სპორტი

სპორტი აჭარაში

Posts Tagged ‘ხელბურთი’

ხელბურთელებმა სეზონი გახსნეს

Posted by amikoshka on October 26, 2010

გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში სტარტი აიღო საქართველოს კაც ხელბურთელთა 21-ე ჩემპიონატმა, რომელშიც 6 გუნდი – “სსაუ-თბილისი”, “ქარიშხალა”, “ქუთაისი”, “გორი”, “ბათუმი” და თსუ ჩაება.
საწყის ტურში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “სსაუ-თბილისმა” “ქარიშხალას” 37:32 მოუგო, “ქუთაისმა” “გორს” 48:41 სძლია, ხოლო თსუმ “ბათუმი” 38:31 დაამარცხა.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები 14-19 ნოემბერს გაიმართება.

worldsport.ge

Advertisements

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

დასავლეთში ლიდერი ქუთაისია

Posted by amikoshka on March 23, 2010

ქუთაისი-ბათუმი 27:26 (13:15)

ქუთაისი: შიშინაშვილი, მაისურაძე, გობეჯიშვილი, საჯაია, მამასახლისი, თეთრუაშვილი, დარსაველიძე, კვერნაძე, ძოძუაშვილი, ბოჭორიშვილი, ჯუღელი, თუთბერიძე, ლომიძე, ქარქაშაძე.

ბათუმი: მელაძე, ვინაგრადოვი, ურუშაძე, ქადაგიძე, ვარშანიძე, ხელაძე, ქავთარაძე, გოგიჩაიშვილი, კონცელიძე, წიტაიშვილი, სიხარულიძე, ნიკოლაიშვილი, ტოგონიძე.

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ხელბურთში საქართველოს მე-20 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური დასავლეთ ზონის გუნდებს შორის. გუშინ ერთმანეთს ”ქუთაისი” და ”ბათუმი” დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული თამაში თავიდან ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, შემდეგ ზღვისპირელები დაწინაურდნენ – 6:4 და ტაიმის ბოლომდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ. პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით 15:13 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა გუნდი უკეთ გამოიყურებოდა. კარგად ათამაშდნენ ქუთაისელთა ლიდერები ქარქაშაძე, საჯაია და მამასახლისი. მათი მონდომების შედეგად ანგარიში გათანაბრდა და თამაში უკვე ქულა ქულაში მიმდინარეობდა. რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა მასპინძელთა მეკარე შიშინაშვილმა, ბოლოს კი ქუთათურებმა იძალეს და ”ფაზისის” (26:25) მსგავსად, ”ბათუმიც” ერთბურთიანი სხვაობით – 27:26 დაამარცხეს.

გაზეთი ”ლელო”

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ქართველმა ხელბურთელებმა ირანელებთან წაივარჯიშეს

Posted by amikoshka on January 18, 2010

“ჩელენჯ ტროფის” ფინალისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა დიღომში მდებარე, “დინამოს” საკალათბურთო ბაზაზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მერაბ მეტრეველის გუნდმა ირანის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 25:23 დაამარცხა. მთავარმა მწვრთნელმა თავის გამოჩენის შანსი შეკრებაში მონაწილე თითქმის ყველა კანდიდატს მისცა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაინც ლიდერებზე გადავიდა.

ოპტიმალურ შემადგენლობას კი მხოლოდ სერგო დათუკაშვილი აკლდა და მის არყოფნაში, თავდასხმის ხაზში ხარვეზები აშკარად გამოჩნდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 11:10 მოიგეს. მეორეში იყო ეპიზოდი, 6 ბურთითაც დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ 2-ბურთიანი უპირატესობით იმარჯვეს.

ყველაზე შედეგიანი ქართველთაგან რატი მსხვილიძე იყო, 8 გატანილი გოლით. რეზო ჭანტურიამ კი 5-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. საქართველო და ირანი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას იმავე დარბაზში 15 იანვარს, 18 საათზე ჩაატარებენ.

“ირანთან მატჩმა ნათლად გამოაჩინა ჩვენი გუნდის ხარვეზები და ამხარვეზების აღმოფხვრა ფინეთთან მატჩამდე აუცილებლად უნდა მოვასწროთ. უმთავრესი პრობლემა თავდასხმის ხაზში შეუთამაშებლობა იყო, რაც მნიშვნელოვანწილად ჩვენი ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის, სერგო დათუკაშვილის არყოფნამ გამოიწვია.

დათუკაშვილი 18 იანვარს ჩამოვა თბილისში და ავსტრიაში გამგზავრებამდე სამი დღე ექნება ნაკრებთან ერთად სავარჯიშოდ. ირანელებს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავთ, რაც დღეს კარგად გამოჩნდა. მათთან ერთი თამაში კიდევ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს სპარინგები სასიკეთოდ წაგვადგება. “ჩელენჯ ტროფის” ფინალს გუნდი უკეთეს ფორმაში შეხვდება” – გვითხრა მერაბ მეტრეველმა.

საქართველოს ნაკრებმა ირანის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: თევზაძე, კირილოვი (2), რუსია (3), ჩიქოვანი (3), ჭანტურია (5), კალანდაძე (3), ტალახაძე (1), მსხვილიძე (8), მაისურაძე, სამყურაშვილი, გოგოლაძე, ყაველაშვილი, ამირანაშვილი, გრიშიკაშვილი, ყიფიანი, კობახიძე, ტორონჯაძე.

http://www.sport.gov.ge

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »

ქართველმა ხელბურთელებმა სომხეთსაც იოლად სძლიეს

Posted by amikoshka on November 1, 2009

imgსაქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, “ჩელენჯ ტროფის” 2009-2010 წლის გათამაშებაში აზერბაიჯანის ძლევის შემდეგ, მეორე მატჩი სომხეთის ნაკრებთან გამართა და 44:19 იმარჯვა. პირველი ტაიმი ქართველები 8-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს – 19:11. შემდეგ კი ტემპს უფრო მოუმატეს და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს.

სომხებს ყველაზე მეტი – 8-8 გოლი ირაკლი ჩიქოვანმა და რატი მსხვილიძემ (ფოტოზე) გაუტანეს. 1 ნოემბერს საქართველოს ჯგუფის ბოლო შეხვედრას მოლდოვასთან გამართავს და ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობაც ამ მატჩში გაირკვევა.

ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 4 ქულაა. ამდენივე აქვს მოლდოვასაც, რომელმაც აზერბაიჯანი 36:28 დაამარცხა, მაგრამ ტურნირის მასპინძლები, ბურთების უარესი სხვაობით, ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფებიან.

გადამწყვეტ ბრძოლაში ლიდერები ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან. “ჩელენჯ ტროფის” ფინალური მატჩი კი 2010 წლის 23 იანვარს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაიმართება, სადაც საქართველო-მოლდოვას წყვილში გამარჯვებული B ჯგუფში მოთამაშე ფინეთსა და მალტას შორის მოგებულს შეხვდება.

“ჩელენჯ ტროფი 2009-2010”

A ჯგუფი

საქართველო – სომხეთი 44:19 (19:11)
საქართველო: ჩიქოვანი (8 გოლი), მსხვილიძე (8), ქარდავა (7), წივწივაძე (5), ტალახაძე (4), ყიფიანი (3), კობახიძე (3), რუსია (3), მაისურაძე (2), კირილოვი (1), ჭანტურია, დათუკაშვილი, თევზაძე, ტორონჯაძე.

მოლდოვა – აზერბაიჯანი 36:28
1. საქართველო 2 2 0 0 85:42 4
2. მოლდოვა 2 2 0 0 82:43 4
3. აზერბაიჯანი 2 0 0 2 51:77 0
4. სომხეთი 2 0 0 2 34:90 0

1 ნოემბერი
მოლდოვა – საქართველო
აზერბაიჯანი – სომხეთი

Posted in სხვადასხვა | Tagged: | Leave a Comment »