სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘ჭადრაკი’ Category

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ვიზიტი ბათუმში

Posted by amikoshka on April 4, 2010

19-29 სექტემბერს ბათუმში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. აღნიშნული ჩემპიონატის მაღალორგანიზებულად ჩატარებისთვის ბათუმში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი სლოვენიელი ბორის კუტინი და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური. 19 საათზე ჭადრაკის სასახლეში გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

მოჭადრაკე მირანდა მიქაძე სპორტული წარმატებისთვის დააჯილდოვეს

Posted by amikoshka on March 7, 2010

სპორტული წარმატებისთვის ბათუმელი მოჭადრაკე მირანდა მიქაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა.

მირანდა მიქაძე ჭადრაკში 20 წლამდე ასაკის ქალთა შორის საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია. მათე ტაკიძემ 20 წლის სპორტსმენს საჩუქრად ლეპტოპი გადასცა და წარმატებები უსურვა.

მირანდა მიქაძე 2003-2005 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აქვს საერთაშორისო ოსტატის წოდება. იანვარში ქუთაისში ქალთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კი მე-4 ადგილზე გავიდა.

მირანდა მიქაძე

დაიბადა 1989 წელს ქალაქ ბათუმში. ჭადრაკში მეცადინეობა დაიწყო 9 წლის ასაკში გურამ ჭანტურიას, შემდგომ წლებში ფელიქს მელქონიანის, ისიდორე გოგეშვილისა და ლეონიდ ნეურონოვის ხელმძღვანელობით. იგი საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. 2003-2005 წლებში მოიპოვა მსოფლიოსა (16 წლამდე) და ევროპის (14 წლამდე) ვერცხლის მედლები. 2007 წელს მიენიჭა საერთაშორისო ოსტატის წოდება. ამჟამად მირანდა მიქაძე ინტესიურად ემზადება მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | 3 Comments »

სალომე მელიას გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 67-ე ჩემპიონატი

Posted by amikoshka on January 26, 2010

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა საქართველოს 67–ე ქალთა შორის.

ჩემპიონატში ძირითადად 2 მონაწილეს სალომე მელიასა დ ანინო ხურციძეს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა უძლიერესის ტიტულისათვის… ოქროს მედლის მფლობელიც ბოლო ტურში გაირკვა. მელიამ შესძლო გადამწყვეტ ტურში თანაქალაქელ ნინო ბაციაშვილის დამარცხება, ხოლო ხურციძე მასპინძელთა წარმომადგენელ მერი არაბიძეს დაუზავდა.

საბოლოოდ, 13 შესაძლებლობიდან 10 ქულით ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის პირველად მოიპოვა სალომე მელიამ. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ნინო ხურციძემ. 8,5 ქულით მესამე საფეხურს შარშანდელი ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი დაეპატრონა.

მეცამეტე ტური:

ხუხაშვილი 1 –0 ლომინეიშვილი მელია 1 – 0 ბაციაშვილი ხოტენაშვილი 1–0 ფურცელაძე წაწალაშვილი 0,5:0,5 მიქაძე არაბიძე 0,5:0,5 ხურციძე ხურცილავა 0 –1 წერეთელი გავაშელი 1 –0 ძაგნიძე

ტექნიკური შედეგები:

1,მელია – 10 ქულა 2ხურციძე – 9,5 ქულა 3. ლომინეიშვილი – 8,5 ქულა 4–5. მიქაძე,წერეთელი –7,5 6. ხოტენაშვილი – 7 ქ. 7–10.ბაციაშვილი, ხუხაშვილი,არაბიძე,წაწალაშვილი – 6,5ქ. 11. ფურცელაძე –5ქ. 12.ძაგნიძე – 4ქ. 13.გავაშელი – 3ქ. 14.ხურცილავა – 1ქ.

საპრიზო ფონდი:

1 ადგილი – 4 000 ლარი; 2. ადგილი – 3 500 ლარი; 3.ადგილი – 3 000 ლარი; 4. ადგილი – 2 000 ლარი; 5. ადგილი – 1000 ლარი.

http://www.gcf.org.ge

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

ახალგაზრდა მოჭადრაკეები მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

Posted by amikoshka on November 10, 2009

img11 ნოემბრიდან თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტს აიღებს და 23 ნოემბრამდე გასტანს მსოფლიოს ასაკობრივი (8,10,12,14,16,18 წწ.) ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის. პირველობა შვეიცარიული სისტემით – 9 ტურად ჩატარდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოდან მონაწილეობას სულ 32 მოჭადრაკე მიიღებს. მათ შორის არიან მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში – ნაზი პაიკიძე, სოფიკო გურამიშვილი, ქეთი წაწალაშვილი, მერი არაბიძე, მარიამ დანელია დავით ბენიძე. დელეგაციას დავით გურგენიძე უხელმძღვანელებს, მწვრთნელები კი ლაშა ჯანჯღავა და გიორგი მაჭარაშვილი არიან. ანტალიაში გამგზავრების წინ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჭადრაკის სასახლეში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენმციაზე ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ ასაკობრივი ნაკრების წევრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატები უსურვა.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

Posted by amikoshka on November 1, 2009

imgსაქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებული ევროპის გუნდური ჩემპიონატი მარცხის გარეშე განვლო, თუმცა, ეს მხოლოდ ვერცხლის მედლების მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი.ტურნირის დასკვნით ტურში ქართველებმა რუმინეთს 2.5:1.5 სძლიეს და 9 შეხვედრაში 7 გამარჯვება და 2 ყაიმი მოუგროვდათ.

ჩვენი გუნდის დარად, 16 ქულა აღმოაჩნდა რუსეთის ნაკრებს, რომელმაც ერთადერთი დაპირისპირება სწორედ ჩვენს გუნდთან დათმო, 8 მატჩი კი მოიგო და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გავიდა.ევროპის ჩემპიონატზე ნინო გურიელის კაპიტნობით მოთამაშე საქართველოს ნაკრების ღირსებას ხუთი მოჭადრაკე იცავდა, რომელთა მონაგარიც ასეთი გახლდათ: ნანა ძაგნიძე (4 ქულა 8 პარტიაში), ლელა ჯავახიშვილი (5.5-7), სოფიკო ხუხაშვილი (5-7), ნინო ხურციძე (3-6), ბელა ხოტენაშვილი (6.5-8).

აღსანიშნავია, რომ ნაკრების დებიუტანტმა ხოტენაშვილმა 8 ტურში მოგროვებული 6.5 ქულით არაერთ სახელოვან მოჭადრაკეს აჯობა და საერთო ჩათვლაში, რუსეთის გუნდის ლიდერ ნადეჟდა კოსინცევას შემდეგ, მეორე გახლდათ. ამ უკანასკნელმა 9 ტურში 8 ქულა მიითვალა და ფენომენალური შედეგი აჩვენა.

თავი ვერაფრით გამოიჩინა საქართველოს ვაჟთა გუნდმა, რომელიც 4 ტურის თავზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობით პირველ პოზიციაზე გახლდათ, დარჩენილ ხუთ ტურში კი ვერცერთი (!) გამარჯვება ვერ მოიპოვა.დასვნით შეხვედრაში ქართველები რეიტინგში გაცილებით დაბლა მდგარ ნორვეგიას დაუზავდნენ და საბოლოოდ, 10 ქულით მე-13 საფეხურზე აღმოჩნდნენ.

ვაჟთა ნაკრების კაპიტანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე გახლდათ, მოთამაშეთა მონაგარი კი ასეთი იყო: ბაადურ ჯობავა (5-9), მიხეილ მჭედლიშვილი (2.5-6), ლევან ფანცულაია (4-7), მერაბ გაგუნაშვილი (3.5-7), თორნიკე სანიკიძე (4-7). ვაჟთა ჩემპიონატში ოქროს მედლები აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც რუსებს ბოლო ტურში გადაასწრო. ბრინჯაო კი, ქალთა ტურნირის მსგავსად, უკრაინის გუნდმა დაისაკუთრა.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

ქალთა ნაკრები ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

Posted by amikoshka on October 29, 2009

naslov_eng

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ისრაელს შეხვდა და თეთრი ფიგურებით 3:1 მოუგო. ვაჟთა ნაკრებმა კი 1.5:2:5 წააგო რუსეთის ნაკრებთან. ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც  დამარცხება არა აქვს.
ქართველი მოჭადრაკეები 12 ქულით პირველ-მეორე ადგილს რუსეთის ნაკრებთან იყოფენ. მე-8 ტურში ჩვენი მოჭადრაკეების მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება, რომელიც შედეგიანობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა, რადგან უკვე სამი წაგება დაუგროვდა. მე-8 ტურში ვაჟების მეტოქე ისრაელია.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ნოვი სადი (სერბეთი). მე-7 ტური
კაცები

რუსეთი – საქართველო                         2.5:1.5
პიოტრ სვიდლერი-ბაადურ ჯობავა         0.5:0.5
მიხეილ მჭედლიშვილი-ალექსანდრ მოროზევიჩი0:1
ევგენი ალექსეევი-ლევან ფანცულაია    0.5:0.5
მერაბ გაგუნაშვილი-ევგენი ტომაშევსკი0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა

11 – რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი.
10 – უკრაინა, პოლონეთი, ჰოლანდია.
9 – უნგრეთი, ესპანეთი, საქართველო, შვეიცარია, ისრაელი.
8 – საფრანგეთი, გერმანია, სერბეთი 1, რუმინეთი, დანია ჩეხეთი.
7 – სლოვენია, ინგლისი, საბერძნეთი, ავსტრია, ნორვეგია.
6 – ჩერნოგორია, ბულგარეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი 2, მაკედონია, ლიტვა.
5 – თურქეთი, ფინეთი, იტალია.
4 – ისლანდია, ბელგია, უელსი.
3 – ლუქსემბურგი.
2 – შოტლანდია.
1 – მონაკო.

ქალები
ისრაელისაქართველო                        1:3
ბელა იგლა  – ნანა ძაგნიძე                         0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი – ელა პიტამი            1:0
ოლგა ვასილევა  – სოფიკო ხუხაშვილი  0.5:0.5
ბელა ხოტენაშვილი – მაია პორატი           1:0

სატურნირო მდგომარეობა

12 – რუსეთი, საქართველო.
10 – სომხეთი, ჩეხეთი, უკრაინა.
9 – აზერბაიჯანი.
8 – სლოვენია, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ესპანეთი, ისრაელი, ბულგარეთი.
7 – პოლონეთი, ჰოლანდია, უნგრეთი, გერმანია.
6 – იტალია, ხორვატია, ჩერნოგორია.
5 – სერბეთი, ავსტრია.
4 – ინგლისი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი.
3 – ნორვეგია, ფინეთი.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | 1 Comment »

მოჭადრაკეებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

Posted by amikoshka on October 23, 2009

img.phpსერბეთის ქალაქ ნოვი სადში მოჭადრაკეთა ევროპის მე-17 გუნდური ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ორივე ნაკრებმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა. ვაჟთა ნაკრებმა შავი ფიგურებით  ფინეთს 2,5:1,5 აჯობა. ქალებმა კი ჩეხები დაამარცხეს 3:1.
საინტერესოა, რომ ორივე ნაკრების ლიდერი დამარცხდა. ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ იმარჯვეს, მერაბ გაგუნაშვილი ყაიმს გამორჩა, ხოლო ნაკრების პირველმა ნომერმა ბაადურ ჯობავამ წააგო. ქალებიდან ლელა ჯავახიშვილმა, სოფო ხუხაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა იყოჩაღეს, ჩვენი ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე კი მოულოდნელად დამარცხდა.
ვაჟები მეორე ტურში ისევ შავი ფიგურებით ითამაშებენ, ამჯერად საფრანგეთთან. ქალები კი თეთრი ფიგურებით,  ტურნირზე პირველი რეიტინგის მქონე რუსეთს გაეჯიბრებიან.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

სამაია მესამეა

Posted by amikoshka on October 11, 2009

DEF00666-BB38-4D52-8ADE-37B854E55576Копия samaia-tasiოჰრიდში გამართულ ევრო–თასის გათამაშების ფინალურ 7 ტურში თბილისის სამაიამ ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა პოლონეთის ვროცლავის ‘POLONIA VOTUM’
მაია ჩიბურდანიძემ დაამარცხა ივეტა რახლიჩი, ლელა ჯავახიშვილმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა იოლანტა ზავადკასთან, მაია ლომინეიშვილმა კარინა შეპკოვსკასთან, ხოლო სოფიკო ხუხაშვილმა მონიკა კრუპასთან განიცადა მარცხი.
ამრიგად, ბოლო ტურის შემდეგ ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
ვიდნოეს Spartak – 12 ქულა
მონტე – კარლოს Cercle d’Echecs – 9 ქულა
თბილისის სამაია – 9 ქულა
ქართველი მოჭადრაკეების საბოლოო შედეგები:
მაია ჩიბურდანიძე – 3,5(6)
ლელა ჯავახიშვილი – 4 (7)
მაია ლომინეიშვილი – 2 (5)
სოფიკო ხუხაშვილი – 3,5(6)
სალომე მელია – 2 (4)
ყველაზე მაღალი პერფომანსი გუნდში მაია ჩიბურდანიძეს ჰქონდა, დაბალი – მაია ლომინეიშვილს 2367.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

სამაია დაწინაურდა

Posted by amikoshka on October 7, 2009

III ტურის შეხვედრაში სამაია ჩემპიონატის ერთ–ერთ ფავორიტს ვიდნოეს ‘Spartak’ დაუზავდა და კვლავ მიუწვდომელია მეტოქეებისათვის.

ყაიმით დაასრულეს შეხვედრები:

ჩიბურდანიძე – სტეფანოვა

ჯავახიშვილი – კოსინცევა

ლომინეიშვილი – ლაჰნო

ხუხაშვილი – ოვოდი.

ყაიმით დაასრულა შეხვედრა მონტე–კარლოს ‘Cercle d’Echecs’ სარატოვის ‘Economist-SGSEU’.

II – VI ადგილებს 4 ქულით ინაწილებენ:

ვიდნოეს ‘Spartak’ , მონტე–კარლოს ‘Cercle d’Echecs’, პოდგორიცას T-com, სარატოვის ‘Economist-SGSEU’ და ვროცლავის Polonia Votum .

IV ტურში ჩვენების მეტოქე Economist-SGSEU იქნება.

ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:

მაია ჩიბურდანიძე – 1,5 (3)

ლელა ჯავახიშვილი – 2,5(3)!

მაია ლომინეიშვილი – 0,5(2)

სოფიკო ხუხაშვილი – 1,5(2)

სალომე მელია – 1,5(2)

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

”სამაია” – ერთპიროვნული ლიდერი

Posted by amikoshka on October 6, 2009

B234D889-8427-4859-839F-A368C7BBB830chess-samaia1მაკედონიის ოჰრიდში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატს 2 ტურის შემდეგ თბილისის სამაია ლიდერობს!

ქართულმა კლუბმა დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა პოდგორიცა T-com.

გაიმარჯვეს ლელა ჯავახიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა, ყაიმით დაასრულეs შეხვედრები მაია ჩიბურდანიძემ და სალომე მელიამ.

ამრიგად, 2 ტურის შემდეგ 4 ქულით შეჯიბრს დამაჯერებლად ლიდერობს სამაია!

3–3 ქულა დააგროვეს:ვიდნოეს Spartak, მონტე–კარლოს Cercle dEchecs და სარატოვის Economist-SGSEU.

III ტურში ქართველი ქალები ტურნირის რეიტინგ–სიით მეორე ნომერს ვიდნოეს Spartak დაუპირისპირდებიან.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »