სპორტი

სპორტი აჭარაში

საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

Posted by amikoshka on April 16, 2010

საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზა აჭარის გუნდმა.

საერთო ჯამში, აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა ჩემპიონატზე 14 ოქროს, 9 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სპორტსმენებს დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ბათუმში გაიმართება.ჩემპიონატში სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ბულგარეთისა და საქართთველოს გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

http://www.adjaratv.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

”დინამო” ბათუმი 2.-0 ”ნორჩი დინამოელი” თბილისი

Posted by amikoshka on April 16, 2010

დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩები გაიმართა.

35-ე საფ.სკოლა 0-1 ტორპედო
IBSU 3-0 კოლხეთი ხ.
კოლხეთი ფ. 2-0 ჩიხურა
დინამო ბათ 2.-0 ნორჩი დინამოელი
მეშახტე 0-4 გურია
მესხეთი 1-1 ჭიათურა
მერცხალი ოზურგეთი ისვენებდა

ჰერეთი – მერანი გაიმართება ხვალ 17 აპრილს

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ბათუმმა საქმე მესამე მატჩამდე მიიყვანა

Posted by amikoshka on April 16, 2010

ბათუმისა და შსს-ს  წყვილში გამარჯვებული მე-3 მატჩში გადაწყდება. მას შემდეგ, რაც 14 აპრილს შინ წააგეს, ბათუმელებმა დღეს შსს თბილისში 95:84 დაამარცხეს და 20 აპრილს აჭარაში გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო. დავით იმნაძისა და ბესიკ ლეჟავას ძალისხმევით სტუმრებმა პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგეს, თუმც შემდეგ იმნაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და სათადარიგოებში გადაინაცვლა. ამის ისარგებლეს შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე „ძალოვნებმა“ და მესამე მეოთხედშივე მოიპოვეს ლიდერობა, რაც ძირითადად გიორგი ნიკოლაძის და ირაკლი ბერიშვილის აქტიურობას მოჰყვა. მესამე მეოთხედი მაინც ბათუმელებმა მოიგეს (63:62), თუმც გადამწყვეტ ათწუთეულში ყველაფერი სტუმართა სასიკეთოდ წარიმართა. მოედანს მობრუნებულმა იმნაძემ ფარქვეშ ფრთები გაშალა, ლაშა კეშელავამ სამქულიანი სამიზნე გაისწორა, ხოლო ბესიკ ლეჟავა ყველა ამბლუაში კომფორტულად გრძნობდა თავს – შორიდანაც ლაშქრავდა შსს-ს კალათს და შედეგიან სწრაფ გარღვევებსაც ახორციელებდა.

თამაშის დასრულებამდე 3,5 წუთით ადრე ბათუმელთა ლიერობამ 13 ქულას მიაღწია და ყველაფერიც აქ გაირკვა. დასკვნითმა წუთნახევარმა აზრი დაკარგა და მოთამაშეებმა სიარულში ჩაამთავრეს შეხვედრა.

მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს, 20 აპრილს ბათუმში გაიმართება.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისთვის

Posted by amikoshka on April 14, 2010

დღეს იწყება სუპერლიგის პლეი ოფი. 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდნენ და ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებენ. 4 წყვილიდან ყველაზე საინტერესო სავარაუდოდ „ბათუმისა“ და შსს–ს დაპირისპირება უნდა იყოს.

ერთადერთი გუნდი, რომელიც პლეი ოფში ვერ გავიდა, „ჭიათურაა“, რომელმაც მე–9 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება „ავიამშენს“, ეგ გუნდი ფორმალურად წერია ცხრილში, ისე კი პირველი წრის შემდეგ დაიშალა და მეორე წრეში ყველა მეტოქესთან ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. მეოთხედფინალში დაწყვილების პრინციპი ტრადიციული იყო: შედარებით მაღალ საფეხურზე გასული გუნდები შედარებით დაბლა მყოფებს შეხვდნენ. ნახევარფინალში გავა ის გუნდი, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს.

ბათუმი – შსს (რეგულარულში:94:83, 75:86)

დააკვირდით ამ გუნდებს შორის რეგულარულ ჩემპიონატში ნათამაშევ მატჩებს. მეტოქეებმა თითო თამაში ერთნაირი სხვაობით – 11 ქულით მოიგეს. ორივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა და შესაბამისად, ბოლო ტურამდე ვერ გაირკვა, რომელი მათგანი გავიდოდა მე–4 ადგილზე. საქმე იმაშია, რომ თუკი პირად შეხვედრებში ქულებიც თანაბრადაა განაწილებული და მიღებულ–ჩაგდებული ბურთებიც, მაშინ უპირატესობა საერთო ბურთების შეფარებას ენიჭება. ამაში კი ბათუმელებმა იძალეს და მეოთხე ადგილთან ერთად შსს–სთან მეოთხედფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.

სწორედ ამ წყვილში ვარაუდობენ ყველაზე დიდ ბრძოლას. ბათუმელებს მოედნის უპირატესობა უმაგრებთ ზურგს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სერიაში ანგარიში 1:1 გახდება, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ბათუმში გაიმართება. პირველი მატჩი ხვალ ბათუმში 18 საათზე დაიწყება, ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლე 16 აპრილს უმასპინძლებს და ეს მატჩი პირველი არხით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ენერჯი–ინვესტი – სამედიცინო–აკადემია106:60, 90:49)

რეგულარული ჩემპიონატის მომგები „ენერჯი–ინვესტი“ სუპერლიგის დებიუტანტს, მე–8 ადგილის დამკავებელ „სამედიცინო–აკადემიას“ შეხვდება. ამ წყვილში უდავო ფავორიტი რუსთავული გუნდია, მედიკოს–აკადემიელებისთვის კი ეს იქნება გამოცდილების მისაღები მატჩები. მათი გუნდი ხომ მთლიანად 17–18 წლის ბიჭებითაა დაკომპლექტებული. რეგულარულ ჩემპიონატში რუსთაველებმა ორივე მატჩი მოუგეს „სამედიცინო–აკადემიას“:.

სსაუ – დინამო (119:59, 114:95)

ამ წყვილში ფავორიტი აგრარული უნივერსიტეტის გუნდია (სსაუ). მიხეილ კობეშავიძის გუნდმა დინამოელები რეგულარული ჩემპიონატის ორივე მატჩში იოლად დაამარცხა. სავარაუდოდ, არც მეოთხედფინალში უნდა გაუჭირდეთ აგრარელებს, თუმცა პლეი ოფში თამაშს სხვა განცდა აქვს და დინამოელებიც ალბათ მაქსიმუმს გაიღებენ, რათა ღირსეული ბრძოლა გაუმართონ გასული წლის ვერცხლის პრიზიორ სსაუ–ს.

თსუ– სოხუმი (107:77, 90:69)

სოხუმელებმა რეგულარულ ჩემპიონატში იოლად თითქმის არც ერთ ფავორიტს არ დაანებეს გამარჯვება. სხვანაირად რომ ვთქვათ, არც ერთ ლიდერს სოხუმთან იოლი გასეირნება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სოხუმელები თსუ–სთან მეოთხედფინალურ სერიაშიც მაქსიმუმს გაიღებენ, რაც უპირველესად მაყურებელთა წისქვილზე დაასხავს წყალს. რაც უფრო საინტერესო იქნება თამაშები, მაყურებელი მეტად კმაყოფილი დარჩება.

ისიც უნდა ითქვას, რომ თსუ–ს ჩემპიონობის ამბიცია აქვს და „სოხუმისგან“ ალბათ არანაირ საშიშროებას არ მოელის. ანუ ამ ბრძოლისთვის ფსიქოლოგიურად განწყობა სოხუმელებისთვის უფრო იოლია, ვიდრე სტუდენტებისთვის. თუმცა ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია და  ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს ნახევარფინალში გასვლის „სოხუმზე“ ბევრად მეტი შანსი აქვს.

http://www.superleague.ge

Posted in კალათბურთი | Tagged: | Leave a Comment »

თბილისი-2 0:3 ბათუმი

Posted by amikoshka on April 13, 2010

12 აპრილს დიდი ჯიხაიშის აგრარული კოლეჯის სპორტულ დარბაზში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური ქალ ფრენბურთელთა შორის. რეგულარული ჩემპიონატი ორ ტურად ტარდება, რის შემდეგაც გამოვლინდება 4 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ფლეი ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული ნახევარფინალში მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე და მესამეადგილოსნები კი ერთმანეთში გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას. ფინალური ტური 28-29 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც თბილისში ჩატარდა რეგულარულ გათამაშებას “თბილისი” ლიდერობს. საყურადღებოა, რომ თბილისელებმა დედაქალაქში სხვა მეტოქეებთან ერთად ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი დიდ ჯიხაიშის”ჯიკო” 3:0 დაამარცხეს. დიდი ჯიხაიშელები რევანშისთვის არიან განწყობილნი და წლეულს ამ გუნდებს შორის დიდი საჩემპიონო ბრძოლაა მოსალოდნელი.

ჩემპიონატში გუნდები კენტად (7) არიან და”თბილისს” 12 აპრილს დასვენება მოუწია. მისმა მთავარმა კონკურენტმა და მოქმედმა ჩემპიონმა”ჯიკომ” კი ახალგაზრდა ფრენბურთელებით დაკომპლექტებული”ქუთაისი” იოლად დაამარცხა. დანარჩენი შეხვედრებიც მოსალოდნელი სცენარით განვითარდა. საკმაოდ მოძლიერებულმა”ბათუმმა”, რომელმაც “ჯიკოს” ყოფილი მოთამაშეები დაიმატა “თბილისი 2”-ს იოლად მოუგო (3:0). შედარებით დაძაბული გამოდგა “ბოლნისისა” და “დუშეთის” დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება შედარებით გამოცდილ ბოლნისელებს დარჩათ (3:1).

http://www.sport.gov.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

საქართველოს ჩემპიონატი I ლიგა. XXII ტური: ტორპედო 1:1 ბათუმი

Posted by amikoshka on April 13, 2010

0:1 გ. ხარაბაძე (2), 1:1 ქარქუზაშვილი (18).

ტორპედო: მიგინეიშვილი, ფარულავა, ქარქუზაშვილი, გ. ჩხეტიანი, ბ. ჩხეტიანი (72. ცაგარეიშვილი), გურული, ხანიშვილი (46. ლომაშვილი), ლ. ვაშაკიძე (46. მ. ჩხარტიშვილი), ლ. კირკიტაძე, რ. კვერნაძე, ი. ცნობილაძე.

სათადარიგობი: ი. კუჭუხიძე, ბ. ბიბილაშვილი, ჭანკვეტაძე, კუხიანიძე.

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

ბათუმი: კეკელიძე, ფარტენაძე, ბაჯელიძე, ხუხია, ლ. მახარაძე, ზვ. ლობჟანიძე, მალაზონია (65. გ. გოგიტიძე), ე. გრიგალაშვილი, გ. ხარაბაძე, ი. ტუღუში (55. დემურაძე, მ. ჯორბენაძე (75. თ. ბერიძე).

სათადარიგოები: ჭკუასელი, ლ. კალანდაძე, ლ. რამიშვილი, თ. კაკალაძე

მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე

გაფრთხილება: კეკელიძე, ბაჯელიძე, გ. გოგიტიძე, ბერიძე.

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

23 ტური -15 აპრილი, ხუთშაბათი

1. 35-ე საფ.სკოლა-ტორპედო2008
16 აპრილი, პარასკევი
2. IBSU-კოლხეთი ხ.
3. კოლხეთი ფ.-ჩიხურა
4. დინამო ბათ.-ნორჩი დინამოელი
5. მეშახტე-გურია
6. მესხეთი-ჭიათურა
17 აპრილი, შაბათი
7. ჰერეთი-მერანი
მერცხალი ისვენებს
დასაწყისი 16:00 საათი

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

18-წლამდელმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი აიღეს

Posted by amikoshka on April 4, 2010

იტალიაში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 3 აპრილს მე-3 ადგილისათის შეხვედრაში ბელგიასთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და მეტოქე 18:15 დაამარცხა.
ქართველებმა პირველი ტაიმი 5:15 დათმეს, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ძალების მოკრება შეძლეს და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. ლელოები ბექა მამრიკიშვილმა, გოდერძი ჭინჭარაულმა და ლევან გოგოლაშვილმა დადეს, რასაც ლევან მგელაძის გუნდმა ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიამატა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მეოთხედფინალში რუმინეთი 25:7 დაამარცხა, ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება კი ირლანდიასთან 11:19 დათმო. ლევან მგელაძის ნაკრები თბილისში ორშაბათს, 5 აპრილს გამთენიას დაბრუდება.

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური 

Posted in რაგბი | Tagged: | Leave a Comment »

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ვიზიტი ბათუმში

Posted by amikoshka on April 4, 2010

19-29 სექტემბერს ბათუმში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. აღნიშნული ჩემპიონატის მაღალორგანიზებულად ჩატარებისთვის ბათუმში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი სლოვენიელი ბორის კუტინი და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური. 19 საათზე ჭადრაკის სასახლეში გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.

Posted in ჭადრაკი | Tagged: | Leave a Comment »

აჭარის პირველობა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში

Posted by amikoshka on April 4, 2010

31 მარტს ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართა აჭარის პირველობა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სპორტსმენმა. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები დააჯილდოვა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ.

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საევროპე მზადებას ბათუმში გაივლის

Posted by amikoshka on March 30, 2010

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 31 მარტს ბათუმში გაემგზავრება და ორკვირიან მოსამზადებელ  ეტაპს გაივლის. „ანტიკოსებს” შეკრების დასრულების შემდეგ მალევე ევროპის ჩემპიონატზე წასვლა უწევთ, რომელსაც 13-18 აპრილს ბაქო მასპინძლობს.
წინასწარი გეგმით ბეგი დარჩიასშეგირდებს  ევროპირველობის წინ შეკრება დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში უნდა გაევლოთ, მაგრამ იქ ამჟამად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა  და ძიუდოისტთა ნაკრებები ვარჯიშობენ და მესამე ნაკრების მიღების საშუალება არ არის.
კლასიკოსები ბათუმში 32 სპორტსმენით წავლენ. ბაქოში კი 14 აპრილს გაემგზავრებიან. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ზაზა თურმანიძის გუნდი დუშეთის შეკრების დასრულების შემდეგ მალევე,  10 აპრილს საღამოს აზერბაიჯანის დედაქალაქს მიაშურებენ.

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Posted in ჭიდაობა | Tagged: | Leave a Comment »