სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘ძიუდო’ Category

ჭრიკიშვილი ფინალშია, შინჯიკაშვილი – რეპეშაჟის ფინალში

Posted by amikoshka on October 23, 2010

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მაროკოს ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 მედალი გაინაღდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალშია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრაში იაპონელ იუიჩი კიტანოს დაეჭიდება.
მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს არჩილ შინჯიკაშვილს (90 კგ). იგი რეპეშაჟის ფინალშია და ბრინჯაოსთვის უნგრელ გაბორ ვერს შეხვდება.
დღესვე ტატამზე გიორგი მერმანიშვილი (81 კგ), გიორგი ნოზაძე (90 კგ) და შორენა შარაძეც (63 კგ) გავიდნენ. მერმანიშვილმა მე-7 ადგილი დაიკავა, ნოზაძემ პირველსავე წრეში წააგო, შარაძე კი მე-2 წრიდან დაემშვიდობა ჩემპიონატს

http://www.worldsport.ge

Posted in ძიუდო | Tagged: | Leave a Comment »

ძიუდო – საქართველოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი

Posted by amikoshka on November 8, 2009

img

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ, 6-7 ნოემბერს საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ჩემპიონატს უმასპინძლა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 6 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, 7 ნოემბერს კი 81, 90, 100 და მძიმე წონითი კატეგორიების ძიუდოისტებმა მოირგეს კიმომნოები.
მედლებისთვის ბრძოლაში საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი წესების თანახმად, ტატამზე მხოლოდ ერთი მსაჯი მუშაობდა. თანამსაჯები კი შეხვედრას გვერდიდან ადევნებდნენ თვალს და ხშირად კორექტივებიც შექონდათ ტატამის მსაჯის გადაწყვეტილებაში.
60 კილოგრამში ყველას ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პაატა მერებაშვილმა აჯობა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე შიდა ქართლის გუნდის სახელით გამოვიდა. 66 კილოგრამში ჩემპიონი იმერელი ზურაბ შარვაშიძე გახდა, ხოლო 73-ში – შიდა ქართლელი ზვიად ბაზანდარაშვილი.
7 ნოემბერს 81 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი მცხეთა-მთიანეთის გუნდის წევრი, გიგა წიკლაური გახდა, დაძაბული გამოდგა 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, არჩილ შინჯიკაშვილმა, რომელიც ქვემო ქართლის გუნდის სახელით ჭიდაობდა, იმერელ ლაშა გურულს დამატებით დროში აჯობა.
81 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი მცხეთა-მთიანეთის გუნდის წევრი, გიგა წიკლაური გახდა. 100-ში კი ყველას ქვემოქართლელმა ტატო მუკვანმა აჯობა.5-6 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატი უკვე უფროსებს შორის ჩატარდება.

img

60 კგ
1 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)
2 ამირან პაპინაშვილი (აჭარა)
3 ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)
3 მიხეილ მეკოკიშვილი (კახეთი)
66 კგ
1 ზურაბ შარვაშიძე (იმერეთი)
2 აკაკი ლობჟანიძე (კახეთი)
3 ბექა ბერიაშვილი (რაჭა-ლეჩხუმი)
3 დიმიტრი აზნარაშვილი (თბილისი)
73 კგ
1 ზვიად ბაზანდარაშვილი (შიდა ქართლი)
2 ზურაბ ნოზაძე (რაჭა-ლეჩხუმი)
3 ზვიად კაპანაძე (შიდა ქართლი)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)
81 კგ
1 გიგა წიკლაური (მცხეთა-მთიანეთი)
2 იოსებ ჩილინდრიშვილი (შიდა ქართლი)
3 ნოდარ კუდუხაშვილი (შიდა ქართლი)
3 ზაზა დავაძე (ქვემო ქართლი)
90 კგ
1 არჩილ შინჯიკაშვილი (ქვემო ქართლი)
2 ლაშა გურული (იმერეთი)
3 ბექა ბიქოშვილი (კახეთი)
3 ონისე ბუღაძე (თბილისი)
100 კგ
1 ტატო მუკვანი (ქვემო ქართლი)
2 მალხაზ ნიჟარაძე (იმერეთი)
3 ამირან წაქაძე (იმერეთი)
3 შავლეგო ბერუაშვილი (აჭარა)
 +100 კგ
1 ლევან მუქერია (თბილისი)
2 მირიან გონჯილაშვილი (კახეთი)
3 უშანგი კოკაური (შიდა ქართლი)
3 სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი)

Posted in ძიუდო | Tagged: | Leave a Comment »

2 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს ბაქოდან

Posted by amikoshka on October 13, 2009

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს “მსოფლიოს თასი” 8 მედლით და გუნდური მე-2 ადგილით დაასრულა. ტურნირის მეორე დღეს. 11 ოქტომბერს ტატამზე ამირან ტოტიკაშვილის 17-კაციანი შემადგენლობის დარჩენილი 8 წევრი გავიდა და მათგან 5-მა სამეულში შესვლა მოახერხა.

“მსოფლიოს თასი” წაუგებლად ლაშა გუჯეჯიანმა (+100 კგ) ჩაამთავრა. ქართველმა მძიმეწონოსანმა საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე იპონებით დაამარცხა. ამავე წონაში ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამშიც 2 ქართველი შევიდა საპრიზო სამეულში.

გრიგოლ მამრიკიშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა, მინდია ბოდაველი – ბრინჯაოს. 100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანიც მესამეზე გავიდა. უმედლოდ კი ხვიჩა ხუციშვილი (81 კგ), საბა გავაშელიშვილი და ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ) დარჩნენ.

img

“მსოფლიოს თასი”. ბაქო10-11 ოქტომბერი

60 კგ

1 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

2 ვუგარ შირინლი (აზერბაიჯანი)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ანატოლი ლასკუტა (უკრაინა)

66 კგ

1 ტარიან კარიმოვი (აზერბაიჯანი)

2 სარხან ახმადოვი (აზერბაიჯანი)

3 იორდან ამორო (საფრანგეთი)

3 ვოლოდიმირ როგალსკი (უკრაინა)

73 კგ

1 ზაზა კედელაშვილი (საქართველო)

2 დავით კუპრაშვილი (საქართველო)

3 ჰიროიუკი აკიმოტო (იაპონია)

3 დმიტრო შერეტოვი (უკრაინა)

81 კგ

1 ელხან რაჯაბლი (აზერბაიჯანი)

2 ანტუან ჯანინი (საფრანგეთი)

3 ვიტალი დუდჩიკი (უკრაინა)

3 არსენ პშიმახოვი (რუსეთი)

90 კგ

1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

2 გრიგოლ მამრიკიშვილი (საქართველო)

3 მინდია ბოდაველი (საქართველო)

3 რომენ ბუფე (საფრანგეთი)

100 კგ

1 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)

2 დავიდ ბიტიევი (რუსეთი)

3 ლევან ჟორჟოლიანი (საქართველო)

3 არტურ ხურსინოვი (რუსეთი)

+100 კგ

1 ლაშა გუჯეჯიანი (საქართველო)

2 მაციეჟ სარნაკი (პოლონეთი)

3 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 რენატ საიდოვი (რუსეთი)

გუნდური ჩათვლა

1 აზერბაიჯანი 3 2 0 1 5

2 საქართველო 2 2 4 5 0

3 რუსეთი 2 1 3 3 1

4 საფრანგეთი 0 1 2 3 0

5 პოლონეთი 0 1 0 0 3

6 უკრაინა 0 0 4 1 4

7 იაპონია 0 0 1 0 0

8 თურქეთი 0 0 0 1 0

9 ბელარუსი 0 0 0 0 1

Posted in ძიუდო | Tagged: | Leave a Comment »

ბაქოს “მსოფლიოს თასზე” ქართველ ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

Posted by amikoshka on October 7, 2009

11111საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა ბაქოს “მსოფლიოს თასზე” წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. უკვე მე-5 დღეა, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა თბილისში, სასტუმრო “ბატესტაშია” დაბანაკებული და საერთაშორისო ტურნირისთვის დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ემზადება. ტოტიკაშვილმა აზერბაიჯანში წასაყვანად 18 ძიუდოისტი გაამზადა. ბაქოში გუნდს ამირან ტოტიკაშვილი და გურამ მოდებაძე ჩაიყვანენ. “მსოფლიოს თასი” 10-11 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები

60 კგ

ამირან პაპინაშვილი

სოსო ნიჟარაძე

66 კგ

სანდრო იაკობაშვილი

გიორგი ფერსაშვილი

ლევან ჩუბინიძე

73 კგ

ზაზა კედელაშვილი

მიხეილ ხომიზური

დავით კუპრაშვილი

81 კგ

ხვიჩა ხუციშვილი

90 კგ

გრიგოლ მამრიკიშვილი

საბა გავაშელიშვილი

ზვიად გოგოჭური

მინდია ბოდაველი

100 კგ

ირაკლი ცირეკიძე

ლევან ჟორჟოლიანი

+100 კგ

ადამ ოქრუაშვილი

ალექსი დავითაშვილი

ლაშა გუჯეჯიანი

მთავარი მწვრთნელი: ამირან ტოტიკაშვილი

Posted in ძიუდო | Tagged: | Leave a Comment »

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

Posted by amikoshka on August 25, 2009

img საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ჰოლანდიაში გაემგზავრა, მსოფლიოს ჩემპიონატზე საჭიდაოდ. 2009 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრს ქალაქი როტერდამი 26-30 აგვისტოს უმასპინძლებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა მსოფლიოს პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა დასკვნით ბორჯომულ შეკრებაზე დაასახელა, რომელიც ნაკრების გაფართოებულმა შემადგენლობამ 23 აგვისტოს დასრულდა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჰოლანდიურ ტატამზე ქართული გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი, ნესტორ ხერგიანი გავა, 66 კილოგრამში ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი (66 კგ) იჭიდავებს. ეს ორი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატში 26 აგვისტოს ჩაერთვება. 27, 28 და 29 აგვისტოს, მამაკაცთა მხოლოდ თითო წონაში გათამაშდება მედლები და საქართველოს ღირსებას დავით ქევხიშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) დაიცავენ. ჩემპიონატის ბოლო დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდება.
ამ წონებში ირაკლი ცირეკიძე და ზვიად ხანჯალიაშვილი იჭიდავებენ. შეგახსენებთ, რომ ცირეკიძე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. 2007 წელს მან რიო დე ჟანეიროში 90 კილოგრამში მოიპოვა ოქროს მედალი. ამავე წონაში მოიგო შარშან, პეკინის ოლიმპიური თამაშები. 100 კილოგრამში კი მიმდინარე სეზონში აინაცვლა და როტერდამული მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის სადებიუტო დიდი შეჯიბრია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ – ნესტორ ხერგიანი
66 კგ – ზაზა კედელაშვილი
73 კგ – დავით ქევხიშვილი
81 კგ – ლევან წიკლაური
90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
100 კგ – ირაკლი ცირეკიძე
+ 100 კგ – ზვიად ხანჯალიაშვილიმთავარი მწვრთნელი: შოთა ხაბარელი

http://www.SPORTANDYOUTH.ge

Posted in ძიუდო | Leave a Comment »