სპორტი

სპორტი აჭარაში

Posts Tagged ‘ჩოგბურთი’

გიორგი ცივაძემ ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

Posted by amikoshka on October 26, 2010

ლეილა მესხის აკადემიის კორტებზე დასრულდა საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ვაჟ ჩოგბურთელთა შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ბათუმელი გიორგი ცივაძე და მე-2 ნომერი ნოდარ ითონიშვილი დაუპირისპირდნენ.

დაძაბულად წარმართული პირველი სეტი ითონიშვილის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მომდევნო ორ სეტში ცივაძემ გართულებამდე აღარ მიიყვანა საქმე – 6:7, 6:3, 6:1 მოიგო და ტურნირზე თავისი განთესვაც სრულად გაამართლა.

worldsport.ge

Advertisements

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ოქსანა კალაშნიკოვა – ”ბათუმის ნავთობტერმინალის თასის” გამარჯვებული

Posted by amikoshka on October 4, 2009

img

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასრულდა ქალთა საერთაშორისო ტურნირი – ”ბათუმის ნავთობტერმინალის თასზე”. სამწუხაროდ ტურნირი ბათუმში ცენტრალური კორტის რეკონსტრუქციის გამო, თბილისში გაიმართა. ფინალში ქართული დუელი შედგა – ოქსანა კალაშნიკოვამ, სოფიკო შაფათავა, სამ სეტში – 6:4 3:6 2:6 დაამარცხა. პირველად ტურნირის არსებობის 12 წლიან ისტორიაში ”ქართუ ფინალი” შედგა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

წყვილთა შორის გამარჯვება კი უკრაინულ-უნგრულმა წყვილმა მოახერხა. რეკალკა იანისა (უნგრეთი) და ვერონიკ კაპშაი (უკრაინა) დუეტმა თათია მიქაძე – მანანა შაფაქიძის წყვილს სძლიეს.

as

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »