სპორტი

სპორტი აჭარაში

Archive for the ‘ჭიდაობა’ Category

აჭარის პირველობა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში

Posted by amikoshka on April 4, 2010

31 მარტს ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართა აჭარის პირველობა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სპორტსმენმა. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები დააჯილდოვა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ.

Advertisements

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საევროპე მზადებას ბათუმში გაივლის

Posted by amikoshka on March 30, 2010

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 31 მარტს ბათუმში გაემგზავრება და ორკვირიან მოსამზადებელ  ეტაპს გაივლის. „ანტიკოსებს” შეკრების დასრულების შემდეგ მალევე ევროპის ჩემპიონატზე წასვლა უწევთ, რომელსაც 13-18 აპრილს ბაქო მასპინძლობს.
წინასწარი გეგმით ბეგი დარჩიასშეგირდებს  ევროპირველობის წინ შეკრება დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში უნდა გაევლოთ, მაგრამ იქ ამჟამად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა  და ძიუდოისტთა ნაკრებები ვარჯიშობენ და მესამე ნაკრების მიღების საშუალება არ არის.
კლასიკოსები ბათუმში 32 სპორტსმენით წავლენ. ბაქოში კი 14 აპრილს გაემგზავრებიან. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ზაზა თურმანიძის გუნდი დუშეთის შეკრების დასრულების შემდეგ მალევე,  10 აპრილს საღამოს აზერბაიჯანის დედაქალაქს მიაშურებენ.

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სომხეთიდან 11 მედლით დაბრუნდნენ

Posted by amikoshka on October 29, 2009

img.phpსამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ სომხეთის ქალაქ ვანაძორიდან ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავეები. სტეფან სარქისიანის სახელობის ამ ტრადიცულ საერთაშორისო ტურნირზე, წელს მასპინძელ, სომხეთის ნაკრებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, ირანის და რუსეთის (დაღესტანი) გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი და სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სტეფან სარქისიანი, უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელიც მეთხუთმეტე წელია მშობლიურ ქალაქ ვანაძორში მისივე სახელობის თასს ათამაშებს სოლიდური საპრიზო ფონდით. პირველ ადგილზე გასული სპორტსმენებს 3 ათასი დოლარი გადაეცემათ, მეორე ადგილოსნებს 2 ათასი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ფალავნებს ერგებათ 500-500 დოლარი. ჩვენი გუნდიდან ჩემპიონები გახდნენ ბესიკ გოჩაშვილი (55 კგ), ბელდუხ გავაშელიშვილი (96) და დავით ოთიაშვილი (120), ვერცხლის მედლები გელა საღირაშვილს (74) და გიორგი ნიკურაძეს (120) ერგოთ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლადო ხინჩეგაშვილს (55), მალხაზ მუზიაშვილს (66), ნიკოლოზ გაგნიძეს (84), არჩილ ქიტიაშვილს (84) და დაჩი ქერაშვილს (96).

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

მანუჩარ ცხადაიას მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი დააკარგინეს

Posted by amikoshka on September 28, 2009

imgქალაქ ჰერნინგში დასრულდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 27 სექტემბერს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი – მანუჩარ ცხადაია 66 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვს შეხვდა. მსაჯების აშკარა უსამართო გადაწყვეტილების შედეგად, ქართველი მოჭიდავე 0:2 (0:1, 0:1) დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მსაჯებმა სადაო გადაწყვეტილება მეორე პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მიიღეს, როდესაც პარტერში ცხადაიამ თავის დაცვა შეძლო, თუმცა ხალიჩის მთავარმა მსაჯმა მანსუროვს მომგებიანი ქულა მაინც მიანიჭა და ქართველთა პროტესტისა და გულშემატკივრის აშკარა უკმაყოფილების შედეგად, საბოლოო გამარჯვება აზერბაიჯანელ სპორტსმენს დარჩა. ფინალში გასვლამდე ცხადაიამ ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელი – ამბაკო ვაჩაძე დაამარცხა, მეოთხედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ფინელი იუჰა ილტუნენის წინააღმდეგობა დაძლია, მერვედფინალში უნგრელ ტამაშ ლორინცს აჯობა, ჩემპიონატზე ჭიდაობა კი ჩეხი ტომას სობეჩკის ძლევით დაიწყო. სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩნენ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სხვა წევრები. მედალთან ყველაზე ახლოს ბადრი ხასაია (84 კგ) გახლდათ, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრა დათმო ირანელ სპორტსმენთან, გურამ ფერსელიძემ (120), რამაზ ნოზაძემ (96), მანუჩარ კვირკველიამ (74), რევაზ ლაშხმა (66 კგ) და გოდერძი დავითაძემ (55) კი საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლა ვერ შეძლეს.

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

კლასიკები მსოფლიოს ჩემპიონატს იწყებენ

Posted by amikoshka on September 25, 2009

img

დანიის ქალაქ ჰერნინგში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 25 სექტემბრიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან შეჯიბრში პირველი გოდერძი დავითაძე (55 კგ) ჩაერთვება. 26 სექტემბერს  ხალიჩაზე რევაზ ლაშხი (60 კგ), ბადრი ხასაია (84 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ) გავლენ, 27 სექტემბერს – მანუჩარ ცხადაია (66 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ). 
მსოფლიოს პირველობა დავითაძის, ლაშხის, ცხადაიასა და ფერსელიძისთვის სადებიუტო იქნება.

2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. კვარცხლბეკზე მხოლოდ გიორგი გოგშელიძე ავიდა. გუნდურ ჩათვლაში კი საქართველო 14 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა, იაპონიასთან და ინდოეთთან ერთად.
ზაზა თურმანიძის შვიდეულიდან გუნდს ჩასათვლელი ქულები მძიმეწონოსანმა ალექსი მოდებაძემაც მოუტანა, რომელსაც სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ჩემპიონობის შანსი მოდებაძემ პირველსავე წრეში დაკარგა ირანელ ფარიდ მასუმი ვალდისთან სამსეტიან ბრძოლაში მარცხით, მაგრამ მოგვიანებით რეპეშაჟში გადაერთო, რადგან ირანელი ფინალში გავიდა.
დამამშვიდებელ ეტაპზე მოდებაძემ თურქი რეჩეპ კარა სამ სეტში ჩამოიცილა, კანადელი არჯან ბულარი – ორში. “ბრინჯაოს ბრძოლაში” კი ამერიკელ ტერვალ დრაგნევს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და მსოფლიოს პირველობა მე-5 ადგილით დაასრულა.
შეჯიბრს საწყის ეტაპებზევე გამოეთიშნენ – ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), შალვა მუზიაშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ) და ნიკოლოზ გაგნიძე. 25-27 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა

Posted by amikoshka on September 19, 2009

img21-23 სექტემბერს დანიის ქალაქი ჰერნინგი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ 2009 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრზე წასაყვანი შემადგენლობა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით შეკრებაზე დაასახელა, რომელიც მოჭიდავეებმა ბორჯომში გაიარეს.

დანიაში კი ქართული გუნდი 19 სექტემბერს გაემგზავრა.შვიდკაციან განაცხადში არ არიან ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი (84 კგ) და ოლიმპიური პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66 კგ). ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი გოგშელიძე, გელა საღირაშვილი და ბესარიონ გუჩაშვილი იჭიდავებენ.

“მათი არყოფნის უმთავრესი მიზეზი ტრავმიანობაა. ნაკრების სხვა წევრები კი საბედნიეროდ ჯანმრთელად არიან და მათი ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილი ვარ. გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი გეგმაზომიერად გაიარა” – გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 23 სექტემბერს გაემგზავრებიან.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

55 კგ – ბესიკ გუჩაშვილი

60 კგ – მალხაზ ზარქუა

66 კგ – შალვა მუზიაშვილი

74 კგ – გელა საღირაშვილი

84 კგ – ნიკოლოზ გაგნიძე

96 კგ – გიორგი გოგშელიძე

120 კგ – ალექსი მოდებაძე

მთ. მწვრთნელი – ზაზა თურმანიძე

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

ძიუდოისტებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი კრახით დასრულდა

Posted by amikoshka on August 31, 2009

imgჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დასრულებული ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები ძალზე წარუმატებელად დაბრუნდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცერთი სინჯის მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. ყველაზე უკეთესი შედეგი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნესტორ ხერგიანს ჰქონდა, რომელმაც მე-3 ადგილისათვის იჭიდავა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. პირველი გუნდური ადგილი მამაკაცებს შორის 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით სამხრეთ კორეის ნაკრებმა მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელს – ნესტორ ხერგიანი (60 კგ), ზაზა კედელაშვილი (66 კგ), დავით ქევხიშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი (+ 100) და გოგონათა შორის ნინო ოძელაშვილი (-78) იცავდნენ.

სამეულში მოხვედრის ყველაზე რეალური შანსი მსოფლიოს მოქმედ ვერცხლის პრიზიორს, ნესტორ ხერგიანს (60 კგ) მიეცა, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ – ზაზა კედელაშვილი (66 კგ), დავით ქევხიშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ).

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან, მონტენეგროსთან, ირანთან და სლოვაკეთთან ერთად 32-ე_36-ე ადგილები გაინაწილა. საქართველოს ნაკრები სამშობლოში 1 სექტემბერს ჩამოფრინდება

http://www.SPORTANDYOUTH.ge

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

მსოფლიოს ბრინჯაოს მფლობელს ფულადი პრემია გადასცეს

Posted by amikoshka on August 12, 2009

საქართველოს ნაკრებისთვის ერთადერთი მედალი და მესამე ადგილი  მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში არჩილ თურმანიძემ მოიპოვა. წარმატება მოჭიდავეს დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ მიულოცა. ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ანკარაში გაიმართა, საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედროს შედეგად ქართველმა სპორტსმენმა ირანელი მოჭიდავე დაამარცხა. იგი გასული წლის ევროპის ჭაბუკთა პრიზიორი და 2009 ევროპის ახალგაზრდებში მეორე ადგილის მფლობელია. სამინისტრომ გამარჯვებულს საჩუქრად ათასი ლარი გადასცა. ახალგაზრდა პრიზიორი კი ამჯერად საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

http://www.adjaratv.ge

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

ჯერი თავისუფლებზეა

Posted by amikoshka on August 6, 2009

imgანკარაში დასრულებულ ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების ყულაბას ერთადერთი ბრინჯაოს მედალი, ბათუმელმა ფალავანმა, არჩილ თურმანიძემ მოუტანა. ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები. ანკარა. 4-5 აგვისტო, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შედეგები:

50 კგ

1 არტურ უმბეტკალიევი (ყაზახეთი)
2 ხავიერ გონზალესი (კუბა)
3 ხურშუდ ბაბაშოვი (აზერბაიჯანი)
3 ედუარდ სიმონიანი (რუსეთი)
15 ზურაბ მაჭარაშვილი (საქართველო)

55 კგ

1 ორხან ახმადოვი (აზერბაიჯანი)
2 მუჰამედ ჰატამი (ირანი)
3 კანიბეკ იოლჩუბეკოვი (ყირგიზეთი)
3 ალექსეი მიქაელიანი (სომხეთი)
13 ქემალ ხარაბაძე (საქართველო)

60 კგ

1 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)
2 რაჰმან ბილიჩი (თურქეთი)
3 არჩილ თურმანიძე (საქართველო)
3 გრიგორ იავრუიანი (რუსეთი)

66 კგ

1 საეიდ აბდევალი (ირანი)
2 მიგრან არუთინიანი (რუსეთი)
3 ფრანკ სტაბლერი (გერმანია)
3 ჰოვანეს ვარდერესიანი (სომხეთი)
17 პაატა ბაკურიძე (საქართველო)

74 კგ

1 აზიზბეკ მუროდოვი (უზბეკეთი)
2 დოჟან კარტიკოვი (ყაზახეთი)
3 დამიან იანიკოვსკი (პოლონეთი)
3 ჩინ-ჰიუკ კიმი (სამხრეთ კორეა)
28 გოგა აფრიამაშვილი (საქართველო)

84 კგ

1 ბებაკ გორბანი (ირანი)
2 ალან ხუგაევი (რუსეთი)
3 ტუომას ტარინო (ფინეთი)
3 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
23 არსენ კახაბრიშვილი (საქართველო)

96 კგ

1 ლუგო კაბრერო იასმანი (კუბა)
2 კოსკუნ ეფე (გერმანია)
3 მიკალაი დანილაუ (ბელარუსი)
3 ისლამ მაგომედოვი (რუსეთი)
7 ვლადიმერ ქარჩავა (საქართველო)

120 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2 ვლადიმერ ილინიცკი (რუსეთი)
3 ბაშირ ბაბაჯანზადე (ბელარუსი)
3 ტაისტო ლალი (ფინეთი)
5 შოთა გოგისვანიძე (საქართველო)

ფინეთმა (25) და კუბამ (19) დაიკავეს. 6-7 აგვისტოს ხალიჩაზე გოგონები გავლენ. 8-9 აგვისტოს კი მსოფლიო პირველობას წერტილს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაუსვამენ.
საქართველოს ნაკრების სახელით ლაშა ლომთაძე (50 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მურთაზ კვესაძე (60 კგ), გოგა ხუჭუა (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), თორნიკე ხიდაშელი (96 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) იჭიდავებენ. 8 აგვისტოს მედლები 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდება, 9 აგვისტოს – 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში.

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

არჩილ თურმანიძე – მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

Posted by amikoshka on August 5, 2009

chidaoba

ანკარაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ბათუმელმა ფალავანმა ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში არჩილ თურმანიძემ 60 კგ. ჭონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.            ხვალ ხალიჩაზე კიდევ ერთი ბათუმელი ფალავანი, 66 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაატა ბაკურიძე გამოვა.

ეკა ელოშვილის ფოტო

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »