სპორტი

სპორტი აჭარაში

Posts Tagged ‘ჯანო ანანიძე’

”ზენიტმა” ანანიძე 15 მილონ ევროდ შეაფასა

Posted by amikoshka on October 27, 2010

”სანკტ-პეტერბურგის ”ზენიტი” ჯანო ანანიძის სანაცვლოდ მოსკოვის ”სპარტაკს” 15 მილიონ ევროს სთავაზობს. ”ზენიტის” სკაუტები ანანიძესთან პირად კონტრაქტს ათანხმებენ, რომელიც ”სპარტაკის” პირობებზე გაცილებით მიმზიდველია, ” – წერს რუსული ”ტვოი დენ” – ი.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | 1 Comment »

ანანიძე სეზონის აღმოჩენათა შორის მეოთხეა

Posted by amikoshka on December 26, 2009

პოპულარული რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 15 აღმოჩენას შორის, მოსკოვის “სპარტაკის” 17 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მეოთხე ადგილი დაიკავა – ხმათა 9,1 პროცენტით (874 ხმა).

ქართველი, ბრაზილიელ თანაგუნდელ ალექსს (29,7 პროცენტი, 2834 ხმა), სპარტაკელთა მთავარ მწვრთნელს ვალერი კარპინსა (17.1 პროცენტი, 1633 ხმა) და ცსკა-ს მცველ გეორგი შჩენიკოვს (12,3 პროცენტი, 1172 ხმა) ჩამორჩა.

“ჭაბუკი ქართველის, რომელსაც ოქტომბერში 17 წელი შეუსრულდა, არ აღნიშვნა შეუძლებელია. ტყუილუბრალოდ არ საუბრობენ, რომ მას თვალი ლონდონის “არსენალმა” დაადგა, რომელსაც ტანდაბალი, ტექნიკური და ეშმაკი ფეხბურთელები მოსწონს. მის მიერ “სპარტაკის” ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში გატანილი გოლების ვიდეორგოლებისგან სიამოვნებას, “წითელ-თეთრთა” ათასობით გულშემატკივარი იღებდა და მოუთმენლად ელოდნენ, როდესაც 60-კილოგრამიანი (რუსეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგის მონაცემი) “ცეროდენა” პრემიერლიგაში ფოკუსებს ჩაატარებდა. მოესწრნენ კიდეც: 18 ოქტომბერს, 170 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ფეხბურთელმა, “ლოკომოტივთან” საკვანძო შეხვედრაში ანგარიში თავით გახსნა. შემდეგ კი, ფენომენალური გადაცემა გააკეთა, რომლის შემდეგ თავი ველიტონმა გამოიჩინა. იმ დროისთვის, ჯანო უკვე მოკბეჩილი ლუკმა იყო რუსეთის ნაკრებისთვის, არადა, მისი გადაბირება რეალური იყო. “წითელ-თეთრების” ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის ინტერესის დამცველი ხალხი ჰყვება: ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, “სპარტაკმა” რუსეთის ფეხბურთის ფედრაციას წერილით მიმართა, რომ ანანიძისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მიეცათ. თუმცა, ეს ყურად არ იღეს – დიდი ალბათობაა, რომ პოლიტიკური მოტივის გამო. მხოლოდ მას მერე, რაც ჯანო საქართველოს ნაკრებში გაემგზავრა და იტალიელების წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშა, რუსეთის საფეხბურთო კავშირში გაეღვიძათ – როგორ გაუშვით?” – ქართველის შესახებ საუბრობს “სპორტ-ექსპრესის” ჟურნალისტი იგორ რაბინერი.

რუსეთის ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი ტალალაევი, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად ითვლება და ტელეარხ “სპორტზე” კომენტატორობს კიდეც, ანანიძეს ასე აფასებს:

“უდავოა, რომ ჯანო ძალიან ეფექტური ფეხბურთელია. თუმცა, ჯერჯერობით მასზე ბევრი ავანსია გაცემული – მე ერთი წელი კიდევ დაველოდები, ვიდრე მის მომავალზე დარწმუნებით ვისაუბრებ. ანანიძე ბურთთან ძალიან კარგადაა, ხოლო უბურთოდ უნდა მოუმატოს, განსაკუთრებით ორთაბრძოლების დროს. პლუს, მას ჯანმრთელი პრაგმატიზმი არ ჰყოფნის. ანანიძეს უნდა, აბსოლუტურად ყველა გადაცემა მწვავედ აქციოს, რაც ყოველთვის გამართლებული არაა: სჯობს ზოგჯერ უფრო საიმედოდ და აკურატულად ითამაშოს”.

სხვათა შორის, ქართველს გამოკითხვაში “რუბინის” თავკაცი ყურბან ბერდიევი, ცსკა-ს დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი, “ლოკომოტივის” დამრიგებელი იური სიომინი, “ევერტონის” ნახევარმცველი დინიარ ბელიალეტდინოვი, ცსკა-ა ფორვარდი ტომაშ ნეციდი ჩამორჩნენ.

ლაშა თაბაგარი

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ანანიძის გოლი და საგოლე გადაცემა

Posted by amikoshka on November 1, 2009

მოსკოვის ”სპარტაკმა” რუსული პრემიერლიგის 27-ე ტურში ”როსტოვი” 5:1 დაამარცხა. გოლი (76 წთ.) და საგოლე გადაცემა საკუთარ ანგარიშზე ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ მიითვალა.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ჯანოს რუსული რეკორდი: 17 წლისა და 8 დღის მეგოლე

Posted by amikoshka on October 19, 2009

Ñïàðòàê - Ëîêîìîòèâჯანო ანანიძემ რამდენიმე უნიკალური რეკორდით დაიმკვიდრა ადგილი, ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა წევრია, ჯანო ერთადერთია ქართულ ფეხბურთში, რომელსაც დებიუტი ჯერ ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა, შემდეგ ახალგაზრდულში და ბოლოს 19-წლამდელებში. გუშინ ჯანო რუსული პრემიერლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე შეიქმნა – 17 წლის და 8 დღის ასაკში ქართველმა შეაგდო, აქამდე რეკორდი ალექსანდრ სალუგინს (ცსკა) ეკუთვნოდა – 17 წელი და 27 დღე.

აანანიძის გოლი და …

საგოლე გადაცემა.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

”სპარტაკის” გულშემატკივრებმა ჯანო ანანიძეს ვებ გვერდი მიუძღვნეს

Posted by amikoshka on September 1, 2009

3871012675_9e39a715b5_o

მოსკოვის ”სპარტაკის” გულშემატკივრებმა ქართველ ნახევარმცველს პერსონალური ვებ გვერდი მიუძღვნეს. საიტის მისამართია – http://jano.my1.ru/ სადაც ჯანოს შესახებ ნებისმიერი მსურველი სასურველ ინფორმაციას მიიღებს. საიტის შემქმნელები ყოველდღიურად ანახლებენ ფოტოგალერეას და სტატიებს, რომლებიც რუსულ პრესაში იბეჭდება. გთავაზობთ ერთ-ერთ უკანასკნელ სტატიას, რომელიც ”სპორტ-ექსპრესის” მიმომხილველ, ევგენი ფედიაკოვს ეკუთვნის.

გჭირდება თუ არა ჯანო ანანიძე

”სპარტაკს” ძველ-ახალ მწვრთნელს, ოლეგ რომანცევს ”ვუსურვებ”. დაალაგოს ”სპარტაკისეული” ერთი შეხებით კედლების და შერბენების კობინაციები და ყველაფერი რიგზე იქნება, რადგანაც მას ფენომენი-ფეხბურთელი – ანანიძე ჰყავს.” – ასე გამომეპასუხა წინა სტატიაზე რომან უჟასოვი. თუმცა ს.კ. ”სპარტაკის” მფობელმა ერთ-ერთ კოლეგასთან საუბარში აღნიშნა, რომ გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. გრიგორიევი, გორბატენკო ჯერ კიდევ ვითარდებიან. თუნდაც ჯანო ავიღოთ. ცუდია, რომ მისი მოწვევა რომელიმე რუსულ ასაკობრივ ნაკრებში ვერ მოხერხდა, არა და ბევრი ვეცადეთ, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. სავარაუდოთ ჯანო საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ” – და რა პრობლემებს აწყდებით ამ შემთხვევაში? ” – კითხულობს ჟურნალისტი. ”- ეს უკვე რუსული ფეხბურთის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია” – უპასუხა ”სპარტაკის” მფლობელმა.

ჩემთვის ერთი რამ არის ნათელი:

1) 16 წლის ანანიძე – ჯერ არ არის ვარსკვლავი და შეიძლება არც გახდეს, თუმცა ასეთი სპორტსმენების დაკარგვა წარმოუდგენელია. თანაც ჯანო ”სპარტაკს” როგორც რუსი მოთამაშე უფრო ესაჭიროება (აქვე ფრჩხილებში ავტორი მიანიშნებს რუსულ პრემიერლიგაში დაწესებულ ლეგიონერების ლიმიტზე.), შესაბამისად ”სპარტაკის” პირდაპირი კონკურენტები დაინტერესებულები არიან იმაში, რომ ჯანომ არ ითამაშოს რომელიმე რუსულ ასაკობრივ ნაკრებში.

2) დღეისათვის, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი მომავალი საფეხბურთო ვარსკვლავისათვის არც თუ ისე ადვილია. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია თითოეული წვრილმანი, თუნდაც ჯანოს რუსულ არმიაში გამოძახება ავიღოთ. თუმცა ”სპარტაკის” მფლობელმა აღნიშნა – ამ და სხვა საკითხების მოგვარებაში მხოლოდ რუსული საფეხბურთო ხელმძღვანელობის კეთილი ნებაც კი საკმარისი აღმოჩნდება.

3) რა თქმა უნდა გადამწყვეტია ჯანოს ნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სპარტაკის მფლობელი, ბატონი ფედუნი, ამ თემას ტყუილად არ ჭამოჭრიდა, ალბათ იცის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. აშკარაა, რომ ფედუნს ძალიან უნდა, რომ ანანიძემ რუსული პასპორტი მიიღოს, მაგრამ ამაში მას ვიღაც ხელს უშლის. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა – ვინ აფერხებს ამ პროცესს?

სტატიას თან ერთვის გამოკითხვა: ”გვჭირდება თუ არა ანანიძე?” გამოკითხულთა 64.7 % დადებითად პასუხობს დასმულ კითხვას.

გასაკვირია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, სპორტული გამოცემა არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯანო უკვე გამოძახებულია ეროვნულ ნაკრებში იტალიასთან და ისლანდიასთან მატჩში.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

საქართველომ ”სპარტაკს” ანანიძე ”წაართვა”

Posted by amikoshka on August 28, 2009

მოსკოვის ”სპარტაკის” 16 წლის ნახევრამცველი ჯანო ანანიძე 31 აგვისტოს თბილისში იქნება. ექტორ კუპერმა, ანანიძე, იტალიასთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპინატის შესარჩევი და ისლანდიასთან ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა. ამის შესახებ რუსულ პრესასთან საუბარში ჯანოს მამამ, ამირან ანანიძემ განაცხადა. უფრო ადრე მანვე განაცხადა, რომ ჯანო არ მიიღებდა რუსეთის მოქალაქეობას და საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა.

მალტა-საქართველოს ამხანაგური მატჩისთვის ანანიძე არ ჩამოვიდა. ჯანომ თავისი არყოფნა ახლაგაზრდული ასაკით ”გაამართლა”. ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსული მხარე ცდილობს გადაიბიროს ნიჭიერი ახალგაზდრა და რუსეთის ნაკრებში თამაშზე დაიყოლიოს.

როგორც ამირან ანანიძემ განაცხადა, ”სპარტაკის” ხელმძღვანელობასთან საუბარში ყველა პრობლემა მოგვარდა, ხოლო ”სახალხო” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა განაცხადა, რომ მისთვის სულ ერთია რომელ ნაკრებში ითამაშებს ანანიძე, მთავარია მისი პროგრესი არ შეჩერდეს და მალე მოახერხოს ძირითად გუნდთან შერწყმა.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

”მე ქართველი ვარ და რუსეთის ნაკრებში არ ვითამაშებ”

Posted by amikoshka on August 13, 2009

ÔÊ Ñïàðòàê - ÔÊ Êóáàíü ”მე ქართველი ვარ და რუსეთი ნაკრებში არ ვითამაშებ” – განაცხადა adjarasport.wordpress.com- თან საუბარში მოსკოვის ”სპარტაკის”  ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ.

”მალტის ნაკრებთან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ ჩამოვედი, რომ შეუძლოდ ვიყავი. სხვა დროს კი ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რუსეთის ნაკრებში თამაშს არ ვაპირებ, შიში ნუ გექნებათ.” – განაცხადა ანანიძემ djarasport.wordpress.com – თან საუბარში.

შემდეგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიის ნაკრებთან თბილისში გამართავს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »

ექტორ რაულ კუპერი: ”ანანიძე ქართული ფეხბურთის მომავალია”.

Posted by amikoshka on August 9, 2009

”ანანიძის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ის მალტაში ჩამოვა. ვარჯიშებზე დავაკვირდები და ვნახავ, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი თამაში მეორე ტაიმში, ან მატჩის მიწურულს. მაინტერესებს მისი რეალური შესაძლებლობები. ის ქართული ფეხბურთის მომავალია. სხვათა შორის, ანანიძეზე მოსკოვის ”სპარტაკის” მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს ველაპარაკე და ძალიან კარგად დამიხასიათა.  სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე პოლიტიკური კუთხით არავინ დამლაპარაკებია. მე ვარ მწვრთნელი და არა პოლიტიკოსი, თუმცა ანანიძე ქართველია და AE369E0F-80D9-4C1C-B6C6-914C09860C4F5ისევე უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, როგორც იტალიელმა და არგენტინელმა თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდებში. ანანიძემ მიწვევა სიამოვნებით მიიღო. მე კი მჭირდება მისი გაცნობა, ვარჯიშებზე დაკვირვება და შეფასება. რომც არ ითამაშოს, მთავარია მისი არჩევანი – მოირგოს საქართველოს ნაკრების მაისურა. ეს რომ არ სურდეს, შეკრებაზე ვერაფრით ჩამოვიყვანდით. ჩემთვის საკითხი მარტივად დგას – პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. მე მისი ფეხბურთელობა მაინტერესებს და სპორტული კუთხით ვაფასებ. თუკი ფეხბურთელს ფულის ან სხვა რამ მიზეზით საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა სურს, შეუძლებელია აზრი შეაცვლევინო. ანანიძემ კი საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მალტაზე 12 აგვისტოს გამართავს.

Posted in ფეხბურთი | Tagged: | Leave a Comment »