვა’ Category

ხელბურთელებმა სეზონი გახსნეს

Posted by amikoshka on October 26, 2010

გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში სტარტი აიღო საქართველოს კაც ხელბურთელთა 21-ე ჩემპიონატმა, რომელშიც 6 გუნდი – “სსაუ-თბილისი”, “ქარიშხალა”, “ქუთაისი”, “გორი”, “ბათუმი” და თსუ ჩაება.
საწყის ტურში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “სსაუ-თბილისმა” “ქარიშხალას” 37:32 მოუგო, “ქუთაისმა” “გორს” 48:41 სძლია, ხოლო თსუმ “ბათუმი” 38:31 დაამარცხა.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები 14-19 ნოემბერს გაიმართება.

worldsport.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

გიორგი ცივაძემ ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

Posted by amikoshka on October 26, 2010

ლეილა მესხის აკადემიის კორტებზე დასრულდა საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ვაჟ ჩოგბურთელთა შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ბათუმელი გიორგი ცივაძე და მე-2 ნომერი ნოდარ ითონიშვილი დაუპირისპირდნენ.

დაძაბულად წარმართული პირველი სეტი ითონიშვილის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მომდევნო ორ სეტში ცივაძემ გართულებამდე აღარ მიიყვანა საქმე – 6:7, 6:3, 6:1 მოიგო და ტურნირზე თავისი განთესვაც სრულად გაამართლა.

worldsport.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში

Posted by amikoshka on April 16, 2010

ორი დღის მანძილზე ბათუმის ტანვარჯიშის დარბაზში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ტანმოვარჯიშეებთან ერთად  უკონკურსოდ აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა.
ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ეროვნული ნაკრების წევრმა ქეთევან ბოლქვაძემ, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში მსოფლიო თასის I ეტაპზე.
კაცთა შორის პირველი ადგილი თბილისელმა პაატა ნოზაძემ დაიკავა, მეორეზე ბათუმელი გია საყვარელიძე გავიდა.
კაცებში მრავალჭიდში გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანელი ხალილ ბელი ახმედი.
გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა მათე ტაკიძემ.

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

Posted by amikoshka on April 16, 2010

საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზა აჭარის გუნდმა.

საერთო ჯამში, აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა ჩემპიონატზე 14 ოქროს, 9 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სპორტსმენებს დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ბათუმში გაიმართება.ჩემპიონატში სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ბულგარეთისა და საქართთველოს გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

http://www.adjaratv.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

თბილისი-2 0:3 ბათუმი

Posted by amikoshka on April 13, 2010

12 აპრილს დიდი ჯიხაიშის აგრარული კოლეჯის სპორტულ დარბაზში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური ქალ ფრენბურთელთა შორის. რეგულარული ჩემპიონატი ორ ტურად ტარდება, რის შემდეგაც გამოვლინდება 4 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ფლეი ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული ნახევარფინალში მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე და მესამეადგილოსნები კი ერთმანეთში გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას. ფინალური ტური 28-29 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც თბილისში ჩატარდა რეგულარულ გათამაშებას “თბილისი” ლიდერობს. საყურადღებოა, რომ თბილისელებმა დედაქალაქში სხვა მეტოქეებთან ერთად ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი დიდ ჯიხაიშის”ჯიკო” 3:0 დაამარცხეს. დიდი ჯიხაიშელები რევანშისთვის არიან განწყობილნი და წლეულს ამ გუნდებს შორის დიდი საჩემპიონო ბრძოლაა მოსალოდნელი.

ჩემპიონატში გუნდები კენტად (7) არიან და”თბილისს” 12 აპრილს დასვენება მოუწია. მისმა მთავარმა კონკურენტმა და მოქმედმა ჩემპიონმა”ჯიკომ” კი ახალგაზრდა ფრენბურთელებით დაკომპლექტებული”ქუთაისი” იოლად დაამარცხა. დანარჩენი შეხვედრებიც მოსალოდნელი სცენარით განვითარდა. საკმაოდ მოძლიერებულმა”ბათუმმა”, რომელმაც “ჯიკოს” ყოფილი მოთამაშეები დაიმატა “თბილისი 2”-ს იოლად მოუგო (3:0). შედარებით დაძაბული გამოდგა “ბოლნისისა” და “დუშეთის” დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება შედარებით გამოცდილ ბოლნისელებს დარჩათ (3:1).

http://www.sport.gov.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

დასავლეთში ლიდერი ქუთაისია

Posted by amikoshka on March 23, 2010

ქუთაისი-ბათუმი 27:26 (13:15)

ქუთაისი: შიშინაშვილი, მაისურაძე, გობეჯიშვილი, საჯაია, მამასახლისი, თეთრუაშვილი, დარსაველიძე, კვერნაძე, ძოძუაშვილი, ბოჭორიშვილი, ჯუღელი, თუთბერიძე, ლომიძე, ქარქაშაძე.

ბათუმი: მელაძე, ვინაგრადოვი, ურუშაძე, ქადაგიძე, ვარშანიძე, ხელაძე, ქავთარაძე, გოგიჩაიშვილი, კონცელიძე, წიტაიშვილი, სიხარულიძე, ნიკოლაიშვილი, ტოგონიძე.

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ხელბურთში საქართველოს მე-20 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური დასავლეთ ზონის გუნდებს შორის. გუშინ ერთმანეთს ”ქუთაისი” და ”ბათუმი” დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული თამაში თავიდან ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, შემდეგ ზღვისპირელები დაწინაურდნენ – 6:4 და ტაიმის ბოლომდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ. პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით 15:13 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა გუნდი უკეთ გამოიყურებოდა. კარგად ათამაშდნენ ქუთაისელთა ლიდერები ქარქაშაძე, საჯაია და მამასახლისი. მათი მონდომების შედეგად ანგარიში გათანაბრდა და თამაში უკვე ქულა ქულაში მიმდინარეობდა. რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა მასპინძელთა მეკარე შიშინაშვილმა, ბოლოს კი ქუთათურებმა იძალეს და ”ფაზისის” (26:25) მსგავსად, ”ბათუმიც” ერთბურთიანი სხვაობით – 27:26 დაამარცხეს.

გაზეთი ”ლელო”

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

დარბაზის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ოზურგეთში გაიმართა

Posted by amikoshka on February 28, 2010

ოზურგეთის სპორტის სასახლეში დასრულდა ფინალური ეტაპი საქართველოს ჩემპიონატში დარბაზის ჰოკეიში ქალთა გუნდებს შორის.

ჩემპიონატი ორ დღეს გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას საქართველოს ექვსი გუნდი იღებდა.

გუნდები ორ ქვეჯგუფად იყო დაყოფილი, I ქვეჯგუფში: ქუთაისის ,,უქიმერიონი”, ჩოხატაური და ქუთაისის სპორტსკოლა ასპარეზობდა, ხოლო II ქვეჯგუფში, ლანჩხუთი, ბათუმი და აფხაზეთი, აღსანიშანავია ისიც რომ აფხაზეთის გუნდი პირველად იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ჩემპიონატში.

საბოლოოდ ფინალური საგზური ქუთაისის ,,უქიმერიონმა” და ლანჩხუთის სპორტსკოლის გუნდებმა მოიპოვეს და გადამწყვეტი მატჩი მათ შორის შედგა, დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა რა საბოლოო ანგარიშით 3 – 1 ჩემპიონი ,,უქიმერიონი” გახდა. ტურნირზე მესამე ადგილი ჩოხატაურის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაოსათვის ბრძოლაში ბათუმელები 5-1 დაამარცხეს.

http://www.guriismoambe.com

Posted in სხვადასხვა | Leave a Comment »

საქართველოს დელეგაცია ვანკუვერის ოლიმპიადას ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიუძღვნის

Posted by amikoshka on February 14, 2010

ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკული მოვლენით დაიწყო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ვანკუვერში საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრი – 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ქუმარიტაშვილი საციგაო ტრასაზე ვარჯიშისას ციგიდან გადმოვარდა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა.  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით – ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ქართველი სპორტსმენის ხსოვნას მიეძღვნა, საქართველოს დელეგაცია კი გახსნაზე შავი სამკლავურებით და შავლენტიანი დროშით წარსდგა.
კანადაში მყოფი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის –  ნიკოლოზ რურუას განცხადებით – ტრაგედიის მიუხედავად, საქართველოს დელეგაცია გაიზიარებს საერთაშორისო ოლიმპიზმის პრინციპებს და ვანკუვერში დარჩება, ხოლო ქართველი სპორტსმენები თავის გამოსვლას ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიუძღვნიან.
21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილისათვის საბედისწერო ვანკუვერის ოლიმპიური საციოგაო ცენრტის – ”უისტლერის” ტრასა გამოდგა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და საშიშ ტრასად ითვლება. ქართველი სპორტსმენის ციგის სიჩქარე ტრაგედიამდე 145 კმ საათი გახლდათ. სამედიცინო პერსონალმა სპორტსმენს გადაუდებელი სარეანიმაციო დახმარება ჩაუტარა, შემდეგ კი ის ვერტმრფენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თუმცა, ექიმების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო – საავადმყოფოში მიყვანიდან ცოტა ხანში ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა.ქუმარიტაშვილი 5 მსოფლიო თასის მონაწილე იყო, მსოფლიო რეიტინგში კი 44-ე ადგილი ეკავა.
საერთაშორისო ოლიმპიური ოჯახი შეძრულია ქართველი მოციგავის დაღუპვის გამო. ერთობლივ განცხადებაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ), ვანკუვერის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაგუნდელებს. „მთელი ოლიმპიური ოჯახი შეძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც შავ ღრუბლად დააწვება წლევანდელ თამაშებს“, განაცხადა ”სეოკ”-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა.
მასთან ერთად განცხადებას ხელს აწერს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ფერლონგი: „თავზარდაცემული ვართ ამ ტრაგედიის გამო და სეოკ-თან ერთად თანაგრძნობას ვუცხადებთ სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს; სპორტსმენისა, რომელიც ვანკუვერში ჩამოვიდა, რათა თავისი ოლიმპიური ოცნება აესრულებინა.“
დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტიც, რომლის თქმით, მთელი საციგაო ოჯახი შეძრულია მომხდარი ტრაგედიის გამო და თავისი ფიქრებით დაღუპულის ახლობლებთან არის. მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის გარემოებათა დადგენის მიზნით.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მომხდარის გამო თანადგომას მსოფლიოს არაერთი ოლიმპიური კომიტეტი უცხადებს.

www.sport.gov.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

2009 წლის აჭარის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დასახელდნენ

Posted by amikoshka on February 5, 2010

2010 წლის 29 იანვარს სასტუმრო ”ერა პალასში” გაიმართა აჭარის 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენისა და მწვრთნელის დაჯილდოება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაასახელა 2009 აჭარის წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი

საუკეთესო სპორტსმენი:

• მინდია წულუკიძე – ბ/რომაული ჭიდაობა – ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები);
• ფირუზ წულუკიძე – ბ/რომაული ჭიდაობა – ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები);
• არჩილ თურმანიძე – ბ/რომაული ჭიდაობა – მსოფლიოს (III) და ევროპის (II) პრიზიორი;
• ქემალ ხარაბაძე – ბ/რომაული ჭიდაობა – ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი – ახალგაზრდები, საქართველოს ჩემპიონი;
• შმაგი ბოლქვაძე – ბ/რომაული ჭიდაობა – ევროპის ვერცხლის პრიზიორი (ჭაბუკები);
• ლაშა დოლიძე – ბ/რომაული ჭიდაობა – ევროპის ვერცხლის პრიზიორი (ჭაბუკები);
• სალომე მელია – ჭადრაკი – ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი; კანადის, იტალიის, რუსეთის, რუმინეთისა და თურქეთის საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი;
• გურამ კუტუბიძე – ტაეკვონდო – ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (ჭაბუკები);
• ვილიამინ ალექსიძე – ძალოსნობა – ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები);
• ამირან პაპინაშვილი – ძიუდო – მსოფლიოს თასის მფლობელი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი.

საუკეთესო მწვრთნელი:

• ლევან შავაძე – ბ/რომაული ჭიდაობა;
• დიმიტრი ქინქლაძე – ბ/რომაული ჭიდაობა;
• ავთანდილ აბულაძე – ბ/რომაული ჭიდაობა;
• მურმან ბერიძე – ბ/რომაული ჭიდაობა;
• აბესალომ ბასილია – ძალოსნობა;
• ლევან მგელაძე – რაგბი;
• სულიკო ფეიქრიშვილი – ძიუდო;
• აკაკი ცენტერაძე – ტაეკვონდო;
• თამაზ ფუტკარაძე – მშვილდოსნობა.

http://www.moecs.ge

Posted in სხვადასხვა | Leave a Comment »

ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Posted by amikoshka on January 26, 2010

ტალინში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილი, რომელიც პირველი დღის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო, მეორე დღესაც კარგად გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ელენემ მოკლე პროგრამის შემდეგ 60.82 ქულა დააგროვა და საკმაოდ დიდი შანსი მიიღო მედლის მოსაპოვებლად. სასიამოვნოა, რომ ქართველმა მოციგურავემ ეს შანსი გამოიყენა 164.54 ქულა დააგროვა და საქართველოს არსებობის ისტორიაში ფიგურულ სრიალში პირველი მედალი მოუპოვა.ელენემ ტექნიკური ელემენტების შესრულებისთვის 50.20 ქულა მიიღო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი 53.52 ქულა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ევროპის ჩემპიონი კი იტალიელი კაროლინა კოსტნერი გახდა.

ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში

1. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 173.46

2. ლაურა ლეპისტო (ფინეთი) 166.37

3. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 164.54

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »