სპორტი

სპორტი აჭარაში

Posts Tagged ‘ძიუდო’

ჭრიკიშვილი ფინალშია, შინჯიკაშვილი – რეპეშაჟის ფინალში

Posted by amikoshka on October 23, 2010

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მაროკოს ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 მედალი გაინაღდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალშია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრაში იაპონელ იუიჩი კიტანოს დაეჭიდება.
მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს არჩილ შინჯიკაშვილს (90 კგ). იგი რეპეშაჟის ფინალშია და ბრინჯაოსთვის უნგრელ გაბორ ვერს შეხვდება.
დღესვე ტატამზე გიორგი მერმანიშვილი (81 კგ), გიორგი ნოზაძე (90 კგ) და შორენა შარაძეც (63 კგ) გავიდნენ. მერმანიშვილმა მე-7 ადგილი დაიკავა, ნოზაძემ პირველსავე წრეში წააგო, შარაძე კი მე-2 წრიდან დაემშვიდობა ჩემპიონატს

http://www.worldsport.ge

Advertisements

Posted in ძიუდო | Tagged: | Leave a Comment »

ძიუდო – საქართველოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი

Posted by amikoshka on November 8, 2009

img

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ, 6-7 ნოემბერს საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ჩემპიონატს უმასპინძლა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 6 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, 7 ნოემბერს კი 81, 90, 100 და მძიმე წონითი კატეგორიების ძიუდოისტებმა მოირგეს კიმომნოები.
მედლებისთვის ბრძოლაში საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი წესების თანახმად, ტატამზე მხოლოდ ერთი მსაჯი მუშაობდა. თანამსაჯები კი შეხვედრას გვერდიდან ადევნებდნენ თვალს და ხშირად კორექტივებიც შექონდათ ტატამის მსაჯის გადაწყვეტილებაში.
60 კილოგრამში ყველას ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პაატა მერებაშვილმა აჯობა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე შიდა ქართლის გუნდის სახელით გამოვიდა. 66 კილოგრამში ჩემპიონი იმერელი ზურაბ შარვაშიძე გახდა, ხოლო 73-ში – შიდა ქართლელი ზვიად ბაზანდარაშვილი.
7 ნოემბერს 81 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი მცხეთა-მთიანეთის გუნდის წევრი, გიგა წიკლაური გახდა, დაძაბული გამოდგა 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, არჩილ შინჯიკაშვილმა, რომელიც ქვემო ქართლის გუნდის სახელით ჭიდაობდა, იმერელ ლაშა გურულს დამატებით დროში აჯობა.
81 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი მცხეთა-მთიანეთის გუნდის წევრი, გიგა წიკლაური გახდა. 100-ში კი ყველას ქვემოქართლელმა ტატო მუკვანმა აჯობა.5-6 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატი უკვე უფროსებს შორის ჩატარდება.

img

60 კგ
1 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)
2 ამირან პაპინაშვილი (აჭარა)
3 ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)
3 მიხეილ მეკოკიშვილი (კახეთი)
66 კგ
1 ზურაბ შარვაშიძე (იმერეთი)
2 აკაკი ლობჟანიძე (კახეთი)
3 ბექა ბერიაშვილი (რაჭა-ლეჩხუმი)
3 დიმიტრი აზნარაშვილი (თბილისი)
73 კგ
1 ზვიად ბაზანდარაშვილი (შიდა ქართლი)
2 ზურაბ ნოზაძე (რაჭა-ლეჩხუმი)
3 ზვიად კაპანაძე (შიდა ქართლი)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)
81 კგ
1 გიგა წიკლაური (მცხეთა-მთიანეთი)
2 იოსებ ჩილინდრიშვილი (შიდა ქართლი)
3 ნოდარ კუდუხაშვილი (შიდა ქართლი)
3 ზაზა დავაძე (ქვემო ქართლი)
90 კგ
1 არჩილ შინჯიკაშვილი (ქვემო ქართლი)
2 ლაშა გურული (იმერეთი)
3 ბექა ბიქოშვილი (კახეთი)
3 ონისე ბუღაძე (თბილისი)
100 კგ
1 ტატო მუკვანი (ქვემო ქართლი)
2 მალხაზ ნიჟარაძე (იმერეთი)
3 ამირან წაქაძე (იმერეთი)
3 შავლეგო ბერუაშვილი (აჭარა)
 +100 კგ
1 ლევან მუქერია (თბილისი)
2 მირიან გონჯილაშვილი (კახეთი)
3 უშანგი კოკაური (შიდა ქართლი)
3 სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი)

Posted in ძიუდო | Tagged: | Leave a Comment »