სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘ძალოსნობა’ Category

კუზილოვი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

Posted by amikoshka on December 1, 2009

კორეის ქალაქ გოიანგში დასრულებულ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 29 ნოემბერს საქართველოს ნაკრების წევრმა 105 კგ წონით კატეგორიაში – ალბერტ კუზილოვმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კუზილოვმა 187 კგ აიტაცა და 221 კგ აკრა, ჯამში კი 408 კილოგრამი მოაგროვა და მესამე პოზიციას დასჯერდა. მსოფლიოს ჩემპიონი ამ წონაში 421 ქულით პოლონელი მარჩინ დოლეგა გახდა, ვერცხლს კი 416 კგ-თი რუსი დიმიტრი ლაპიკოვი დაეუფლა.

დღესვე 105 კგ-ში გია მაჭავარიანი მე-8 იყო, +105-ში კი ირაკლი თურმანიძე მე-13.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. კორეა, გოიანგი

29 ნოემბერი

105 კგ

1. მარჩინ დოლეგა (პოლონეთი) – 421 კგ (195+226)
2. დიმიტრი ლაპიკოვი (რუსეთი) – 416 კგ (194+222)
3. ალბერტ კუზილოვი (საქართველო) – 408 კგ (187+221)
8. გია მაჭავარიანი (საქართველო) – 390 კგ (180+210)

+ 105 კგ

1. კვონ იონ ანი (კორეა) – 445 კგ (198+247)
2. არტიომ უდაჩინი (უკრაინა) – 445 კგ (200+245)
3. აბდელ რაჰმან მოჰამედი(ეგვიპტე) – 415 კგ (185+230)
13. ირაკლი თურმანიძე (საქართველო) – 380 კგ (175+205)

Advertisements

Posted in ძალოსნობა | Tagged: | Leave a Comment »

ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატს იწყებენ

Posted by amikoshka on November 26, 2009

კორეის ქალაქ გოიანგში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ფიცარნაგზე პირველი ქართველი ძალოსანი გავა. გოიანგში თემურ გოგია (94) მოსინჯავს ძალებს. მის წონაში 30 სპორტსმენი გამოდის.
ქართველი C-ჯგუფშია მოხვედრილი, სადაც 10 ძალოსანია, დანარჩენი 20 შტანგისტი კი A და B ჯგუფშია გადანაწილებული. 29 ნოემბერს გია მაჭავარიანი (105) და ალბერტ კუზილოვი (105) გამოვლენ, ამავე დღეს შტანგას მძიმე წონოსანი ირაკლი თურმანიძეც შეეჭიდება.

Posted in ძალოსნობა | Tagged: | Leave a Comment »

გიორგი ლომთაძე ევროპის ჩემპიონია

Posted by amikoshka on September 10, 2009

imgისრაელში მიმდინარე კადეტ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია 62 კილოგრამ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ლომთაძემ. 16 წლის გიორგი ლომთაძემ ყველა მეტოქეს აჯობა და ჯამში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ძალოსანმა 10 კილოგრამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ სპორტსმენს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 4 სპორტსმენით ასპარეზობს. დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

http://www.SPORTANDYOUTH.com

Posted in ძალოსნობა | Tagged: | Leave a Comment »

დავით გოგიას მეხუთე ადგილი

Posted by amikoshka on August 2, 2009

6986a1e81f542354ბათუმელმა ძალოსანმა დავით გოგიამ (105 კგ.) შვედეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველთაგან საუკეთესო,  მეხუთე ადგილი დაიკავა. ატაცში გოგიამ 146 კგ, უპრობლემოდ ასწია, 151 კგ აწევისათვის ორი ცდა დასჭირდა. მეორე განყოფილებაში გოგიამ პირველ ჯერზე 178 კგ.,  მეორეზე 182 კგ.  აჰკრა, 186 კი დაუძლეველი აღმოჩნდა.

Posted in ძალოსნობა | Tagged: | Leave a Comment »